x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მეშოკივით დაგდეს პარლამენტში, ბიძინას არღნის ჩიტი ხარ, მამაჩემი აღარ ახსენო და ...." – მწვავე დაპირისპირება გუბაზ სანიკიძესა და ლადო კახაძეს შორის

image


გუშინ, გადაცემა "ბარიერში" მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გუბაზ სანიკიძე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ლადო კახაძის რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "მამამისს მისი საქციელის ძალიან შერცხვებოდა", სანიკიძემ მას პირდაპირი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ შეახსენა გზა, რომლითაც ის პარლამეტში მოხვდა და მამამისის სახელის ხსენება სამუდამოდ აუკრძალა: "ლადო კახაძე არის სოლოლაკის ბაზრობაზე ნაყიდი მონა. ენა დაიმოკლე, ლადო, მოერიდე ჩემთან შეხვედრას, როცა მამაჩემს ახსენებ, დაოკდი, შენი სტატუსი არის არღნის ჩიტობა. ჩემზე რომ ლაპარაკობს მამას არცხვენსო. ლადო არა გრცხვენია? "პრესტუპნიკების" გაყვანილი დეპუტატი ხარ. არ გრცხვენია ამას რომ ლაპარაკობ? და საერთოდ ენა დაიმოკლე როცა მამაჩემს ახსენებ. რა იცი შენ მამაჩემის შესახებ? ერთადერთი ის იცი რომ მისი წიგნებიდან ციტატებს იპარავ და მერე სუფრაზე სადღეგრძელოებში ყვები. დაოკდი. შენი სტატუსი არის არღნის ჩიტობა და გააგრძელე არღნის ჩიტობა. ბიძინას არღნის ჩიტი ხარ შენ. მეორეჯერ მამაჩემი არ ახსენო და საერთოდ მოერიდე ჩემთან შეხვედრას. ეს ახლად გამოჩეკილი მამლუქი ბიძინასი ესა. უსირცხვილო შენ, როგორ არ გრცხვენია ნამუსზე და ღირსებაზე როგორ ლაპარაკობ. მეშოკივით დაგდეს პარლამენტში. მთელი ხელისუფლება დარბოდა და ძლივს გაგათრიეს იქ, " - განაცხადა გადაცემა "ბარიერში" მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გუბაზ სანიკიძემ.




0
637
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
637