x
მეტი
  • 26.06.2019
  • სტატია:91575
  • ვიდეო:341035
  • სურათი:453574
10 საინტერესო ფაქტი ძუძუმწოვრების შესახებ

image ძუძუმწოვრები ყველაზე მაღალგანვითარებული ცხოველები არიან. მათ გააჩნიათ ერთმანეთისგან განსხვავებული ფერი, ზომა, ფორმა და ა.შ. ამ სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ მთლიანი ძუძუმწოვართა კლასის დამახასიათებელი ნიშნები და ფაქტები. ასევე ჩვეულებრივ ძუძუმწოვრებზე ფაქტებიც, რითაც ისინი სხვა ძუძუმწოვრებისგან გამოირჩევიან.

image

1. ჰიპოპოტამს შეუძლია თავისი პირი ერთი მეტრის სიგრძეზე გახსნას.

image

2. ცხოველთა შორის ბეწვი მხოლოდ ძუძუმწოვართა ნაწილს აქვს.

image

3. ვირჯინიის შტატის ოპოსუმს ერთ მშობიარობაზე 21 ნაშიერის გაჩენა შეუძლია. ის ძუძუმწოვართა კლასში ყველაზე ნაყოფიერი ცხოველია.

image

4. დელფინებს შეუძლიათ ძილი, როდესაც ერთი თვალი გახელილი აქვთ.

5. ხმელეთის ძუძუმწოვარი შავი პიგა პიგმეი ყველაზე პატარა ძუძუმწოვარია. იგი ბინადრობს აფრიკაში და არაბეთში და მისი სიგრძე 45 მილიმეტრია.

image

6. ავაზა ხმელეთის უსწრაფესი ცხოველია, თუმცა მისი ნადირობა ნახევარჯერ წარუმატებლად მთავრდება. ყველაზე იღბლიანი მონადირე აფთრისებრი ძაღლია: მისი ყოველი ათი ნადირობიდან შვიდი წარმატებით მთავრდება. მისი საშუალო სიჩქარე 50კმ/სთ-ია.

image7. ძუძუმწოვართა კლასის არც ერთ წარმომადგენელს არ შეუძლია წყალქვეშა სუნთქვა. სელაპს, ვეშაპს და დელფინსაც კი. წყლის ზედაპირზე ყოფნისას, ისინი ჰაერის დიდ მარაგს იღებენ და სუნთქვას იკავებენ. შემდგომ კი წყლის ზედაპირზე ისევ ამოდიან ჰაერის მარაგის ასავსებად.

image8. ყველა პატარა ხორცისმჭამელი ძუძუმწოვარი სინდიოფალაა, ის პურის ორი ნაჭრისოდენას იწონის.

image9.ღამურები ძუძუმწოვართა კლასის ერთადერთი წარმომადგენლები არიან, რომლებიც დაფრინავენ.

10. ყველაზე პატარა მფრინავი ძუძუმწოვარი ნალცხვირა ღამურაა. იგი ბინადრობს ტაილანდში და მისი სიგრძე 30 მილიმეტრია.

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ცოტ777ნე
ცოტ777ნე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0