x
image
მაკა ნიკვაშვილი
ვარსკვლავები, რომლებმაც საკუთარი ფიზიკური ნაკლის მიუხედავად წარმატებას მიაღწიეს
image


თითოეული ადამიანი თავისებურად უნიკალურია, ჩვენ ერთმანეთს არ ვგავართ და სწორედ ამიტომ ვართ განსაკუთრებულები. ჭორფლი, ნაიარევი, თანდაყოლილი ლაქა, მაღალი ან დაბალი სიმაღლე, პატარა ან დიდი წონა - არის ის, რაც ჩვენ ერთმანეთისგან გამოგვარჩევს. სხეული - სულის ტაძარია, რომელიც მუდამ უნდა გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ. ის პირადი მიღწევებისა თუ ოცნებების ახდენის გზაზე, ჩვენთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თქვენი სხეული დაბალი თვითშეფასების მიზეზი არასდროს უნდა გახდეს. ახლა, კი გთავაზობთ, ცნობილი ადამიანების ფიზიკურ ნაკლოვანებებს, რომელთა შესახებ, აქამდე სავარაუდოდ არაფერი იცოდით.


პიტერ დინკლეიჯი


image


ცნობილი ტელესერიალის "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი - პიტერ დინკლეიჯი იშვიათი გენეტიკური დაავადებით - აქონდროპლაზიით დაიბადა, მარტივად რომ ვთქვათ, მსახიობი ჯუჯაა, რომლის სიმაღლეც 135 სმ შეადგენს. თუმცა, ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია საკუთარი ოცნება რეალობად ექცია და ცნობილი მსახიობი გამხდარიყო.


ქეით ბოსუორთი


image


მსახიობს თვალის სხვადასხვა ფერის აქვს: ერთი ცისფერი, მეორე კი - ყავისფერი. მსგავსი მოვლენა ადამიანებში არც თუ ხშირად გვხვდება. თუმცა, ქეით ბოსუორთიმ მიუხედავად ყველაფრისა, თავბრუდამხვევი კარიერის აწყობა მაინც შეძლო, ის დღესდღეობით კინოგადაღებებით აქტიურად არის დაკავებული და ასევე, რამდენიმე სამოდელო სააგენტოსთან წარმატებით თანამშრომლობს.


მეთიუ პერი


image


ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში, მსახიობმა მარცხენა ხელის ფალანგები (მოძრავად შეერთებული პატარა ძვლები, რომლებიც თითების ჩონჩხს ქმნიან) მაშინ დაკარგა, როცა შუა თითი შემთხვევით კარებში მოჰყვა. დარწმუნებული ვარ, ალბათ ბევრ თქვენგანს მსახიობის ეს სახასიათო ნიშანი შემჩნეული დიდი ხნის წინ აქვს. მილიონობით მაყურებელს მეთიუ პერი სერიალიდან "მეგობრები" შეუყვარდა, სადაც ის ერთ - ერთ მთავარ როლს ასრულებდა.


ჟამელ დებუზი



image


ჟამელმა მოზარდობის ასაკში სერიოზული ტრამვა მიიღო, როცა ის 14 წლის იყო, მას მატარებელი დაეჯახა, ფრანგული კინოს ამომავალი ვარსკვლავი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა, ხელი დაკარგა, მაგრამ ამ ინციდენტს ფრანგი მსახიობისთვის არანაირი წინაღობა არ შეუქმნია, მსოფლიო ეკრანების გარდა, მაყურებელთა გულებიც იმავე მასშტაბებით დაეპყრო. მან სწორედ კინემატოგრაფის წყალობით უდიდეს წარმატებას არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მიაღწია.


ვიქტორია ბექჰემი


image


ცნობილი დიზაინერი და მომღერალი ვიქტორია ბექჰემი დიდი ხნის განმავლობაში უპირატესობას სწორედ, მაღალ ქუსლებს ანიჭებდა. წლების განმავლობაში, არაკომფორტული კალაპოტის გამო, მან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები - ვენების ვარიკოზული გაგანიერება და კლინოდაქტილია (ერთი ან რამდენიმე თითის მდგრადი დეფორმაცია) "შეიძინა". დღესდღეობით, წარმატებული დიზაინერი უპირატესობას უფრო კომფორტულ და მოსახერხებელ ფეხსაცმელებს ანიჭებს.



ოპრა უინფრი


image


ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ფეხზე 6 თითით დაიბადა. დიდი ხნის განმავლობაში, ამას ის ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა წლებთან ერთად, როცა მისთვის დახურული ფეხსაცმლის ტარება აუტანელი გახდა, მან ზედმეტი თითის მოკვეთა გადაწყვიტა. მიუხედავად ყველაფრისა, ოპრა უინფრი ამერიკის ერთ - ერთ ყველაზე გავლენიან ქალად ითვლება.



0
2696
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
2696