x
მეტი
  • 22.08.2019
  • სტატია:93764
  • ვიდეო:342195
  • სურათი:456004
გადარჩენილი კაცობრიობა: NORAD  -ის კომპიუტერული ჩიპის ხარვეზი!

ადამიანები ძალიან ეგოისტები და სულსწრაფები ვართ, ყოველთვის უფრო მეტი გვსურს. დროთა განმავლობაში უფრო მეტს ვიგებთ ჩვენი პლანეტის შესახებ, თუმცა სამწუხაროდ უფრო მეტადაც ვაბინძურებთ და ვანადგურებთ. ადამიანმა ბოლომდე ვერ შეიგნო, რომ არსებობს ისეთი რამ, რასაც ვერასოდეს დასძლევს. მაგალითად: ბუნებრივი კატასტროფები, მოულოდნელად გაჩენილი მომაკვდინებელი ვირუსები და ბირთვული იარაღებით დაკომპლექტებული სამყაროს მმართველი ქვეყნები. ბუნებრივ კატასტროფებს ვერაფერი შეაჩერებს, მომაკვდინებელი ვირუსიც შესაძლოა ნებისმიერ დროს გაჩნდეს დაბინძურებულ დედამიწაზე და მთლიანად გაანადგუროს კაცობრიობა, ხოლო რაც შეეხება ბირთვულ იარაღებს, ისინი ისედაც ჩვენი განადგურებისთვის დავამზადეთ... გამოდის, რომ დედამიწის განადგურებისთვის საჭიროა რამოდენიმე ძლიერი მმართველის გაბრაზება და დაიწყება ადამიანების მასობრივი განადგურება. ამიტომ ნურავის ნურაფერს დავაბრალებთ, რაც არის და რაც მოხდება ლაფერი ჩვენი ბრალია. ახლა გადავიდეთ სტატიის მთავარ თემაზე...



დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ მომენტზე, როდესაც კაცობრიობის ბედი მომენტალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა საბედნიეროდ გაგვიმართლა და ის საშინელება არ მოხდა, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო...


image









NORAD -ის კომპიუტერული ჩიპის ხარვეზი

image


1945-1990 წლებში მიმდინარე ცივი ომი, კაცობრიობის ბედზე ძლიერ ზეგავლენას ახდენდა. მთელი მსოფლიო ბირთვული ომის გზაგასაყარზე იდგა და ეს სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 1980 წლის 3 ივნისს, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ მიიღო სატელეფონო შეტყობინება, ქვეყანაზე ბირთვული თავდასხის შესახებ. 20 წუთში განხორციელდა სრული სამხედრო მობილიზაცია, საჰაერო ძალები აღჭურვილ იქნა ბირთვული იარაღებით და გამგზავრებისთვის ბრძანებას ელოდებოდნენ...


საბედნიეროდ ეს უბრალოდ ცრუ განგაში აღმოჩნდა. პენტაგონში მდებარე NORAD -ის კომპიუტერი ჩიპი გადაიწვა და ქვეყნის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველსაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ ამ უბრალო ჩიპის გამო, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი(ბირთვული ომი) დაწყებულიყო, რასაც მკვლევართა აზრით კაცობრიობის მასობრივი განადგურება მოჰყვებოდა.


როგორც ცნობილია, ამ ცრუ-განგაშის მიღების დროს, მრჩეველმა მძინარე მეუღლე არ გააღვიძა, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი მაქსიმუმ 30 წუთს თუ იცოცხლებდნენ, ამიტომ მიიღო ეს რთული გადაწყვეტილება ბჟეზინსკიმ, ხოლო ამ სიმართლის შესახებ ცოლს 5 წლის შემდეგ გამოუტყდა.


როგორც ხედავთ, მცირედი ტექნიკური ხარვეზის გამო, კაცობრიობა განადგურების წინაშე დადგა. აშშ-ს ბირთვული იარაღი რომ გამოეყენებინა, ამით დაიწყებოდა მაშტაბური ბირთვული ომი, ხოლო შედეგებზე ფიქრიც კი ამაზრზენია.


imageimageimageimageimageimageimageimage


























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


<<<<< იხილეთ ასევე >>>>>




ტესტი - რამდენად კარგად იცით მეორე მსოფლიო ომის ისტორია?

image



ამერიკული დოლარი მეცხრე პოზიციაზეა - მსოფლიოს ყველაზე ძლიერი 10 ვალუტა!

image



სოფელი, სადაც 100 წელია მზე არ ამოსულა... აი, რა მოიფიქრეს ადგილობრივებმა

image



5 ყველაზე საოცარი საცხოვრებელი ადგილი - ადამიანის შთაგონების ძალას საზღვარი არ გააჩნია!

image



15 ფოტო, რომელიც პრინცესა დიანას არაჩვეულებრივობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს!

image




0
625
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
625
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0