x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა ნიგერიის პროვინციას შეადარა
imageსაქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის რადიო НВ-ის ეთერში გამოსვლის დროს უკრაინა ნიგერიის პროვინციას შეადარა.


საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ე.წ. ევროპულ უკრაინას აფრიკის მესამე სამყაროს ქვეყნებს შეადარა, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი აქამდე ამბობდა, რომ მიხეილ ზელენსკის მოსვლის შემდეგ "მოხდა ელექტორალური რევოლუცია, რის შემდეგაც იხილა სრულიად სხვა უკრაინა"


"უკრაინა გამოიყურება როგორც მესამე სამყაროს ქვეყანა, სირცხვილია"-აღნიშნა სააკაშვილმა.


"რატომ უნდა გამოიყურებოდეს ქვეყანა ისე, როგორც სუბსაჰარული აფრიკა? მაგალითად ნიგერიაში მაქვს ნანახი მსგავსი ინფრასტრუქტურა…ნიგერია უდავოდ ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში.. ნუთუ ჩვენი ოცნება იყო, რომ ლაგოსის გარეუბანს დავმსგავსებოდით?"



ამასთანავე სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ უგანდაში და ტანზანიაში უფრო უკეთესი გზებია ვიდრე უკრაინაში:


"ნამყოფი ვარ ტანზანიაში, ქვეყნის პრეზიდენტის მიწვევით...იქ უფრო უკეთესი გზებია და უკეთესი წესრიგია, ვიდრე კიევში"–დასძინა სააკაშვილმა.



შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მაისის ბოლოს დაბრუნდა, მას შემდეგ, როდესაც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ზელინსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.


0
147
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0