x
image
ლურჯი თოლია
ქართველი ტოჩინოშინის სამომავლო გეგმები

image

ლევან გორგაძემ მაისის ბაშოზე შეძლო და დაიბრუნა "ოძეკის" ტიტული, რითაც კიდევ ერთხელ გაახარა თავისი ოჯახი და გულშემატკივრები. საქართველოში ჩამოსვლას მალე აპირებს, მანამდე კი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სამომავლო გეგმებზ ისაუბრა:

... " ოქტომბერში 32 წლის ვხდები და ბოლო წლებია, ისე გამაწამა ტრამვებმა, უკვე "პენსიაზე" ვფიქრობ... ტრამვირებულ ორგანიზმს უჭირს დიდი დატვირთვების გაძლება. თუმცა, ჯერჯერობით ვუძლებ, "ვეწიდავები" თავს, ძალს მე ვარ, ძალს - ჩემი ტრამვირებული მუხლები...

ჩემი კლუბის პრეზიდენტი და სუმოს ასოციაცია კი მთავაზობენ, მაგრამ აქ დარჩენას არ ვგეგმავ. შემიძია ჩემი კლუბი გავხსნა ან სამი წლის განმავლობაში ჩემი "ოძეკი ტოჩინოშინის" სახელით ამჟამინდელ კლუბშ დავრჩე და მწვრთნელ-ხელმძღვანელად, ანუ"ოიაკატად"ვიმუშაო. სამი წლის შემდეგ, თუ პრეზიდენტის სახელს "იყიდი", შეგიძლია 65 წლის ასაკამდე დარჩე სუმოს ფედერაციაში. თუმცა, როგორც გითხარით, იაპონიაში დარჩენას არ ვაპირებ. მით უმეტეს 65 წლის ასაკამდე! იმდენი სახელი კი მაქვს, დროდადრო ჩამოვიდე იაპონიაში. მე ქართველი კაცი ვარ და ჩემს სამშობლოში უნდა ვიცხოვრო! სახლში მინდა, ჩემს სახლში!

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0