x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ამოუცნობი არსება ღამით ქუჩაში დადის - სოცქსელში უცნაური ვიდეო ვრცედება
image
სოციალური ქსელის მომხმარებელი ამერიკელი ვივიან გომესი ქუჩაში სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელმაც საზოგადოება ძალიან ჩააფიქრა.


კადრებზე უცნაური არსებაა გამოსახული, რომელიც ღამით ქუჩაში დასეირნობს.


კადრებში ნათლად ჩანს, რომ ჯერ ჩნდება ჩრდილი, შემდეგ კი სახლის მიმდებარედ გამოდის პატარა და გამხდარი ფიგურა, რომელიც უცნაურად მოძრაობს.


ვივიენი შეშინებული წერს, რომ ეს არსება მხოლოდ ერთმა კამერამ დააფიქსირა.



მისი თქმით, დილით გაიღვიძა და კამერაში აღმოაჩინა, რომ ეს არსება მისი სახლის წინ, ღამით სეირნობდა, "ჯერ ჩრდილი დადიოდა და შემდეგ ეს არსება".


ვივიენი კითხულობს, ვინმე სხვისმა კამერამაც ხომ არ დააფიქსირა აღნიშნული არსება და საერთოდ, ვერ გაერკვია რა არსებაა ის.


ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


მას უკვე 14 მილიონამდე ნახვა აქვს.


აღნიშნული ვიდეო ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. ვიდეოს სხვადასხვა სახალისო მინაწერებით აშეარებენ ქართველი მომხმარებლები და ამოუცნობ არსებას სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურას უკავშირებენ.


იხილეთ ვიდეო:





0
445
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0