x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
მინი სერიალი "ჩერნობილი" არის არასწორი და "საშიში" - რას ჰყვება UCLA-ს მთავარი ექიმი ჩერნობილზე

image

UCLA-ს მთავარი ექიმი ( University of California, Los-Angeles), რომელიც ჩერნობილის რადიაციით დაშავებულებს მკურნალობდა, აცხადებს, რომ HBO-ს გადაღებულ მინი-სერიალ „ჩერნობილში“ ავარიის და რადიაციის ჯანმრთელობაზე მოქმედება არასწორად და „საშიშადაა“ აღწერილი.
„ შეცდომა იყო, მსხვერპლი წარმოეჩინათ, როგორც მოსიარულე რადიაციად“ - წერს რობერტ გეილი კალიფორნიის უნივერსიტეტის გაზეთში „ წერილი კიბოზე“.
გეილი რადიაციით დაზარალებულთა ძვლის ტვინის გადანერგვის მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი იყო ჯერ კიდევ მაშინ, მანამ ჩერნობილის ავარია მოხდებოდა. ავარიის შემდეგ სსრკ-ს პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა დაუყოვნებლივ მიიწვია გეილი.
„ შემდეგი ორი წლის განმავლობაში დავყავი საბჭოთა კავშირში, კერძოდ ბიოფიზიკის ინსტიტუტსა და მეექვსე კლინიკურ საავადმყოფოში კოლეგებთან ერთად, სადაც 200-ზე ცოტა მეტ ადამიანს ვმკურნალობდით, რომელთაც მწვავე რადიაციული ჯანმრთელობის გაუარესება აღენიშნებოდათ“- წერს გეილი.
„ ბოლო 30 წლის განმავლობაში ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების რამდენიმე გრძელვადიან კვლევაში ვიღებდი მონაწილეობას თავიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში და ბელორუსიაში“.
გეილი, რომელიც მუშაობდა კალიფორნიის ინსტიტუტში ჩერნობილის ავარიის დროს, ამბობს, რომ მეხანძრეების მდგომარეობა, რომლებიც რადიაციის მწვავე დასხივებით დაავადდნენ, გადამდები არ იყო, როგორც ეს მინი-სერიალში აჩვენეს.
„ რადიაციული დაბინძურების უმეტესი ნაწილი ზედაპირული იყო და კონტროლს ექვემდებარებოდა ჩვეულებრივი სამედიცინო პროცედურებითაც. ეს სრულიად განსხვავდებოდა 1987 წელს გოიანაში (ბრაზილია) მომხდარ ბირთვული ავარიისგან, სადაც დაზარალებილებმა ცეზიუმ -137 შეჭამეს (ძველი ტელეთერაპიული მანქანიდან) და მათი იზოლირება მოგვიწია სხვა პერსონალისგან“.
გეილი ასევე აკრიტიკებს ბავშვის გარდაცვალების ეპიზოდს, სადაც მეხანძრის, რომელმაც ხანძრის ჩაქრობას სცადა, სასიკვდილო რაოდენობის რადიაცია კლავს შვილს და არა დედას.
„ჩერნობილი“ დამაჯერებლად აღწერს იმაზე, რომ მოვლენა ნამდვილად მოხდა, რაზეც ჩემს ბოლო აბზაცში ვწერდი და რაზეც ზოგიერთმა მკითხველმა მომწერა, რომ ეს ნამდვილად მოხდა. საიდან გაიგეს მათ ეს? რატომ იყო ეს აღწერილი წიგნში „ჩერნობილის ლოცვა“? „ის ჯანმრთელად გამოიყურებოდა“ - ამბობს წიგნის პერსონაჟი -„ მაგრამ მას ცეროზი აღმოაჩნდა. ოცდარვა რენტგენული გამოსხივებით. თანდაყოლილი გულის მანკით. ოთხი საათის მერე მითხრეს, რომ ბავშვი მკვდარი იყო“.
მკითხველისთვის ეს რამდენიმე წინადადება იმის მაუწყებელი იყო, რომ :
1. ბავშვი გარდაიცვალა;
2. გვამზე ჩატარდა აუტოპსია;
3. აუტოპსიის შედეგად გამოვლინდა რადიაციის დონის მომატება და გულის დაავადებები;
4. რადიაცია გამოიკვეთა ჩერნობილის ავარიამდე;
5. აუტოპსიის შედეგები დაფარული იყო ავტორიტეტული მეცნიერებისთვის, მაგრამ გაუზიარეს დედას.
