x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მიკროფონს ხელი მოკიდა და იატაკზე უგრძნობლად დაეცა"-ბელორუსი მომღერალი სცენაზე გარდაიცვალა
imageბელორუსი მომღერალი ვასილი ბუშიკი, რომელიც ცნობილი იყო ფსევდონიმით Leo Nardo, სცენაზე გარდაიცვალა, ამჟამად ექსპერტები მუშაობენ სიკვდილის მიზეზის დადგენაზე.



მომღერალი 35 წლის იყო, ვასილი ბუშიკი სცენაზე იყო, როდესაც მოულოდნელად იატაკზე დაეცა, მომღერლის ახლობლები აცხადებენ, რომ ვასილი მიკოფონიდან გადატანილმა დენმა მოკლა.
image

"ის, რომ დენმა დაარტყა ზუსტად დადგენილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ეს იყო მიზეზი, ჯანმრთელი ადამიანი იყო, არც გულზე ჰქონდა პრობლემები და არც წნევა აწუხებდა....გვამი სამართალდამაცავებმა გადაიტანეს ექსპერტიზაზე, სიკვდილის ზუსტი მიზეზი მოგვიანებით იქნება ცნობილი"-განაცხადა მომღერლის ასისტენტმა.


ვასილი ბუშიკი ირინა დოროფეევის ბეკ-ვოკალი იყო, ორიოდე წლის წინ კი სოლო კარიერა წამოიწყო, ამის გარდა მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებში:"უკრაინის სახალხო ვარსკვლავი" "voice" "ტალანტების აკადემია" და "Factor A"-ში.



0
643
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0