x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გარდაიცვალა ედიტ გონსლესი-"დონა ბარბარას" და "მდიდრებიც ტირიან" ვარსკვლავი
image

54 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მექსიკელი მსახიობი და მოცეკვავე ედიტ გონსალესი.სერიალების ვარსკვლავს 2016 წელს დაუსვეს დიაგნოზი-საკვერცხეების კიბოს მეოთხე სტადია, გაუკეთდა ოპერაცია, რა დროსაც მსახიობს ამოკვეთეს საშვილოსნო, საკვერცხეები და ლიმფური კვანძები, თუმცა 2019 წლის 13 ივნისს კიბოსთან სამი წლიანი ბრძოლა მარცხით დამთავრდა.


ქართველმა მაყურებელმა ედიტ გონსალესი უპირველეს ყოვლისა გაიცნო სერიალებით "მდიდრებიც ტირიან"(მარისაბელი) და "ველური გული(ლეონელა ვილირეალი) დ რა თქმა უნდა "დონა ბარბარათი"(ბარბარა)

image


2011 წელს ედიტ გონსალესმა შეწყვიტა კონტრაქტი კომპანია ტელევიზასთან და გადავიდა მის კონკურენტ არხ- "TV Azteca"–ში. ამის შემდეგ გამოდის მათი ერთობლივი ნამუშევარი "მეწამული ცა"(ალმა) რომელმაც Azteca-ს ისტორიაში რეიტინგების მხრივ გარდატეხა მოახდინა. 2013 წელს ასევე გამოვიდა ედიტის მეორე სერიალი TV Azteca-ზე - "უკუღმართი ცხოვრება", რომელიც საკმაოდ მაღალ რეიტინგული იყო.

image

მსახიობს დარჩა ერთი გოგონა -15 წლის კონსტანზა კრელი.

0
603
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0