x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კოლბრინის ბიბლია-3600 წლის წინანდელი მანუსკრიპტი მსოფლიოს ალტერნატიული ისტორიით
image
ქრისტიანობა პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რელიგიაა, რომელსაც 2.3 მილიარდი ადამიანი უჭერს მხარს. თუმცა, ბიბლიურ ტექსტებში აღწერილი მოვლენები ზოგჯერ ეჭვებს იწვევს. არსებობს უძველესი მანუსკრიპტი ალტერნატიულ წყაროზე, რომელსაც კოლბრინის ბიბლია ეწოდება.

კოლბრინის მანუსკრიპტი, როგორც მას უწოდებენ, დაიწერა დაახლოებით 3600 წლის წინ, ეს არის იესო ქრისტეს არსებობამდე 1500 წლით ადრე. კერძოდ, ეს არის ხელნაწერთა კრებული, რომელიც შეიცავს 11 უძველეს ტექსტს, რომელიც გლასტონბერის სააბატოში ხანძრის დროს აღმოაჩინეს.

ამ მანუსკრიპტის ირგვლივ ბევრი ლეგენდაა, ერთერთის მიხედვით ითვლება, რომ ცეცხლი სპეციალურად ინგლისის მეფის ედუარდ I- ის ბრძანებებით იყო მოწყობილი. წიგნში შედიოდა ინფორმაცია, რასაც შეიძლება შეელახა ქრისტიანობის ავტორიტეტი მთელს მსოფლიოში და ამის გამო, უნდოდათ გაენადგურებინათ ხელნაწერი.image

ასევ, ე იყო ლეგენდები დიდი წიგნის არსებობის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნიდა კათოლიკურ ბიბლიას. აქედან გამომდინარე, როდესაც წიგნები გადაარჩინეს ცეცხლიდან, მათი არსებობის შესახებ არ ლაპარაკობდნენ დიდი ხნის განმავლობაში. ამ დოკუმენტის ისტორია იწყება ძველ ეგვიპტეში და ექვსი წიგნი ეგვიპტელი მღვდლების მიერაა დაწერილი.


ფინიკელი მეზღვაურების წყალობით ხელნაწერი მოხვდა მომავალი ინგლისის ტერიტორიაზე, კელტური დრუიდების ხელში. ისინი ინახავდნენ გრაგნილებს და შემდგომ შეავსეს ისინი. შემდეგ ხელნაწერები მოხვდა გლასტონბერის სააბატოში, სადაც წმიდა გრაალი ინახებოდა. მოგვიანებით, წიგნი გამოიცა XVIII საუკუნეში კოილის წიგნის სახელით.image

უძველესი ტექსტები აღწერს ძველი აღთქმის მოვლენებს, მხოლოდ სხვადასხვა ინტერპრეტაციით. დიდი წიგნი აღწერს წყალდიდობის ამბავს, მხოლოდ ღვთაებრივი გავლენის გარეშე. კოლბრინის ბიბლიის მიხედვით წყალდიდობის მიზეზი იყო დამანგრეველი ციური სხეულის ჩამოვარდნა დედამიწაზე.

ითვლება, რომ ეგვიპტური ნაწილის ტექსტი იწერებოდა მოსვლის შემდეგ, რომელიც აღწერილია ძველ აღთქმაში. იქ ასევე წერია უძველესი ცივილიზაციის არსებობაზე ადამსა და ევას შექმნამდე. ნახსენებია ასევე, დაცემული ანგელოზები.

ხელნაწერთა მეორე ნაწილი დაწერილია კელტური დრუიდების მიერ, სადაც ისინი იზიარებენ მათემატიკასა და ასტრონომიას. ზოგიერთი მკვლევარი განიხილავს მას, როგორც პირველ ბიბლიას, რომელიც დაწერილია ღმერთის ტექსტების გარეშე.

5
296
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
296
  
2019, 26 ოქტომბერი, 12:52
https://books.google.ge/books?id=zo6cB0hdwE0C&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false
2019, 24 ოქტომბერი, 23:50
https://books.google.ge/books/about/The_Kolbrin_Bible.html?id=zo6cB0hdwE0C&printsec=frontcover&source=kp_read_button&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
2019, 15 ივნისი, 21:16
მეც დავინტერსდი და გოგლით ვერ მოვიძიე, კახაბერ
2019, 15 ივნისი, 15:53
ძალიან საინტერესოა ,არსებობს ამ წიგნის ელ ვერსია?
0 1 5