x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინტერნეტთამაშის მორიგი სავარაუდო მსხვერპლი - ექიმები 14 წლის გოგონას გადარჩენისთის იბრძვიან
image

მე-5 დღეა ბავშვთა „პრივატ კლინიკაში“ მერვე კლასის მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.



როგორც ცნობილი გახდა, დედამ ქალიშვილი მომაკვდავი იპოვა. გოგონა გაურკვეველი ნივთიერებით რამდენიმე დღის წინ მოიწამლა, გული გაუჩერდა და დღემდე სიკვდილს ებრძვის. სინჯები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.


ბავშვის მშობლები ფიქრობენ, რომ ყველაფერ ამის უკან უკან სახიფათო ინტერნეტთამაში დგას.



გოგონა ბოლო პერიოდში დეპრესიული იყო, შიშებიც ჰქონდა და ამაზე მშობელთანაც საუბრობდა. დედის თქმით, ბოლო პერიოდის მანძილზე მოზარდი დამოკიდებული იყო ინტერნეტთამაშზე, რომლის სახელწოდებასაც მშობლებს არ უმხელდა.


დადგინდა კიდევ ახალი გარემოება, გამთენიისას, 06:00 საათზე 14 წლის გოგონა მეზობელმა სახლის წინ ეზოში შენიშნა, რა დროსაც ის კონკრეტულ პირს ტელეფონით ესაუბრებოდა.


გამოძიება იმ პირის ვინაობის დადგენას ცდილობს, რომელსაც გოგონა სავარაუდოდ ესაუბრა, თუმცა ტელეფონიდან გამავალი და შემავალი ყველა შეტყობინება ისეა წაშლილი, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.


იხილეთ მსგავს თემაზე:ლურჯი ვეშაპი-სახიფათო თამაში, რომელსაც მოზარდები თვითმკვლელობამდე მიჰყავს

0
214
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0