x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაჩნდა მოსაზრება, რომ ისტორიული სავარაუდო მოვლენები გათხრებით აღმოჩენილი ფაქტებით უნდა განემტკიცებინათ - ისტორიების ისტორია

დიმიტრი ბაქრაძე (1826- 1890 წწ. )

დიმიტრი ბაქრაძე “ კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების " ერთერთი დამაარსებელი და აქტიური მოღვაწე იყო.

image


დ. ბაქრაძე საქართველოს ისტორიის საკითხებზე მუშაობის ერთ ერთ მთავარ გზად საქართველოს ისტორიის წყაროებისა და მასალების ძიებას თვლიდა. სრულიად სამართლიანად მიაჩნდა, რომ საქართველოს ისტორიისათვის მასალების შეგროვება არქეოლოგიური კვლევებით უნდა მომხდარიყო. ამიტომაც ის აწარმოებდა კვლევაძიებას სვანეთში, აჭარაში, გურიაში, მესხეთ - ჯავახეთში, სამეგრელოში, საინგილოში და სხვ.


image


მისი საერთო დიდი მიზანი მთლიანად საქართველოს სიძველეების შესწავლა იყო. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო. საჭირო გახდა გარკვეული სამეცნიერო ძალების გაერთიანება. და შეიქმნა არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება.

ახლად დაარსებულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა თბილისში მუზეუმის მოწყობა. მუზეუმი გაიხსნა 1852 წლის გაზაფხულზე. თბილისში დაარსებული მუზეუმი შედგებოდა ეთნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და ისტორიული განყოფილებებისაგან.

image


1852 წლისათვის მუზეუმი უკვე 3300 ექსპონატს ითვლიდა. სამუზეუმო კოლექციები შეავსო მიწის წიაღში აღმოჩენილმა ბევრმა ექსპონატმა. რაშიც შედიოდა დიდი რაოდენობით საჭურველ - იარაღის ნივთები და სამკაულები.

1863 წელს გეოგრაფიული საზოგადოების მუზეუმი დაიშალა. მისი კოლექციები გადაეცა თბილისში ახლად გახსნილ კავკასიის მუზეუმს, ამ მუზეუმსაც, როგორც მის წინა მორბედს ჰქონდა უფრო ეთნოლოგიურ - საბუნებისმეტყველო ხასიათი. თუმცა არ იყო დავიწყებული ისტორიული არქეოლოგია.

image


მუზეუმის დამაარსებელი იყო პლატონ იოსელიანი ( 1809-1875). რომელმაც თავის დროზე ქართველოლოგიური გამოკვლევები შექმნა. მნიშვნელოვანია მისი კვლევები, რომელიც ეხება საქართველოში ქალაქების წარმოშობის საკითხებს. თავისი მოსაზრების დასასაბუთაბლად პ. იოსელიანს მცირე მასშტაბის დაზვერვითი გათხრები უწარმოებია ს. ჟინვალთან ძველი ნაქალაქარის ადგილზე. სადაც აღმოჩენილი იქნა რიყის ქვის ნაგებობების ნაშთები. კერამიკისა და ლითონის ნივთების ნატეხები.


image

პლატონ იოსელიანი წერდა, რომ მცხეთაში არის ბევრი ნანგრევი, რომელიც ჯერ არავის შეუსწავლიაო.

1867 წელს მცხეთაში, სარკინიგზო ხიდის მახლობლად, გზის რეკონსტრუქციებთან დაკავშირებით მიწის სამუშაოების დროს, შემთხვევით აღმოჩნდა ახ. წ. 75 წელს მოკვეთილი ქვათლილი წარწერით. შემდეგ წლებში ისევ შემთხვევით აღმოჩნდა უძველესი სამარხები.

მცხეთის ამ არქეოლოგიური აღმოჩენების შემდეგ კავკასიისადმი, კერძოდ საქართველოსადმი ინტერესები კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ 1872 წელს თბილისში შეიქმნა კავკასიის არქეოლოგიური კომიტეტი. ამ კომიტეტის საქმიანობის შესახებ იბეჭდებოდა სპეციალურ ჟურნალში “ ცისკარში ".

image

აღინიშნა, რომ საჭირო იყო შავი ზღვის პირების არქეოლოგიური შესწავლა. ასევე სოხუმის, ფოთის, და ბიჭვინთის მიდამოების. აღმოსავლეთში : სურამი, აწყური, ოძრხე, თმოგვი, ახალციხე, კასპი, ბოლნისი, დმანისი, და ბევრი კიდევ.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ არქეოლოგიური გათხრების ჩატარების შესახებ საკითხი პირველად 1856 წელს მ. ჭილაშვილმა აღძრა მაგრამ ამას პრაქტიკული საქმიანობა არ მოჰყოლია.


ძველი ნივთების საცავი ქართველ მეფეთა კარზე იყო - არქეოლოგიის კვალდაკვალ

image

შესაძლოა ძველი ქართული კულტურები ახალმა კულტურამ ჩაანაცვლოს

image

0
290
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0