x
image
ვიზა კოხაძე
იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი იტალიურმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო - რას ედავებიან იტალიური კინოს ლეგენდას?

imageიტალიის საკასაციო სასამართლომ დააკამყოფილა მოსარცელე მხარის მოთხოვნა ექვსი თვის ვადით პატიმრობის შეფარდების და გირაოს თაობაზე, რომელიც ეხება იტალიური კინოს ლეგენდას ორნელა მუტის, რომელმაც 2010 წლის 10 დეკემბერს ქალაქ პორდონონში ჩანიშნულ სპექტაკლში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მიზეზად მსახიობმა ავადმყოფობა მოიმიზეზა.ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "ANSA".წყაროს ინფორმაციით მსახიობმა ყალბი სამედიცინო სერთიფიკატი წარადგინა თეატრის ადმინისტრაციასთან, სადაც ის გაათავისუფლეს მოვალეობიდან. როგორც ირკვევა თურმე მსახიობი იმავე საღამოს სანკტ - პეტერბურგში ბავშვთა ონკოლოგიური და ოფთალმოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო მიღებაზე ვახშამს ესწრებოდა რუსეთის მაშინდელ პრემიერ - მინისტრთან ერთად ვლადიმერ პუტინთან.ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟერარდ დეპარტიე, მიკი რურკი, ვინსენტ კასელი, მონიკა ბელუჩი, შერონ სტოუნი, კურტ რასელი სა სხვები.image"ვერდის" თეატრის ადმინისტრაციამ ამის შესახებ მოგვიანებით გაიგო და მსახიობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მსახიობის განცხადებით ის ავად გახდა ლარინგოფანგითტის გამო, რის გამოც იგი ვერ იმუშავებდა, რადგან არ უნდა დამსხვრეულიყო მისი ვოკალი. მან ხაზი გაუსვა, რომ მას არ უნდა საქველმოქმედო ღონისძიებაზე საუბარი.imageიტალიურმა სასამართლომ ორნელა მუტს 2015 წლის თებერვალში პატიმრობა მიუსაჯა 8 თვის ვადით, გარდა ამისა გირაო შეეფარდა 600 ევროს ოდენობით. მოგვიანებით კი 2017 წელს შემამსუბუქებელ გადაწყვეტილებაზე იქნა განმეორებითი საჩივარი შეტანილი სასამართლოში.სასჯელის თავიდან ასაცილებლად პორდედონეს თეატრის სასარგებლოდ მსახიობს შეუძლია გადაიხადოს 30 000 ევრო შეუსრულებლობის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღურებლად.imageგასული წლის სექტემბერში მსახიობმა სურვილი გამოთქვა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე, რამდენადაც მისი დედა წარმომავლობით რუსი - ესტონელი იყო.მან გაიხსენა ინტერვიუში, რომ "ჩემი ბაბუა დედის მხრიდან სამეფო ოჯახის ექიმი იყო, ხოლო ბებია პიანისტი და ჩვენს ოჯახშიც არის მომღერალი.ამისთვის მადლობას ვუხდი რუსულ ფესვებს".შეგახსენებთ, რომ იტალიის ვარსკვლავს პოპულარობა ისეთმა ფილმებმა მოუტანა, როგორიცაა: " ჭირვეულის მორჯულება", "ყველაზე ლამაზი ცოლი" და ა.შ.




0
109
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0