x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93754
  • ვიდეო:342193
  • სურათი:455999
"ჯოჯოხეთის პირველი ლედი“: მსოფლიო დიქტატორების ლამაზი და ექსტრავაგანტული მეორე ნახევრები

image


ავტორიტარული ლიდერების კრიტიკა ნებისმიერ თემაზე შეიძლება, მაგრამ ცხოვრების თანამგზავრად შერჩეული პარტნიორების გამო მათ ნამდვილად ვერ დავძრახავთ, მით უმეტეს, რომ ეს ქალბატონები საკუთარ მეუღლეებს არა მხოლოდ (იშვიათი გამონაკლისის გარდა) იდეალურ მრჩევლებად და აქტიურ დამცველებად ევლინებიან, არამედ ყველა სხვა დანარჩენ სიკეთეებთან ერთად, ნამდვილი ლამაზმანებიც არიან.


სირიის პირველი ლედი - ასმა ალ-ასადი


image


დღესდღეობით, დასავლეთის საძულველი ლიდერის, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მეუღლე - ასმა ალ-ასადი კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული, ცოტა ხნის წინ კი მას შეუდარებელი გემოვნებისთვისა და დახვეწილი მანერებისთვის აქებდნენ და ადიდებდნენ, რეალურად, ის მართლაც საკმაოდ ევროპულად მოაზროვნე მუსლიმი ქალბატონია. ასმა ალ-ასადი ლონდონში დაიბადა, უმაღლესი განათლებაც იქ მიიღო და თავისი მომავალი მეუღლე ბაშარ ალ ასადიც სწორედ ინგლისის დედაქალაქში გაიცნო, საიდანაც 2000 წელს, 25 წლის ასაკში, საცხოვრებლად ისტორიულ სამშობლოში გადავიდა. საგულისხმოა, რომ სირიის პირველმა ლედიმ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ბრიტანეთის მოქალაქეობა შეინარჩუნა.


image


რითია გამორჩეული: 2000 წელს მის გამო მასმედიაში დიდი სკანდალი წარმოიშვა. ამერიკულმა "Vogue" ასმაზე დადებითი სტატია დაწერა, რამაც საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია, სტატია სასწრაფოდ წაშალეს, ხოლო ავტორი, 30 წლიანი სამუშაო სტაჟის მიუხედავად, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით, იგივე ჟურნალისტმა ახლა, უკვე სხვა გამოცემაში, სირიის პირველ ლედის, უარყოფითი ანგარიში მიუძღვნა და ის "ჯოჯოხეთის პირველ ლედად" მოიხსენია, რის გამოც ჟურნალისტი, კოლეგების მხრიდან დაცინვის ობიექტი გახდა.



ანგოლას პირველი ლედი - ანა პაულა დუშ სანტუში


image


წარსულში ცნობილი ფოტომოდელი და ბორტგამცილებელი ანა პაულა დუშ სანტუში, სახელწიფოს მეთაურს, ჟოზე ედუარდუ სანტუშს პირველად, სწორედ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ჰაერში შეხვდა.


image


წყვილის გაცნობა ნამდვილი რომანის სიუჟეტს მოგაგონებთ. ანა პაულა თავის მეუღლეზე 20 წლით უმცროსია, თუმცა მას ეს ასაკობრივი სხვაობა მეუღლესთან ურთიერთობაში არანაირ პრობლემას არ უქმნის.


image


რითია გამორჩეული: ანა პაულამ ერთხელ განაცხადა, რომ მისი ვაჟი ქვეყანაში მდარე განათლების სისტემის გამო საზღვარგარეთ ისწავლის, რის გამოც მოქალაქეების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია, ასევე პოლიტიკასა და ბიზნესის გარშემო მისი ხშირი ამბიციური განცხადებები, როგორც მოსახლების დიდ ნაწილს, ასევე, ჩინოვნიკებსაც ერთნაირად აღიზიანებთ.


ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი - ლი სოლ ჩუ


image


მსოფლიოს ყველაზე იზოლირებული ქვეყნის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სრულიად მოულოდნელად გვერდზე "პირველი ლედი" - ლი სოლ ჩუ მოევლინა. აქამდე ქვეყნის არც ერთ ლიდერს ფართო საზოგადოებისთვის საკუთარი მეორე ნახევარი არასდროს წარუდგენია. უფო მეტიც, ლი საკუთარი ჩაცმის სტილით თავისი თანამემამულე ქალბატონებისგან მკვეთად გამოირჩევა.


image

თუკი ჩრდილოეთ კორეაში ქალების უმრავლესობას მკაცრი სტილის პიჯაკების ტარება და საზოგადოებაში მეტი თავშეკავებულობა ევალებათ, ქვეყნის პირველი ლედი საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნება, იცვამს რაც უნდა და იქცევა, როგორც უნდა, მის გარდერობში, როგორც ქუსლიან ფეხსაცმელს, ასევე სხვადასხვა ფერის, ზომისა თუ ფორმის მუხლს ზემოთ ქვედაბოლოებსაც წააწყდებით.


image


მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერის გვერდით ახალგაზრდა მეუღლე გამოჩნდა, კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეელ ქალბატონებს როგორც შარვლის, ასევე სამკაულისა და პლატფორმიანი ფეხსაცმლის ტარების ნება დართო, რითიც ქვეყნის მორალისტთა გაოცება გამოიწვია. როგორც ცნობილია, ლი სოლ ჩუ მამისა და მეუღლის ბაბუის გამოსახულებიან სამკერდე ნიშნებს, როგორც ეს ჩრდილოეთ კორეაშია სავალდებულო, არ ატარებს, ვინაიდან მისთვის მისი საყვარელი მეუღლის გარდა, მსოფლიოში სხვა მამაკაცი არ არსებობს.



იორდანიის დედოფალი - რანია ალ-აბდულა


image


ერთი შეხედვით რთულად დასაჯერებლია, რომ ეს ქალბატონი ახლო აღმოსავლეთში ღრმად რელიგიურ, მუსლიმანურ ქვეყანას წარმოადგენს. რანია 22 წლის ასაკში უკვე კომპანია "Apple" -ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა.


image


თუკი მის ბიოგრაფიას ახლოს გავეცნობით, ვნახავთ, რომ რანია ალ - აბდულა იდეალური ქალის კრებით სახეს წარმოადგენს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 3 შვილი ჰყავს, იორდანელი ქალბატონების სწავლა განათლებაშიც აქტიურად მონაწილეობს და საქველმოქმედო საქმიანობასაც არ ივიწყებს.


image


რითია გამორჩეული: უჩვეულო სილამაზითა და ელეგენტურობით გამორჩეული (მას "პლანეტის ყველაზე ლამაზ დედოფალსაც" კი უწოდებენ) იორდანიის დედოფალი რანია არა მხოლოდ ქალთა და ბავშვთა, არამედ ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველიცაა.


კამერუნის პირველი ლედი - შანტალ ბია


image


ალბათ დამეთანხმებით, რომ კამერუნის პრეზიდენტის - პოლ ბიას მეუღლე შანტალ ბია, სხვა, ყველა დანარჩენი ქალბატონისგან თავისი არაორდინალური იმიჯით გამოირჩევა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ სოლიდურია, პირველი ლედი საკუთარ მეუღლეზე 40 წლით უმცროსია.


image


ერთ-ერთმა კამერუნელმა ავტორმა პირველ ლედის წიგნიც კი მიუძღვნა, სადაც მწერალს დეტალურად ჰქონდა აღწერილი გზა, რომლითაც შანტალ ბია პრეზიდენტის კარზე მოხვდა, თუმცა წიგნის ავტორი მალევე პირველი ლედის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს, რამაც უფებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა აღშფოთება გამოიწვია, ოთხ კედელში გამომწყვდეული მწერალი ქვეყანაში "სინდისის პატიმრად" შერაცხეს.


image


რითია გამორჩეული: პირველ რიგში, შანტალ ბია თავისი უნიკალური ვარცხნილობითა და ჩაცმის ეგზოტიკური სტილით გამოირჩევა. როგორც ცნობილია, კამერუნის პირველი ლედის გარდერობის დიდი ნაწილი საგანგებოდ, შეკვეთით არის შექმნილი, მის საყვარელ დიზაინერთა შორის "Dior" და "Chanel"-ია. შანტალ ბია ქვეყნის კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს, პირველი ლედი მაღალი დონის ღონისძიებების ხშირი სტუმარი და არაერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის გულმხურვალე მხარდამჭერია.


