x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ადმირალ ბერდის თეორია მიწისქვეშა სამყაროს არსებობაზე
image
შეიძლება დედამიწას ფარული მიწისქვეშა შესასვლელები აქვს. ადმირალმა ბერდმა თავის წიგნში აღწერა ვიზიტი მიწისქვეშა სამყაროში.ეს ვერსია საინტერესო და ძალიან ძველი ჰიპოთეზაა. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ პლანეტის შიგნით უზარმაზარი სივრცე არსებობს და ეს სივრცე მსოფლიო ელიტის საიდუმლო ადგილია.

პლანეტის შიგნით სივრცის არსებობის ლეგენდას უამრავი მიმდევრები ყავს. თეორია მოგვითხრობს მიწისქვეშა სამყაროში განვითარებულ მდიდარ ქალაქებზე, რომელთა შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცით.

ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით ჩვენი პლანეტის ისტორიასა და მეცნიერებაზე, რასაც ასწავლიან სკოლებში და უნივერსიტეტებში, არის მხოლოდ ნახევარი სიმართლე. ნამდვილი ჭეშმარიტება პლანეტის შიგნით მდებარეობს - დედამიწის მიწისქვეშა სამყაროში, სადაც ბრძენი ლიდერები აღიარებენ საზოგადოების სიყვარულს და ჰარმონიას.

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი პლანეტა ჰგავს მძივს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ზედაპირზე. ამ მძივის ხვრელები ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსებია. თუ გვეცოდიებოდა ასეთი კარების არსებობა, შეგვიძლია გავიაროთ პირდაპირ მთელს პლანეტაზე უძველესი მიწების გზებზე. მიწისქვეშა სივრცეში არსებობს ბევრი უცნაური და ლამაზი რამ, რაც ჩვენი ფანტაზიის მიღმა არსებობს.

მიწისქვეშა სივრცის არსებობის თეორიის მკვლევარები აცხადებენ, რომ უცხოპლანეტელები სხვა ვარსკვლავური სისტემებიდან კი არ მოდიან, არამედ, სინამდვილეში ისინი ჩვენი პლანეტის მიწისქვეშა სივრცის ბინადრები არიან. ეს არის მიწისქვეშა სივრცის მაცხოვრებლები, რომლებიც ხშირად გარე სამყაროს სტუმრობენ.
ეს თეორია არსებობს უძველესი დროიდან. რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში მეცნიერებმა შეიძლება ასეთი უაზრო კონცეფცია უარყონ, თუმცა, იდეის მხარდამჭერები თავიანთ რწმენას არ უარყოფენ.image


იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებმა ვიცით სეისმური ტალღების, გრავიტაციის, გეოლოგიისა და პლანეტების ფორმირების შესახებ, ჯერ კიდევ არ არის მყარი მტკიცებულება ამ უცნაური კონცეფციის სასარგებლოდ. ამავდროულად, მიწისქვეშა სამყარო შეიძლება შეეხოს პლანეტის ეროვნულ უსაფრთხოებას და შესაბამისად, ეს ინფორმაცია არის გრიფით საიდუმლო.

ადმირალი რიჩარდ ბერდი იყო მამაცი ექსპერიმენტი და მოგზაური გასული საუკუნის დასაწყისში. ბერდი აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ოფიცერი და სანავიგაციო ექსპერტი იყო, ხოლო, თუ ვინმეს შეეძლო მიახლოვებოდა მიწისქვეშა სამყაროს კარს, ის ერთერთი პირველი იყო იმ ავანტიურისტებს შორის.

1926 წელს ადმირალმა განახორციელა პირველი ფრენა ჩრდილო პოლუსზე, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ მიაღწია ბოლო წერტილს. მომდევნო წელს, მკვლევარმა დაასრულა ერთ-ერთი პირველი ტრანსატლანტიკური ფრენა. 1929 წელს ბერდი პირველი პილოტი გახდა, რომელიც სამხრეთ პოლუსზე გაემგზავრა და უკან დაბრუნდა.image
ჯერ კიდევ 1920-იან წლებში დედამიწაზე ბევრი ტერიტორია იყო, სადაც ხალხი არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის იყვნენ მამაცი მაძიებლები, რომლებმაც პლანეტის ყველაზე ფარულ კუთხეებში შეაღწიეს. ბერდმა რამდენჯერმე მოინახულა ცივი უდაბნოები და კვლავ მიაღწია ჩრდილო პოლუსს 1947 წელს. 1947 წლის ექსპედიცია უკავშირებდა მიწისქვეშა საოცარი სივრცის თეორიას.

