x
image
_K_
რას ამბობს ცუდი სუნი პირის ღრუში თქვენს ჯანმრთელობაზე
imageცუდი სუნი პირის ღრუში შესაძლოა მიანიშნებდეს უმნიშვნელო რამეზე ან სერიოზულ დაავადებაზე. იქნება ეს მწარე, მოტკბო თუ მჟავე გემო, მის უკან უამრავი მიზეზი შეიძლება იმალებოდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, გადახედოთ, რა მიირთვით უკანასკნელი დღეების განმავლობაში, დააკვირდეთ, თავს როგორ გრძნობთ, ზოგჯერ კი ისიც საჭიროა, რომ თქვენი ოჯახის სამედიცინო ისტორიას გაეცნოთ.


სტატიაში გაგაცნობთ 9 მიზეზს, რაზეც შეიძლება მიუთითებდეს ცუდი სუნი პირის ღრუში.








1. შეიძლება გქონდეთ ორალური ინფექცია.

ამ ინფექციას ორალურ სტომატიტსაც ეძახიან. მის გამო ენაზე და ხახაზე თეთრი ლაქები ჩნდება. ინფექციას იწვევს ბაქტერია, სახელად Candida Albicans, რომელიც, ჩვეულებრივ, პირის ღრუში ცხოვრობს და იმუნური სისტემა აკონტროლებს. თუმცა, თუ იმუნური სისტემა შესამჩნევად დასუსტდა, შესაძლებელია, ბაქტერიამ ინფექცია გამოიწვიოს. თეთრი ლაქების გარდა, დაავადებას პირის ღრუში ცუდი სუნიც ახასიათებს.

image








2. შეიძლება, ორსულად იყოთ.


გულის რევისა და დაღლილობის გარდა, ორსული ქალების დიდი ნაწილი პირში მეტალის გემოს ქონას უჩივის. ეს სხეულში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო ხდება. მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ ყნოსვისა და გემოს შეგრძნებაზე, შეგაძულოთ პარფიუმი, რომელიც ერთ დროს გიყვარდათ და ა.შ. თუმცა, ნუ ინერვიულებთ, ეს დიდ ხანს არ გრძელდება.

image








3. შეიძლება, მეტი თუთია გჭირდებათ.

თუ საკმარისი რაოდენობის თუთიას არ მიიღებთ, შესაძლოა, პირში უცნაური გემო გქონდეთ. მეცნიერები ჯერ კიდევ მსჯელობენ, რატომ ხდება ასე. მათი აზრით, თუთია ორგანიზმში ზრდის გასტინის დონეს. ეს არის პროტეინის ტიპი, რომელიც გემოს შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი.

image








4. ეს შეიძლება გრიპის ან რეგულარული გაციების ბრალი იყოს.

თუ გრიპთან და გაციებასთან ერთად პირში ცუდი სუნიც გაქვთ, ნუ იღელვებთ, ეს ნორმალურია. მეცნიერების თქმით, გრიპიც და გაციებაც ჩვეულებრივი ინფექციაა, რასაც იმუნური სისტემა პროტეინების გამოყენებით ებრძვის. ამ პროცესის დროს შესაძლოა მოტკბო-მომწარო გემო იგრძნოთ პირში. თუ ინფექცია ცხვირში ან ყელში მოხვდა, გრიპის გამომწვევი ბაქტერიის გამო შესაძლოა კიდევ უფრო უცნაური გემოც გქონდეთ პირის ღრუში.

image








5. შეიძლება, დიაბეტი გქონდეთ.

თუ სხეულს შაქრის დონის დარეგულირება უჭირს, შესაძლოა პირში უცნაურ მოტკბო გემოს გრძნობდეთ. კვლევის მიხედვით, ეს დიაბეტის მანიშნებელია. კიდევ ერთი მიზეზის მიხედვით, დიაბეტმა შესაძლოა ორგანიზმში თუთიის რაოდენობა შეამციროს, რის გამოც პირში ტკბილ-მწარე გემო გქონდეთ.

image








6. შეიძლება ეს მიწისთხილის ბრალი იყოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიირთვით.

მეცნიერები ჯერ კიდევ მსჯელობენ, რა იწვევს "მიწისთხილის სინდრომს", რის გამოც მიწისთხილის ჭამიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება ადამიანს პირში მომწარო გემო გაუჩნდეს. შესაძლოა, ეს ორიოდე დღიდან ორიოდე კვირამდე გაგრძელდეს. საინტერესო ისაა, რომ ყოველი კერძის ჭამასთან ერთად მომწარო გემო პირში უფრო და უფრო ძლიერდება.

image








7. შეიძლება, დიდი სტრესი გქონდეთ.

შფოთვამ შესაძლოა გამოიწვიოს ქსეროსტომია, რაც პირის გამოშრობას ნიშნავს ნერწყვის არასაკმარისი რაოდენობის გამო. ნერწყვი ჩვენს ორგანიზმში უდიდეს როლს თამაშობს, დაწყებული საჭმლის მონელების პროცესიდან დამთავრებული მავნე ბაქტერიებთან ბრძოლით. ასე რომ, თუ საკმარისი რაოდენობის ნერწყვი არ გამოგეყოფათ, სავარაუდოდ, პირში ცუდ გემოს იგრძნობთ. როცა ნერვიულობთ, წუხხართ, ან შფოთავთ, სწორედ ესაა პირის ღრუში ცუდი სუნის გაჩენის მიზეზი.

image








8. შეიძლება, ეს წამლების ბრალი იყოს.

წამლების მიღების დროს, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ პირში მომწარო, მარილიანი ან მეტალის გემო გრჩებათ. თუმცა, კვლევის მიხედვით, ეს ანტიბიოტიკების, ანთების, ალერგიისა და ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო წამლების გვერდითი მოვლენებია. საბედნიეროდ, როცა წამლის მიღებას დაამთავრებთ, პირში ცუდი გემოც გაქრება.

image








9. შეიძლება, თქვენს პირის ღრუს ჰიგიენას გაუმჯობესება სჭირდება.

თქვენი პირის ღრუ როგორც კარგი, ასევე ცუდი ბაქტერიების სახლია. თუ პირის ღრუს ჰიგიენას ყოველდღე არ დაიცავთ, არ გაიხეხავთ კბილებს და არ გაიწმენდთ ძაფით, ამით მავნე ბაქტერიების გამრავლებას უწყობთ ხელს, რაც შემდეგ პირში ცუდ სუნს განაპირობებს. სუნის გარდა, შესაძლოა პრობლემებიც შეგექმნათ კბილებზე თუ ღრძილებზე.

image


გირჩევთ, ყოველ 6 თვეში ერთხელ მაინც მიხვიდეთ სტომატოლოგთან და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს. ასე პირის ღრუსთან დაკავშირებულ პრობლემებს მინიმუმამდე შეამცირებთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. რას ამბობს ზედმეტი თმა ქალის ჯანმრთელობაზე

image


2. რა მოხდება, თუ ნიორს ყოველდღე შეჭამთ

image


3. როგორ იცვლება ადამიანის სხეული, როცა მოწევას თავს ანებებს

image

0
1458
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0