x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გარდაიცვალა ცნობილი მექსიკელი მსახიობი და მოცეკვავე, ედით გონსალესი, რომელსაც სერიალებით "ველური ვარდით" და "მდიდრებიც ტირიან" იცნობენ საქართველოში

image როგორც El Universal -ი იუწყება 55 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი და არანაკლებ ცნობილი მოცეკვავეე ედით გონსალესი, რომელსაც საქართველოში სერიალებით "მდიდრებიც ტირიან" და "ველური ვარდით
" იცნობს უფროსი თაობის მაყურებელი. მსახიობს 2016 წელს საკვერცხეების სიმსივნე აღმოაჩნდა, მსახიობმა რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა და ბოლო ოპერაციიდან რამდენიმე დღეში თაყვანისმცემლებისათვის სპეციალურად გაკეთებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაავადება დამარცხებულია და მალე ჩადგება მისთვის ჩვეულ ფორმაში.
თუმცა სამწუხაროდ, რემისია მცირე ხნიანი აღმოჩნდა და მსახიობს სიმსივნემ უფრო სწრაფი ტემპით "შეუტია", მეტასტაზები ისეთი სისწრაფით გავრცელდა ორგანიზმში, რომ ჩატარებულმა ქიმიოთერაპიამ ვერანაირი სასიკეთო შედეგი ვერ გამოიღო.
მსახიობის მდგომარეობა საათობრივად უარესდებოდა და ის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პარამეტრების უზრუნველმყოფ აპარატზე შეაერთეს. მსახიობის მდომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი ოჯახის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ედითი აპარატიდან გამოერთოთ.
მსახიობი მისი კარიერული პიკის პერიოდში 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









0
219
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
219