x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გავიგე გრუზინები პამელა ანდერსონს ითხოვენ ზღვაზე მაშველადო და ....." - ნახეთ, რა პოსტს აქვეყნებს ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია პოსტს აქვეყნებს, სადაც ის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პირველად, გოგონა მაშველების გამოჩენის თემას ეხმაურება, რომელიც საზოგადოებაში უკვე საქილიკო თემად იქცა: "გავიგე გრუზინები პამელა ანდერსონს ითხოვენ ზღვაზე მაშველადო. ნუ, ან ისეთ გოგოს, სირბილის დროს საკუთარი სილიკონის ძუძუ სახეში რომ მოხვდება. ხოდა, შვილ'ო, არ შეიძლება ამდენი პორნოს ყურება, არა! არც პამელაა ნამდვილი მაშველი - სერიალი იყო ისა!" - წერს საკუთარ გვერდზე პატარაია. შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი ინიციატივის თანახმად, 2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ქალი მაშველები იმუშავებენ.

imageimage


მათი მოვალეობა პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა იქნება.



0
485
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
485