x
image
ელენე გუმა
სელფის დროს გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი ერთი ქვეყნიდანაა - გაინტერესებთ, რომელია ეს ქვეყანა?
თითქმის ყველა ადამიანი დღეში ერთ სელფს მაინც იღებს. ბევრი ალბათ გულში ფიქრობს, რომ ეს საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანის თვისებაა, თუმცა ცოტას თუ უფიქრია, რამდენად საშიში შეიძლება იყოს სელფის გადაღება სიცოცხლისთვის.


image

როგორც კვლევებით დაადგინეს, 18 თვეში, 2014 წლის მარტიდან 2016 წლის სექტემბრამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით სელფის გადაღების დროს 127 ადამიანი გარდაიცვალა.

ალბათ ფიქრობთ, რომ ეს არც ისე დიდი ციფრია, მაგრამ არის რაღაც ტრაგიკული ამ ყველაფერში, რამდენიმე წარმატებული სელფი საკუთარი სიკვდილისა.



როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე ქვეყანა, სხვებთან შედარებით უფრო საშიშია ამ კუთხით.

image

როგორც გამოკითხვებით და გამოკვლევევბით დადგინდა, ინდოეთმა სელფის დროს გარდაცვლილთა რაოდენობის როკორდული ციფრი აჩვენა, გარდაცვლილთა 60 % -ი სწორედ ინდოელებზე მოდის, ანუ 127 ტრაგიკული შემთხვევიდან, 76 შემთხვევა ინდეოთში მოხდა.


როგორც აღმოჩნდა, ყველაზე საშიში სელფის მოყვარულებისთვის ქალაქი მუმბაია.

მაგალითად, 2017 წლის ივნისში 17 წლის სტუდენტი გოგონა ცდილობდა შტორმის ფონზე სელფის გადაღებას, ის ისე გაერთო კარგი რაკურსის ძებნით, რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ ჩაითრია უზარმაზარმა ტალღამ.


image

მსგავსი ბედი ეწიათ 18 წლის ტარანუმს და 21 წლის მინაშკას, რომლებიც მუმბაის სანაპიროს ფონზე სელფის გადაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც წყალში გადაცვივდნენ და დიდმა ტალღებმა შეითრიეს.


ქალაქის პოლიცია ისეა შეაწუხა სიკვდილიანობის მატებამ, რომ გარკვეულ ადგილებში მიახლოებაც კი აკრძალეს, რათა ტურისტებმა გაუფრთხილებელი სელფით საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდონ.


ისინი მორიგეობენ მუმბაის სანაპიროზე და ქარიან და წვიმიან ამინდში ტურისტებს ნაპირთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.


ახლა კი ჩამოგითვლით 9 ქვეყანას, სადაც სტატისტიკურად სელფის დროს გარდაცვლილთა შესახებ ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა.


ინდოეთი - 76

პაკისტანი - 9

ამერიკა - 8

რუსეთი - 6

ფილიპინები - 4

ჩინეთი -4

ესპანეთი - 3

ინდონეზია - 2

პორტუგალია - 2

პერუ - 2

0
3005
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
3005
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0