არცერთი ჩანაწერი არ არსებობს, რომ ეს ნამდვილად მოხდა და გეილიც აცხადებს, რომ შეუძლებელი იყო მომხდარიყო ასეთი რამ.
„ საბოლოოდ, საშიში წარმოდგენა წარმოიქმნა, რომ რადგან ერთ-ერთი მსხვერპლი რადიოაქტიური იყო, მისმა ორსულმა ქალმა მუცელში მყოფი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, როცა ის პალატაში შევიდა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არცერთი მსხვერპლი არ იყო რადიოაქტიური. დასხივების მოქმედება იყო გამონაკლისის გარეშე ზედაპირული და არა შინაგანი. კიდევ უფრო მთავარი ისაა, რომ ასეთი ზემოქმედების რისკი ნაყოფზე უმცირესი იყო“.
გეილი აღნიშნავს, რომ რადიაციის მაღალი დონე დაბადებულებში მცირე რაოდენობის შემთხვევაში ვლინდება. „მაგალითად, რამდენიმე ასულ ორსულთა შემთხვევაში, რომლებმაც ატომური ბომბის შედეგები საკუთარ თავზე გამოცადეს, მხოლოდ 29 მათგანმა გააჩინა ბავშვი განვითარების დეფექტებით. ყველა მათგანის შემთხვევაში დიაგნოზი უკვე მეორე ტრიმესტრში ნათელი იყო, მაშინ როცა, უჯრედები ნერვული დაბოლოებებიდან ტვინისაკენ მიგრირებენ“.
HBO-ს „ჩერნობილში“ რადიაციით დაავადებულები გამოიყურებიან საშინლად - მონსტრებს ან ზომბებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ადამიანებს. გეილი წერს : „ ეფექტები წარმოუდგენლად ძალიან ცუდი აქვთ, ეს არასწორია“.
გეილის თქმით, ავარიის ეკრანიზაციაში მთავარ მიზეზად ან უფრო ერთადერთ ფაქტორად რადიაციული გამოსხივების დასახელება, რომელმაც 29 მეხანძრის სიცოცხლე შეიწირა, სიცრუეა. სინამდვილეში, წერს გეილი, იყო სინქრონული ტრავმები, რომლებიც ადამიანს რადიაციის მეტად „ამთვისებელს“ ხდის და შეუძლია კიდეც მოკლას ეს ადამიანი, რაც არ უნდა რადიაციისგან სრულად მოახერხოს განკურნება.
იმ პერიოდში შიშის გამო ბევრმა ორსულმა შეიწყვიტა არასასურველი ორსულობა. „ ექიმების არასწორი რეკომენდაციის გაცემის გამო, რომელიც შეეხებოდა ჩერნობილის ავარიის რადიაციით ორსულების დაინფიცირებას და მშობიარობის დეფექტებს, საერთო ჯამში საბჭოთა კავშირსა და ევროპაში მილიონობით აბორტი გაკეთდა. უცოდინრობა საშიშია“.
გეილმა იცოდა, რომ შიში და პანიკა მეტ ზიანს მოიტანდა, ვიდრე რადიაცია, ამიტომ „მოგვიანებით ჩემი ოჯახი კიევში ჩამოვიყვანე, რომ ხალხი დამერწმუნებინა, ევაკუირება საჭირო არ იყო“. ის აღნიშნავს, რომ რადიაციით დასხივებულთა უმეტესობა გადარჩა. „ ჩვენი სისტემის მაჩვენებელი 204 ადამიანზე საკმაოდ კარგი იყო. სამწუხაროდ, 29 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ შევძელით 175 ადამიანის გადარჩენა (86%). თუ მივათვლით იმ ორ ადამიანს, რომლებიც ადგილზე დაიღუპნენ, გამოვა, რომ მხოლოდ 31 გარდაცვლილი იყო“.
გეილმა მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიყენა, რომელიც საკუთარ თავზე გამოცადა. „ ერთ-ერთი საინტერესო შემოთევაზება პროფესორ დევიდ გოლდისგან იყო - ჰემატოპოეტური ფაქტორის მოლეკულური კლონირების გამოყენება. სარგრამოსტმი დატესტილი იყო ძაღლებზე და მაიმუნებზე გრანულოციტების მოსამატებლად, მაგრამ ადამიანზე ჯერ არ იყო ნაცადი. საბჭოთა კავშირში ის შვეიცარიიდან ჩერნობილის კომისიის პოლიტბიუროს ნებართვით რეგისტრირებულ ბარგში დამალული ჩამოვიტანეთ. პრობლამა ის იყო, რომ საბჭოელებს არ უნდოდათ ჩერნობილელები ყოფილიყვნენ პირველები, ვისზეც ახალ თერაპიას გამოვცდიდით. ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სარგრამოსტიმის ინექცია მე და ვარაბიოვმა ერთმანეთს გავუკეთეთ“- იხსენებს გეილი.
