x
მეტი
  • 26.06.2019
  • სტატია:91575
  • ვიდეო:341035
  • სურათი:453573
სახლის იდეალური შესქელებული რძე მხოლოდ 10 წუთში

უკვე თავად „შესქელებული რძე“ ტკბილად ჟღერს! ბევრს შესქელებულ რძეზე ბავშვობა ახსენდება, როცა ბევრი საკონდიტრო ნაწარმის არჩევანი არ იყო და ის ნამდვილ ტკბილეულობად ითვლებოდა. ამასთან, მასში არ არის საფუარი, ფქვილი, საკვები დანამატი, სამაგიეროდ, ბევრი კალციუმია, რომელსაც რძე შეიცავს.

image

თუ მაღაზიაში ნაყიდ შესქელებულ რძეს არ ენდობით, ეს რეცეპტი თქვენთვისაა. 1 მოხარშული შესქელებული რძე შესანიშნავი იდეაა ტორტების, ნამცხვრების და დესერტების მოსამზადებლად.


ინგრედიენტები:

1 ჭიქა რძე

1 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა მშრალი რძე

50 გრ კარაქი

1 ს/კ წყალი


image

მომზადება:

1. ქვაბში შაქარი ჩაყარეთ და წყალი დაუმატეთ. გაზზე დადგით, აურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება და კარამელი არ გახდება.


2. კარამელს კარაქი დაუმატეთ და კარაქის გადნობამდე გაზზე დადგმული გქონდეთ.


3. იმ დროისთვის რძე გააცხელეთ და კარამელს დაუმატეთ, მუდმივად აურიეთ. არ შეგეშინდეთ, თუ ამ ეტაპზე ბორცვები შეიქმნება. კარამელი რძეში რამდენიმე წუთში გაიხსნება.


4. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, მშრალი რძე დაუმატეთ და ყველაფერი აურიეთ, გაზზე კიდევ 3 წუთით გააჩერეთ.


5. თუ კიდევ ბორცვები დარჩა, საწურში გაწურეთ. შესქელებული რძე ქილაში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ

image

2. მარწყვის ჯემის 5 უჩვეულო რეცეპტი. 10 ასეთი ქილა და შეგიძლიათ ზამთრისთვის მზად იყოთ

image

3. სახლში მომზადებული შოკოლადი მხოლოდ 10 წუთში - მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით

image

4. აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ

image

5. დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე - თუნდაც ყოველდღე მიირთვით

image


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
151
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
151