x
image
Yoona
Mediator image
ხელის პირსახოცს არ შეეხოთ. სასტუმროს საიდუმლოებები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ
საიტ Qoura-ს, სადაც ნებისმიერ კითხვაზე პროფესიონალური პასუხის მიღება შეიძლება, მომხმარებლები დაინტერესდნენ: „რა არ ვიცით სასტუმროს ნომრის შესახებ, რომლის ცოდნაც ღირს?“

image

მათ სასტუმროს ბიზნესის განვითარების კომპანია Hotels Corporation-ის წარმომადგენელმა უპასუხა. აი, მათი აღმოჩენები.


1.ჩემოდნის დასადები არ გამოიყენოთ


განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ერთი შეხედვით სიმპათიური, ხარისხიანი ხის დასადებია, რაღაც ამის მსგავსი:

image

ორი რამ დაიმახსოვრეთ:

1. ბაღლინჯო ხეზე გიჟდება

2. ბაღლინჯო არა ბინძური ადამიანით, არამედ „ბაღლინჯოებში“ ნამყოფი ტვირთით ვრცელდება.

რჩევა: ლითონის დასადები თამამად გამოიყენეთ - ის, ბაღლინჯოებს არ იზიდავს, ან ჩემოდანი სააბაზანოს კაფელზე გაშალეთ. რა თქმა უნდა, დარწმუნდით, რომ ის სუფთაა. ამის შემდეგ ჩანთის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეთ.

image

2.საბნებს, გადასაფარებლებს და პლედებს მოერიდეთ

გადასაფარებელი იმწამსვე მოიშორეთ, ხოლო თბილი საბანი ისე დაიფარეთ, რომ შიშველ კანს არ შეეხოს.

იდეაში, ყველაფერი, რაც შიშველ კანს ეხება, ნომერში ახალი სტუმრის შესვლამდე უნდა გაირეცხოს. თუმცა ბევრი იაფფასიანი სასტუმრო ამ წესს უგულებელყოფს. ამასთან ვარსკვლავების და მაღალი ფასის რაოდენობა აბსოლუტური სისუფთავის გარანტიას არ წარმოადგენს.

წესიერი სასტუმროები და ბუტიკ-სასტუმროები საწოლებს გადასაფარებლებს მთლიანად არ აფარებენ. ამის ნაცვლად დახვეულს ლოგინის კუთხეში დებენ.

image

აი, ეს უკვე ცუდია: გადასაფარებელმა თეთრეულის სისუფთავე მოკლა.

image

რაც შეეხება საბანს და პლედს, მათ მხოლოდ მაშინ რეცხავენ, როცა უკვე შესამჩნევი ლაქა ჩნდება. ასე რომ, გადასაფარებლის ზემოდან გამოიყენეთ.


3.იაფფასიან სასტუმროებში პატარა პირსახოცები არ გამოიყენოთ

ე.წ პირსახოცს სასტუმროში სჯობს არ შეეხოთ, გამონაკლის ისეთი ადგილები წარმოადგენს, სადაც მათ რეცხავენ და დეზინფიცირებას უკეთებენ. (ამის გაგებას კი სასტუმროში საკუთარი „პერსონალის“ ყოლით შეძლებთ).

image

რჩევა: სქელი ბამბის პირსახოცი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მხოლოდ როგორც ხალიჩა, რომელსაც სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ ფეხს დააბიჟებთ.


4.კარის გასახედს არ ენდოთ

4 ვარსკვლავიანი სასტუმროდან დაწყებული კარის ნომრებს, როგორც წესი, გასახედი აქვს. ჩნდება კითხვა, მასში ფარული კამერა ხომ არ არის დამონტაჟებული? არ გაიცინოთ: ასეთი რამ ხდება და უფრო ხშირად, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

image

თუ კარის გასახედში დაზიანება აღმოაჩინეს - სხვა ნომერი თამამად მოითხოვეთ.

მაშინაც კი, თუ ყველაფერი წესრიგშია, სჯობს „ჯაშუშური“ მოწყობილობებით აღიჭურვოთ. პანიკაში ჩავარდნა არ ღირს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ყველაზე დიდი სკანდალი 2008 წელს მოხდა, როცა ინტერნეტში სასტუმროს ნომერში კარის გასახედში ჩამონტაჟებული კამერიდან შიშველი ერინ ენდრიუსის (აშშ-ს სპორტული არხის რეპორტიორი) ვიდეო გამოქვეყნდა.

image

და ეს ცნობილი ქალია, რამდენი უბრალო ადამიანი შეიძლება არაჯანსაღი ინტერესის ობიექტი გახდეს.


5.ჭამის დროს ტელევიზორის პულტს არ შეეხოთ

პულტი, ნათურის ჩამრთველი და ტელეფონის ყურმილი - ნომერში ყველაზე ბინძური ნივთებია პრეზიდენტის ლუქსშიც კი. მათ გაწმენდას უბრალოდ ვერ ასწრებენ, რადგან დასალაგებლად საშუალოდ 20-30 წუთი აქვთ.

ასე რომ, სჯობს სადეზინფექციო სალფეთქით თავად გაწმინდოთ ან ასე მოიქეცით:

image


და კიდევ რაღაც სასტუმროს შესახებ

უკვე მიხვდით, რომ ნებისმიერი სასტუმრო - სუფთა ადგილი არაა. ერთადერთი, რაშიც ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ - ეს საწოლის თეთრეულია, დანარჩენთან მიმართებაში ფრთხილად უნდა იყოთ.

მაგალითად, ჭიქა და სხვა ჭურჭელი - იცით, რომ მათ უბრალოდ გამდინარე წყალს ავლებენ? დარწმუნებული ხართ, რომ ყავის მადუღარა სუფთაა?

image

უნდა გახსოვდეთ, რომ ვარსკვლავების რაოდენობა საუკეთესო სერვისის გარანტია არ არის. მსოფლიო სტანდარტით, თქვენ ნებისმიერი „ვარსკვლავის“ სასტუმროში კარგად უნდა მოგემსახურონ. ისინი ერთმანეთისგან არა მომსახურების ხარისხით, არამედ კომფორტით განსხვავდებიან.

ასევე, დღეს ტურისტების მიერ მინიჭებული რეიტინგი უფრო მნიშვნელოვანია. თუ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ერთიანს“ მიიღებს, მას „ვარსკვლავური სტატუსი“ პოპულარულად ვერ აქცევს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?

image

2. მოგზაურ-ბლოგერი ნებისმიერ ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საიდუმლოს გიზიარებთ

image

3. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს

image

4. მოგზაურობაში მაცივრის მაგნიტი წაიღეთ! სასტუმროში დაგჭირდებათ

image

5. 100 იდეა მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
10724
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
10724