„ ჩვენ ცოცხლები დავრჩით და ამით თერაპიის გაგრძელების ნებართვა მოგვცეს.“
„ გაოგნებული ვარ, რომ პროდიუსერები ტექნიკურ რჩევებს არ იღებენ სამედიცინო ფიზიკოსებისგან ან რადიობიოლოგებისგან, ან სცენარის უმეტეს ნაწილს რომანის მიხედვით არ აგებენ“. თავის სტატიაში გეილი არ ეთანხმება საბჭოთა მაღალჩინოსნების პოზიციას, თითქოს მათ არ სურდათ დახმარება „გარედან“. „ მე მაშინვე მიმიწვიეს ჩავსულიყავი მოსკოვში და ამის შემდეგ მალევე ჩემი სამი კოლეგაც ჩავიდა. ჩემი ატომურ ავარიებთან დაკავშირებული გამოცდილება საკმაოდ უცხო იყო და დიდ სურვილს მიჩენდა, შეუძლებელი გამეკეთებინა დაშავებულების გადასარჩენად და პოლიტიკისთვის ყურადღება არ მიმექცია. კიდევ უფრო უცნაური ის იყო, რომ, როცა ვითხოვე საბჭოელებს მოეწვიათ ისრაელიდან მეცნიერები დასახმარებლად (იმ დროისთვის ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები არ ჰქონდათ), ისინი დამთანხმდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პირი პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა“.
მისი თქმით, ავარიის მიჩუმათება შეუძლებელი იყო, როგორც სერიალშია ნაჩვენები. „ ნებისმიერი, ვინც რეაქტორის მხარეს გაიხედებოდა, დაინახავდ ბოლს, რომელიც 4 კილომეტრის დაშორებითაც და უფრო შორსაც თვალშისაცემი იყო. წარმოდგენაც არ შემიძლია, ვინმეს როგორ უნდა ეცადა დაემალა. ეს იგივე იყო, მანჰეტენთან ახლოს ყოფილიყავი ტყუპი ცათამბჯენების დანგრევის შემდეგ და ისეთი სახე მიგეღო, თითქოს არაფერი მომხდარა. ყველა მმართველობა ცდილობს ასეთი ტიპის შემთხვევების შემდეგ შეაჩეროს ცრუ ინფორმაციების გავრცელება. მე საკმაოდ დიდ განსხვავებას ვხედავ ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი პირების პირველ რეაქციას თრი-მაილ-აილენდის ავარიას, ფუკუსიმა-დაიჩიზე მომხდარ ავარიის დროს იაპონიის ხელმძღვანელების პირველ რეაქციას და საბჭოთა ხელისუფლების ჩერნობილის ავარიის შემდეგ პირველ რეაქციას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ჩერნობილის ავარიისას მაშინვე დაიღუპა 31 ადამიანი, რაც მართლაც სამწუხაროა, მაგრამ გასაკვირად მცირეა თუ შევადარებთ სხვა ენერგიის გამომამუშავებელი ავარიების დროს დაღუპულთა რაოდენობას, მაგალითად 1942 წელს ჩინეთში ბენხიშუს შახტაში მომხდარი ავარიის დროს თითქმის 1500 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასევე ჩინეთში 1975 წელს ბანქიაოს კაშხალზე მომხდარი წყალდიდობის დროს თითქმის 250 000 ადამიანი დაიღუპა. ყოველ დღე 15 000 ადამიანი იღუპება ქვა-ნახშირის მოპოვებისას, თუმცა რეალური ციფრები გაცილებით მეტი შეიძლება იყოს. და ამ რიცხვში არ შედის პროფესიული დაავადებების შედეგები, ისეთები, მაგალითად როგორიცაა პნევმოკონიოზი (საწარმოო მტვერის შესუნთქვით გამოწვეული ფილტვების დაავადება). თითქმის მილიონი ეგვიპტელი დაბრმავდა ტრახომით ასუანის კაშხალის აშენებისას და თითქმის 400 ამერიკელი იღუპება ყოველ უქმე დღეებზე ხსოვნის დღის მემორიალის შოსეზე მოძრაობისას“.


0
239
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0