x
image
alex999
Mediator image
რატომ არის ომანი ყველაზე განსაკუთრებული ქვეყანა მთელ მსოფლიოში?

არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე ომანს ჩრდილო-დასავლეთით არაბთა გაერთიანებული საემიროები, ხოლო დასავლეთით საუდის არაბეთი ესაზღვრება. ქვეყანა თითქმის სრულიად ხმელეთისგან შედგება და 82% უდაბნოებს უკავია. ომანს საკმაოდ მჭირდო მეგობრული ურთიერთობა გააჩნია მეზობელ სახელმწიფოებთან.


image











ქვეყნის მოსახლეობის 75% ისლამის მიმდევარია, ხოლო დანარჩენი 25% პროცენტი - ინდუიზმის, ბუდიზმის და ქრისტიანობის. ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებულია ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. სხვა არაბული ქვეყნებისგან განსხვავებით სიმდიდრის ზღვარს არ არიან გადაცილებულნი. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ქვეყნის 82% უდაბნოებს უკავია, თუმცა ეს ტურისტების მოთხოვნებს ხელს არ უშლის. ყოველწლიურად ომანი მილიონობით უცხოელს მასპინძლობს. ქვეყანაში უამრავი კულტურაა გაერთიანებული.


ომანში ბევრი უცნაური რამ ხდება, მაგალითად, არსებობს სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილი სავაჭრო ობიექტი, რომელიც მხოლოდ ოთხშაბათს მუშაობს. სავაჭრო ცენტრში შესვლის უფლება მხოლოდ ქალებს აქვთ, სადაც მათ ერთამანეთთან ტანსაცმელების გაცვლაც შეუძლიათ.


კიდევ ერთი უცნაური ფაქტი ის არის, რომ ქვეყანაში დასვენების დღე შაბათ-კვირის ნაცვლად, პარასკევია. ისლამური რწმენიდან გამომდინარე, პარასკევი ყველაზე წმინდა დღეა და ომანელებს ამ დღეს ურჩევნიათ დასვენება.


image





ომანი ისტორიული კულტურის მატარებელი ქვეყანაა. როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, აქაც ტრადიციებს მკაცრად იცავენ. ერთ-ერთ განსაკუთრებულ ტრადიციას წარმოადგენს ომანური ყავის დალევა. საღამოს საათებში თუ ომანელს ოჯახში ესტუმრებით, აუცილებლად მოგიწევთ ომანური ყავის მირთმევა, რომელიც საშუალო ყავის ჭიქაზე უფრო პატარა ჭიქით უნდა მიირთვათ და ამ პროცესისთვის მინიმუმ 2 საათია საჭირო, რადგან ომანური ყავა ნელი ტემპით ისმევა. თუ ამ ყავაზე უარს განაცხადებთ, ეს ოჯახის შეურაცხყოფას ნიშნავს.


სამაგიეროდ, ქვეყანაში კოკა-კოლის დეფიციტია. ამ გაზიანი გამაგრილებელი სასმლის შეძენა მხოლოდ ელიტური კლასის სასტუმროებშია შესაძლებელი, რაც ამერიკელ ტურისტებს ყოველთვის უკმაყოფილოდ ტოვებს.


რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს, ამისთვის ლიცენზიის მიღებაა საჭირო, როგორც სხვა რელიგიურ ისლამურ ქვეყნებში. ლიცენზიის მიღება მხოლოდ პოლიციაშია შესაძლებელი.


ომანში ტურისტების ყურადღებას იპყრობს კარი, რომელიც თითქმის ყველა ომანელს კერძო სახლში ლამაზად გაფორმებული აქვს. ომანური სახლების კარები ხშირად ხვდება კამერების ობიექტივებში.


გარდა ამ ყველაფრისა, ომანი სხვა არაბული ქვეყნებისგან გამოირჩევა დამოუკიდებლობით. ქვეყანამ დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1744 წელს მიიღო და მას შემდეგ, ალ საადის დინასტიის წარმომადგენლები მართავენ. ომანში ხალხს ხმის მიცემის უფლება პირველად 2002 წელს მისცეს, თუმცა ომანის საზოგადოება მთავრობის ერთგულია და ქვეყნის პოლიტიკით ყოველთვის კმაყოფილები არიან.


image






ომანის პოლიცია მსოფლიოს ათეულშია შესული, როგორც ყველაზე სამართლიანი სამართალდამცველები. ომანი უდაოდ არის ახლო აღმოსავლეთის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ამის გამო ტურისტები ყოველთვის გამოთქვამენ დადებით კომპლიმენტებს. ქვეყანაში უამრავი კულტურული სანახაობაა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ჰყავს შეყვანილი.


image













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი













<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



გადარჩენილი კაცობრიობა: NORAD -ის კომპიუტერული ჩიპის ხარვეზი!


image




ტესტი - რამდენად კარგად იცით მეორე მსოფლიო ომის ისტორია?

image




ამერიკული დოლარი მეცხრე პოზიციაზეა - მსოფლიოს ყველაზე ძლიერი 10 ვალუტა!

image




5 ყველაზე საოცარი საცხოვრებელი ადგილი - ადამიანის შთაგონების ძალას საზღვარი არ გააჩნია!

image




5 ყველაზე უცნაური ქალაქი, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრობენ

image




მოხუცმა ამ მძიმე ტომარით 10 კილომეტრი გაიარა, საინტერესოა რა მოხდა მაშინ, როდესაც ამის შესახებ მილიარდერმა შეიტყო...

image




ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VIII ნაწილი)

image









0
2770
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2770
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0