x
image
Yoona
Mediator image
რატომ ჩნდება გულძმარვა და როგორ ვებრძოლოთ მას
ფიზიოლოგიის კუთხით, საყლაპავში წვის შეგრძნება სფინქტერის ფუნქციის დარღვევით ხდება. ასე ეწოდება სარქველს, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში საკვების გადასვლას ხელს უშლის. მის მუშაობაში დარღვევას ბევრი მიზეზი იწვევს, როგორიცაა ცხიმიანი ან ცხარე საკვები, მოწევა უზმოზე, ჭამის შემდეგ დაძინება და ა.შ. როცა სფინქტერი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, კუჭის მჟავის წარმოება ხდება, მათ შორის აგრესიული ჰიდროქლორიული მჟავა.

image

გულძმარვის მიზეზები

1. ცხიმიანი, ცხარე კერძების, ალკოჰოლის, შოკოლადის, ყავის, ტკბილი გაზიანი სასმელების ჭარბი მოხმარება. ის კუჭის, ღვიძლის და პანკრეასის დატვირთვას იწვევს.



2. ჰიპერტონიის, ბრონქული ასთმის, გულის უკმარისობის, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების აქტიური ნივთიერებები სფინქტერის მუშაობაზე გავლენას ახდენს. მედიკამენტებზე ორგანიზმის რეაქციას უნდა დააკვირდეთ.


3. მოჭერილი ტანსაცმლის ტარება კუჭს აწვება, რაც სფინქტერის მუშაობის დარღვევას იწვევს.


4. ჭამის შემდეგ იმწამსვე ან უზმოზე თამბაქოს მოწევა გულძმარვას იწვევს. ასეთი ნეგატიური ფაქტორი არა მხოლოდ უსიამოვნო წვას იწვევს, არამედ შეიძლება წყლული, გასტრიტი, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ონკოლოგია გამოიწვიოს.


5. ჭარბი წონა, როგორც მოჭერილი ტანსაცმელი კუჭს აწვება და საჭმლის მომნელებელ სისტემაში მჟავას უშვებს.


6. ფიზიკური გადატვირთვა. ჭამის შემდეგ დახრები, სიმძიმეების აწევა და სხვა დატვირთვა საჭმლის მომნელებელ სისტემაში კუჭის წვენის გადასვლას იწვევს. შედეგად ადამიანს გულძმარვა აწუხებს.


7. საჭმლის მომნელებელი სისტემის და სფინქტერის ფუნქციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანმა დიაბეტმა, ანთებითმა პროცესებმა და თიაქარმა.


8. ორსულობა.მაღალი წნევის გამო ქალებს შეიძლება გულძმარვა აწუხებდეთ.

image

პროდუქტები, რომლებიც გულძმარვას იწვევენ

ამ უსიამოვნო სიმპტომს ხშირად არასწორი კვება იწვევს. სწორედ ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ რომელი პროდუქტების შემდეგ გაწუხებთ გულძმარვა.

მათ შორის შეიძლება იყოს:

პომიდვრის სოუსი და პომიდვრის პასტა;

ციტრუსის წვენი;

კოფეინი;

შოკოლადი;

ნიორი;

ხახვი;

პიტნა და პიტნის ჩაი;

ძმარი, სოუსი და მოსართავი მის საფუძველზე (მათ შორის მაიონეზი);

სანელებლები და სუნელები (შავი წიწაკა, ჩილის წიწაკა. მარილი, კარის ფხვნილი, მიხაკი, მდოგვის თესლი, მუსკატის კაკალი);

ალკოჰოლი;

გაზიანი სასმელი

ცხიმიანი და შემწვარი საკვები. ცხიმიანობის ნორმა ყველა ორგანიზმისთვის ინდივიდუალურია. ზოგიერთში მაგალითად, ავოკადო, ყველი, კაკალი, რძე გულძმარვას იწვევს.

image

გულძმარვასთან ბრძოლის მეთოდები

გულძმარვის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად:

ერთად ბევრი არ ჭამოთ

ჭარბი საკვების მიღება კუჭის დატვირთვას იწვევს. ეს სფინქტერზე ზეწოლას ახდენს და კუჭის წვენი საჭმლის მომნელებელ სისტემაში გადააქვს.


ჭამის შემდეგ არ დაიძინოთ

ვახშმის მიღებიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ დაიძინეთ. იგივე სადილის შემდეგ ძილს ეხება. მწოლიარე პოზა საჭმლის მონელებას ართულებს და გულძმარვის რისკს ზრდის.


სავსე კუჭზე ვარჯიშები არ გააკეთოთ

სხეულის მდგომარეობას, რომელიც მუცლის ღრუზე წნევას ზრდის, კუჭის წვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში გადააქვს. ფეხების აწევა, ფეხზე დგომა და იოგის პოზა „ძაღლი“ მუცლის კუნთებზე მოქმედებს და შეიძლება გულძმარვა გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ვარჯიში ჭამიდან ორ საათში დაიწყეთ.


ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ზედმეტად არ გამოიყენოთ

ბევრი მედიკამენტი გულძმარვას იწვევს ან მას ართულებს. ასპირინის ან პოპულარული ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემა გააღიზიანოს.


წონა გააკონტროლეთ

გულძმარვა ჭარბი წონის მქონე ადამიანებში ძალიან გავრცელებულია. ცხიმის დაგროვება კუჭზე დიდ ზეწოლას ახდენს.


ვიწრო ტანსაცმელს მოერიდეთ

ვიწრო ჯინსების, ქამრების მოჭერას მოერიდეთ. ასე შეიძლება გულძმარვის რისკი გაზარდოთ.


მოწევას თავი დაანებეთ

თუ მოწევის თავის დასანებებლად კარგი მიზეზი გინდათ, გულძმარვა ერთ-ერთია. მოწევა საჭმლის მომნელებელ სისტემას ადუნებს და გულძმარვის შეტევები შეიძლება გახშირდეს. პასიური მოწევა ასევე პრობლემატურია, თუ გულძმარვისკენ მიდრეკილება გაქვთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. მნიშვნელოვანია! რა არ უნდა გააკეთოთ არასდროს ჭამის შემდეგ: 10 ჩვევა, რომლებიც შიგნიდან განადგურებთ

image

2. 9 რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე კატეგორიულად არ შეიძლება

image

3. 9 პროდუქტი, რომლებიც დეპრესიას მედიკამენტებზე უკეთ უმკლავდებიან

image

4. დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი

image

5. ეს პროდუქტი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანცეროგენია, მისი მიღება შეწყვიტეთ!

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
732
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
732