x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341567
  • სურათი:454601
"მშვიდობით ძვირფასო მაესტრო!"- იტალია ფრანკო ძეფირელის ემშვიდობება

imageლეგენდარული იტალიელი კინორეჟისორი და პროდიუსერი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას არა მარტო იტალიური, არამედ სრულიად მსოფლიო მედია ავრცელებს. რეჟისორი 96 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა.
ის ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე. 90-იან წლებში ძეფირელი ორჯერ გახდა იტალიის სენატის დეპუტატი. გარდაცვალებამდე დიდი ხნის განმავლობაში ძეფირელი დიდხანს ავადმყოფობდა და მისი მდგომარეობა ბოლო თვეებში გაუარესდა. რეჟისორი, რომელიც ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული, სილვიო ბერლუსკონის პარტიიდან ორჯერ იყო არჩეული იტალიის სენატში. ძეფირელი ყველაზე მეტად "რომეო და ჯულიეტას" 1968 წლის ეკრანიზაციითაა ცნობილი, სადაც მთავარი როლებს ლეონარდ უაითინგი და ოლივია ჰასი თამაშობენ. დღეს დილით სრულიად იტალიური მედია შეძრა რეჟისორის გარდაცვალებამ და მის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. აი რას წერს მასზე Twitter-ზე ფლორენციის მერი დარიო ნორდელა: - "ფრანკო ძეფირელი, მსოფლიო კულტურის ერთ - ერთი დიდებული კაცი, დღეს დილით გარდაიცვალა. მშვიდობით, ძვირფასო მაესტრო, ფლორენცია არასდროს დაგივიწყებს".image
imageის ორჯერ იყო ნომინირებული ამერიკული კონოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე, ოსკარზე.გარდა ამისა, ძეფირელი მოღვაწეობდა პოლიტიკაში. 1994-2001 წლებში იყო იტალიის სენატის წევრი.იტალიელი კინორეჟისორი და პროდიუსეტი 1923 წლის 12 თებერვალს ფლორენციაში დაიბადა, რომელიც 1994 - 2001 წლებში პოლიტიკაშიც აქტიურად იყო ჩართული. ის იყო იტალიის სენატის წევრი.საინტერესოა მისი ფილმები, რომლებმაც ოსკარის ნომინაციებიც კი მოუტანა მას. "ჭირვეულის მორჯულება" - 1967 წელს, "იესო ნაზარეველი" - რამდენიმე სერიიანი ბიბლიური პროექტი, რომელიც 1977 წელს გადაიღო, " რომელო და ჯულიეტა" - 1968 წელს, imageimage" ჩემპიონი", "ჯეინ ეარი", "ჩაი მუსოლინისთან ერთად"და სხვები, რომლებმაც საყოველთაო აღიარება და უზღვავი პოპულარობა მოუტანა კინო რეჟისორს.ძეფირელის ფილმებში მონაწილეობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა ელიზაბეტ ტეილორი, რიჩარდ ბარტონი, ლეონარდო უაითინგი, ოლივია ჰასი და სხვები.ფრანკო ძეფირელის, რომელიც 1942-45 წლებში ბრიტანულ არმიაში მსახურობდა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეც იყო, 2004 წელს დიდი ბრიტანეთის საპატიო რაინდის წოდება მიენიჭა.imageimageimageimage



0
156
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0