სვაზილენდის დედოფალი - ნტანდო დუბე


image


დღესდღეობით, სვაზილენდის 51 წლის მეფეს მსვატი III არც მეტი, არც ნაკლები 15 ცოლი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე, ყველაზე ახალგაზრდა, რიგით მეთორმეტე - ნტანდო დუბეზე შევჩერდებით.


image


რითია გამორჩეულია: ქორწინების მეხუთე წელს ქვეყნის დედოფალმა საზოგადოებას თავი ფრიად უცნაური საქციელით დაამახსოვრა. მან მეუღლეს არც მეტი, არც ნაკლები, იუსტიციის მინისტრთან უღალატა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად სერიოზული იყო მეფისთვის რიგით მე-12 მეუღლისგან მიყენებული ეს ფსიქოლოგიური ტრავმა, თუმცა ფაქტი ერთია, წყვილი კვლავ ერთად არის და დაშორებას არც აპირებს.



ფილიპინების "ფოლადის პეპელა": იმელდა მარკოსი


image


როცა დიქტატორთა მეუღლეებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ფილიპინების ყოფილი მეთაურის (1960 – 1980 წწ), ფერდინანდ მარკოსის ულამაზესი მეუღლე იმელდა მარკოსი არ ვახსენოთ. ეს ქალბატონი იდეალური გარეგნობის გარდა, საოცარი დიპლომატიური ნიჭითაც გამოირჩეოდა. ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის საზოგადოებამ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მოღვაწეობის გამო "ფოლადის პეპელა" შეარქვა.


image

იმელდა საკუთარ თავზე ეკონომიას არასდროს აკეთებდა, ის ევროპის საუკეთესო მოდის სახლებში იმოსებოდა და უპირატესობას ძირითადად მსოფლიოს წამყვან დიზაინერთა კოლექციებს ანიჭებდა. "იმელდიფიკ" ასე უწოდებდა ის საკუთარ, ეპატაჟური ჩაცმის სტილს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდა.


image

მას შემდეგ, რაც ის საკუთარ სტატუსს ოფიციალურად დაემშვიდობა, "ფოლადის პეპელამ" თავისი მრავალფეროვანი ფეხსაცმელების კოლექცია მუზეუმს უსახსოვრა. ცნობილია, რომ ამ ექსტარავაგანტულმა ქალბატონმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უდიდესი მხატვრების - მიქელანჯელოს, ბოტიჩელისა და რაფაელის ნამუშევართა სერიოზული კოლექციის შეგროვებაც მოასწრო.


მუსოლინის საყვარელი: კლარა პეტაჩი


image


რომაელი არისტოკრატი კლარა (კლარეტა) პეტაჩი, რომელიც პირველივე დანახვისთანავე ნამდვილ კინოვარსკვლავს მოგაგონებდათ, მუსოლინიზე 30 წლით უმცროსი იყო, შეგახსენებთ, რომ სწორედ კლარა პეტაჩი იყო ის ქალი, ვინც "დუჩესთან" ერთად საშინელი ხვედრი გაიზიარა.


image


1945 წელს მუსოლინი კლარეტასთან ერთად გაქცევას ცდილობდა, თუმცა ისინი პარტიზანებმა მალევე ამოიცნეს და დახვრიტეს, ხოლო "დუჩეს" სახე ისე დაასახიჩრეს, რომ მისი ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, შემდეგ კი გვამები, პიაცა ლორეტოს მოედანზე (მილანი) ბენზინგასამართ სადგურზე, ფეხებით დაკიდეს. ფაშისტი დიქტატორის კანონიერი მეუღლე რაკელე, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე საკუთარი მეუღლის ერთგული იყო, უკანასკნელ წუთებში მასთან არ იმყოფებოდა, მეუღლეები ამ მოვლენამდე ერთმანეთს კვირა-ნახევრით ადრე გამოემშვიდობნენ. რაკელე 1979 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.



0
2492
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
2492