1947 წელს, ადმირალმა ბერდმა განახორციელა კიდევ ერთი ფრენა ჩრდილოეთ პოლუსზე. ადმირალმა ბერდმა გააკეთა ჩანაწერები მიწისქვეშა სივრცეზე.
ბერდი შეხვდა და ესაუბრა ქალაქ აგარტის წარმომადგენლებს, რომელთაგანაც მიიღო გაფრთხილება კაცობრიობის მიერ ბოლოდროინდელი ატომური ბომბის აღმოჩენის შესახებ. მიწისქვეშა სივრცის ხალხი შეშფოთებული იყო ამ ტექნოლოგიით მოსალოდნელი საშინელი შედეგების გამო. შემდეგ ადმირალი ბერდი დაბრუნდა, რომ ჩვენი სამყაროს მმართველებისთვის ეთქვა ჩვენი მეზობლების სიტყვები.image

აქამდე, არსებობდა სხვადასხვა ლეგენდები ამ ექსპედიციის შესახებ. ადმირალმა სავარაუდოდ, გადაწყვიტა შეხვედრა საიდუმლოდ დაეტოვებინა. სხვები ამბობენ, რომ 1947 წელს ბერდის მოგზაურობა გამოგონებაა და მისი დღიური არის აბსოლუტური გაყალბება, რომელიც შექმნილია უცნობი მისტიფიკატორის მიერ.

მიწისქვეშა სივრცის მხარდამჭერებს თავისი იდეების მხარდასაჭერად მოაქვთ ნასას ფოტოსურათები და ვიდეომასალა. ბევრი ფოტომასალა პოლუსზე აჩვენებს ანომალურ ფორმირებებს და ეს შეიძლება იყოს კარი მიწისქვეშა სივრცის. მეცნიერების უმრავლესობა ხსნის ზოგიერთ ფაქტს, მაგრამ ბევრი მათგანი საკამათო რჩება.

ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ NORAD- ის თანამგზავრები ვერ გადიან პოლუსებზე, იმის გამო, რომ კონტროლს კარგავენ და მიწაზე ეცემიან. ამას კომპიუტეული გამოსახულებებიც ამტკიცებს, თუმცა, ოფიციალური მკვლევარები აბსურდულ თეორიას უარყოფენ.

ჩვენი პლანეტის მიწისქვეშა სამყარო ძალიან მშვენიერი ადგილია. იქ განლაგებულ ნათელი და დიდი ქალაქები არის დასახლებული განვითარებული მაცხოვრებლებით, რომელთაც შეუძლიათ გვსწავლონ ბევრი მნიშვნელოვანი. არ არსებობს მტკიცებულებები და წინაპირობები, მათგან მომდინარე საფრთხისა. ამბობენ ამ საოცარი თეორიებისა და ეზოთერიკის ექსპერტები.image

საეჭვო ფოტომასალის და ბერდის ჩანაწერების გარდა, არ არსებობს სხვა მტკიცებულება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მიწისქვეშა სივრცის თეორია. ცხადია, უმეტესობას არ გვაქვს საკმარისი ფული, რომ წავიდეთ პოლუსებზე და ვნახოთ, არსებობს თუ არა, მიწისქვეშა სამყაროს შესასვლელი. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერების მოსაზრებას, რომლებიც უარყოფენ მიწისქვეშა სივრცის არსებობის იდეას.

ადმირალ ბერდის დღიურების სამი ვერსიის განხილვაა შესაძლებელი: პირველი:მკვლევარმა ლეგენდა დატოვა დიდების მოსაპოვებლად. თუმცა, ადმირალის განსაცვიფრებელი კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ეს ვერსია შეიძლება გაუქმდეს.
შესაძლოა, დღიური მხოლოდ ფიქციაა, რომელიც შემუშავებულია მხოლოდ მისტიფიკატორების მიერ. ბოლოს, მესამე - დედამიწის მიწისქვეშა სამყაროს მთელი ამბავი შეიძლება იყოს სუფთა ჭეშმარიტება. ალბათ ადმირალი ბერდი მართლაც ეწვია შიდა სამყაროს უცნობ მიწებს, საიდანაც ის გაფრთხილებით დაბრუნდა.

საბოლოო ჯამში, უძველესი ლეგენდა არსებობს დედამიწის შიგნით მცხოვრები ადამიანების შესახებ. შესაძლოა, მიწისქვეშა სამყაროში უძველესი სიბრძნის დამცველები ცხოვრობენ, რომლებიც ელოდებიან იმ დროს, როდესაც ჩვენ მზად ვიქნებით ამ ცოდნის მისაღებად. ადმირალი ბერდი ალბათ შეხვდა ამ ხალხს 1947 წელს მისი ცნობილი ექსპედიცის დროს. ეს ყველაფერი შესაძლებელია.



0
349
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0