x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341567
  • სურათი:454601
17 ივნისს სავსემთვარეობაა! რა უნდ გავითვალისწინოთ? ასტროლოგი გვაფრთხილებს


image
17 ივნისს 12:30 ზე სავსემთვარეობაა!

სავსემთვარეობა ხდება მშვილდოსანი - ტყუპების ღერძზე. ეს ბოლო სავსემთვარეობაა მზის დაბნელების წინ, რომელიც 2 ივლისს იქნება.

როგორც იცით, მთვარე ჩვენს ემოციებს განაგებს, ამიტომ სავსემთვარეობის პერიოდში საკმაოდ მომატებულია ემოციური ფონი ადამიანებში, შფოთვა, გაღიზიანება. სწორედ ამ მიზეზით იქმნება ბევრი საკონფლიქტო სიტუაცია, აგრესიულობა, დაპირისპირებები. აარიდეთ თავი მსგავს კონფლიქტურ სიტუაციებში მოხვედრას.

არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ხელშეკრულებების გაფორმება, მოლაპარაკებების წარმოება სავსემთვარეობის პერიოდში.

მომდევნო დღეებში მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო გზებზე გადაადგილებისას, ასევე, მოუფრთხილდით ტექნიკას.

ყურადღება გამოიჩინეთ თავშეყრის ადგილებში, იქ, სადაც ბევრი ხალხია ერთად თავმოყრილი, მაგ. მიტინგი, ბაზრობა და სხვ.

ასევე, ყურადღება მართებთ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებს. შესაძლოა ასევე ნერვული აშლილობა, ნევრალგია, თავის ტკივილები, ინფექციური და კუჭ -ნაწლავის დაავადებების მატება. მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები.

სიფრთხილე ნარკოტიკულ საშუალებებთან და სითხეებთან - ალკოჰოლი, წყალი (მიაქციეთ ყურადღება წყლის სისუფთავეს).

გვაფრთხილებს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე

1
665
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
665
  
16 ივნისი, 19:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1