x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93746
  • ვიდეო:342192
  • სურათი:455947
Turkish Airlines რეისზე მგზავრმა თავით მინის გატეხვა სცადა

image


Turkish Airlines-ის თვითმფრინავზე, რომელიც რეისს სუდანის მიმართულებით ასრულებდა, ბორტგამცილებლებსა და მგზავრებს ერთი ადამიანის დაპატიმრება მოუწიათ. ის მოულოდნელად გაბრაზდა და პილოტის კაბინაზე თავდასხმა მოინდომა. აფრენის შემდეგ მალევე ყვირილი დაიწყო და ცდილობდა თავით კაბინის მინის გატეხვას. დააზიანა ჟანგბადის ნიღბების ყუთიც.


image


როგორც მგზავრები ჰყვებიან, მამაკაცი ჰაერის უკმარისობას უჩიოდა. ფრენის დაწყებიდან ორ საათში პილოტმა გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი სტამბულში ბრუნდებოდა. მამაკაცი, რომელიც როგორც გაირკვა სუდანის მოქალაქე იყო, მოულოდნელად წამოდგა ადგილიდან და თვითმფრინავის წინა ნაწილისკენ გაემართა. ბორტგამცილებლები იძულებულები გახდნენ ხელბორკილები დაედოთ. სტამბულში ჩაფრენისთანავე ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას რამდენიმე მგზავრს ხელი დაუქნია და ბავშვებს აკოცა. Turkish Airlines მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


image

1
227
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
227
  
17 ივნისი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1