x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91334
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453305
ნახეთ, როგორ გამოიყურებიან 29 წლის ასაკში იშვიათი ტიპის სიამის ტყუპები

image


შორეულ 90-იანებში, ამერიკაში იშვიათი ტიპის სიამის ტყუპი- გოგონები დაიბადნენ. მათ ეიბიგელი და ბრიტანი დაარქვეს. გოგონების უნიკალურობა იმაში მდგომარებს, რომ მათ ერთ სხეულზე ორი თავი აქვთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებიდან, როგორიცაა გული, ფილტვები, ზურგის ტვინი და კუჭი თითოეულ გოგონას თავისი აქვს, რაც შეეხება წელის ქვემოთ ორგანოს, ის მხოლოდ ერთ გოგონას გააჩნია.


imageimage


თითოეული მათგანი ხელისა და ფეხის მხოლოდ ერთ ნაწილს აკონტროლებს. ამიტომ, ისინი ყოველთვის შეთანხმებულად მოძრაობენ. მიუხედავად ამისა, გოგონებმა როგორც ველოსიპედის ტარება, ასევე ცურვა საკმაოდ მოკლე დროში აითვისეს. უცნაურია, როგორ ახერხებენ გოგონები ამ ყველაფრის ერთმანეთთან კომბინირებას, მათ ხომ განსხვავებული ხასიათი და აზროვნება გააჩნიათ. მაგალითად, ეიბიგენი უფრო ჰუმანიტარია, ხოლო ბრიტანი კი ზუსტი მეცნიერებისკენ იხრება. ისინი ხასიათის თვისებებითაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.


imageimageimage


გოგონებს, რომლებსაც უკვე 29 წელი შეუსრულდათ, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ეიბიგელი და ბრიტანი დაწყებით სკოლაში ასწავლიან და ავტომანქანასაც, ახლა უკვე საკუთარი ძალებით მართავენ. საგულისხმოა, რომ მართვის მოწმობა და დიპლომი ორივეს სხვადასხვა აქვს, ხოლო ანაზღაურებას და თვითმფრინავის ბილეთს ერთი ადამიანზე იღებენ.


imageimageimage


ექიმები დების ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ ღელავენ, ვინაიდან ვერც ერთმა სიამის ტყუპმა ამ ასაკამდე ვერ მიღწია. თუმცა, მედიკოსები მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და დარწმუნებულები არიან, რომ გოგონები მომავალშიც, საკუთარი მიღწევებით, გარშემომყოფებს კიდევ არაერთხელ გაახარებენ.




0
451
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
451