x
image
ეკა ლაცკა
ბერების მიერ წალკოტად ქცეული მზოვრეთის მონასტერი
სახელწოდება "ზოვრეთი" (მძოვრეთი) წარმოდგება სიტყვა "საზუერედან" (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს.

ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე.

ის X საუკუნეში ძამელი მთავრის, ადარნასეს რეზიდენცია იყო.

XIV-XVII საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს.


XVIII საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და იწოდება "მცირე ქალაქად".

XIX საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას.

მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა.

...

2008 წლის 20 მაისს მზოვრეთის ციხე მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა.

...

ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გოგა ჩანადირი მზოვრეთის მონასტრის შესახებ ფეისბუქზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

"წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 10 წლის წინათ ბევრი არაფერი იყო. შორიდან ციხის დაბალზე შემორჩენილი ნაწილი ჩანდა. დღეს კი შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს მზოვრეთის (მძოვრეთის) ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერია. ძეგლის აღდგენა 2009 წელს დაიწყო. მამებმა ძველი წყაროს გზაც იპოვეს, გალავანი მიწისგან მთლიანად გაწმინდეს და აღადგინეს.
ახლა აქ 3 ტაძარია.

ბიბლიოთეკაც გააკეთეს და წალკოტიც გააშენეს.

მონასტერს მამა იოანე წინამძღვრობს.

მზოვრეთს დიდი ისტორია აქვს.

აქ უწინ ქალაქი იყო. ახლა კი სოფელი ორთუბანია. მდებარეობს ძამას ხეობაში, ყინწვისთან ახლოს.

მზოვრეთი ბოლოს თავადმა ციციშვილმა დაახლოებით 300 წლის წინათ აღადგინა. აქაურობამ ახლა უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინა",

- წერს გოგა ჩანადირი და მის გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image


0
1401
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0