x
image
Yoona
Mediator image
გეშინოდეთ სუსტების! ამისთვის სერიოზული მიზეზი არსებობს
სწორედ ისინი გაიძულებენ ცხოვრებისეულ წრეზე სირბილს და წრე დავიწროებას გააგრძელებს, სანამ თქვენ არ დაეცემით და საკუთარ თავს არ ჰკითხავთ: და ვინ შემიცოდებს მე?


image

რატომ იყოფიან ადამიანები სუსტებად და ძლიერებად? არა ფიზიკურად, არამედ გონების და ქცევების დონეზე. რატომ ხდება ისე, რომ ერთნი ყოველთვის ფეხზე დგებიან, მონაწილეობას ითხოვენ და ყველგან და ყველასგან დახმარებას უსასრულოდ ელოდებიან, სხვები კი, კბილს კბილზე აჭერენ, მუშტს კრავენ და მდუმარედ საკუთარ თავს ეხმარებიან, რითაც სხვებისთვისაც დამცავი და მფარველები ხდებიან?


image


როცა მეუბნებიან, რომ სუსტი დაბადებიდან სუსტია, როგორც ძლიერს ძლიერი თვისება დაბადებიდან აქვს, არ მჯერა. არ მჯერა ამის ისე, როგორც ის, რომ ადამიანებს კითხვის და წერის თანდაყოლილი უნარი არ აქვთ.

როცა ცდილობენ, დამარწმუნონ, რომ სუსტები, რომც მოისურვონ, ძლიერები ვერ გახდებიან, ხოლო ძლიერებს მსგავსი მხარდაჭერა არ სჭირდებათ, რაც სუსტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მე გაჩერება და სადღაც სხვაგან გაქცევა მსურს.

იყო სუსტი პათოლოგია არაა. იყო ძლიერი - თვალის ფერის ან ცხვირის ფორმის მსგავსი ბოძებული ნიჭი არაა. ერთიც და მეორეც ცხოვრებისეული პოზიციაა. არჩევანი, რომელიც თავად უნდა გააკეთოთ. პროგრამა, რომელიც თქვენი ცხოვრების მეთოდს განსაზღვრავს. და მხოლოდ ეს.

სუსტი ადამიანი სუსტია იმიტომ, რომ ასეთი ფუფუნების შესაძლებლობა აქვს. მის გვერდით არის ადამიანი, რომელიც მას ასეთად ყოფნის ნებას აძლევს, რომელიც მასზე პასუხისმგებლობას იღებს. უფრო მეტიც. სუსტი ადამიანი არ არსებობს. არიან ისინი, ვისთვის უფრო მომგებიანია თავის სუსტად წარმოჩენა.

ძლიერები ძლიერები არიან არა იმიტომ, რომ ასე სურთ, არამედ მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. ამ სიძლიერის მიღმა რა იმალება არავინ იცის. და ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც მისი შეცნობა და გაგება მოუნდება.

და ხშირად სწორედ მათ, ვისაც ძლიერად, რკინით აწყობილს, შეუდრეკად მიიჩნევთ და ვისაც ეუბნებით „შენ ძლიერი ხართ, შენ შეძლებ“, ყველაზე მწვავედ სჭირდებათ მხარდაჭერა და დაცვა, სიყვარული და სითბო.

იმიტომ, რომ ძლიერი ადამიანი გამოფიტულია. იმიტომ, რომ უფრო ღრმად დაჭრილია. დაღლილობა და მარტოობა მათში კატასტროფულად ბევრია.

იყო ძლიერი ნიშნავს, განუკითხავად დარტყმა საკუთარ თავზე აიღო.

თავს გაუფრთხილდით, ძლიერებო. ერთმანეთს გაუფრთხილდით, რადგან ასეთი ადამიანები ბევრნი არ ხართ. თქვენი ძალა ყველაზე ხშირად თქვენი ყველაზე სუსტი და დაუცველი ადგილია...


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს

image

2. ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ

image

3. ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს

image

4. სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ

image

5. რატომ უყვართ ძლიერ ქალებს უმაკიაჟოდ სიარული

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
441
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
441