x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რატომ სცემდა პატივს უბრალო ხალხი კანონიერ ქურდს, ზურა ცინცაძეს და რატომ ეძახდნენ მას ქურდული სამყაროს "რობინ ჰუდს"?
image
ზურაბ ცინცაძეს ზედმეტსახელად ეძახდნენ "რობინ ჰუდს". მან ეს მეტსახელი მიიღო იმის გამო, რომ მიუხედავად მისი კრიმინალური ცხოვრებისა, ეხმარებოდა პატიოსან ადამიანებს.

ზურაბ ცინცაძე პირველად გისოსებს მიღმა მოხვდა ახალგაზრდობაში. ის ჯიბის ქურდობისთვის დააკავეს. 1960 წელს მას ხუთი წელი მიუსაჯეს. მაგრამ მან მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა ზონაში. ნათესავებმა შეძლეს გამოძიებასთან მოლაპარაკება და დიდი ქრთამის სანაცვლოდ გამოიყვანეს. თავისუფლებაზე დიდხანს არ მოუწია ყოფნამ, რამდენიმე თვეში ის ქურდობისა და ხულიგნობისთვის დაიჭირეს.

მეორე ვადით გაცილებით მეტი მიუსაჯეს, 10 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ზონაში იგი მფარველობდა მსჯავრდებულებს. მისი ავტორიტეტი სწრაფად გაიზარდა. პატიმრობის პირველ წელს მან მიიღო კანონიერი ქურდის სტატუსი.

ზურაბ ისმაილოვიჩ ცინცაძე ეკუთვნოდა ძველი თაობის კრიმინალურ ავტორიტეტებს. მან გაიარა კლასიკური ქურდული კანონის გზა: ის არ მსახურობდა არმიაში, არასდროს უმუშავია სადმე, ჰქონდა 10 ნასამართლეობა და ციხეში გაატარა 30 წელზე მეტი. იგი ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე გავლენიან ქართველ ქურდად ითვლებოდა. ის იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქართველი ქურდთაგანი, რომელმაც თითქმის მთელი თავისი სიცოცხლე მავთულხლართების მიღმა გაატარა. თუმცა, კრიმინალურ სამყაროში მას აღიარება ორგანიზატორულმა უნარმა, სამართლიანობამ და ჭკუამ მოუტანა.


თავისუფლებაზე ყოფნისას ზურაბი ეხმარებოდა ჩვეულებრივ ადამიანებს: ზოგს ფულით, ზოგს რჩევით. ის მონაწილეობდა ქუდრულ შეკრებებში, არეგულირებდა ჩხუბებს ქურდებს და მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

ბათუმის მკვიდრთათვის ზური ცინცაძე იყო მფარველი და სიკეთის მკეთებელი. ზოგიერთ კანონიერი ქურდს არ მოსწონდა ზურა. შურდათ მის ცნობადობის გამო. საბოლოო ჯამში, მათ მაინც აღიარეს ცინცაძის ავტორიტეტი და ბათუმში ზურა ცინცაძე გახდა ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი.აჭარის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ცინცაძის გიოსებს მიღმა ჩასმას. იმისათვის, რომ არ მოხვედრილიყო ციხეში, ზურას მოუწია მოსკოვში გამგზავრება.

2000-იან წლებში ცნობილი ქურდს საკუთარმა მეგობრებმა უღალატეს. ზურას 6 წელი მიუსაჯეს. მას სასჯელი უნდა მოეხადა ეგრეთ წოდებულ "თეთრ გედში" ( განსაკუთრებული რეჟიმის ციხე, სადაც სასჯელს იხდინენ მკვლელები, მანიაკები, ტერორისტები და ა.შ.) თუმცა, ზურაბმა სასჯელის მოხდამდე ვერ იცოცხლა.მის დაკრძალვას ესწრებოდნენ აჭარის მოსახლეობის ნახევარი და მთელი ქვეყნის ქურდული სამყაროს წევრები.


0
1398
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0