x
მეტი
  • 15.10.2019
  • სტატია:95674
  • ვიდეო:343110
  • სურათი:457610
ვის აწყობდა ედუარდ შევარდნაძის ლიკვიდაცია , ვის ადებს თავად ხელს

მაინც რა მოხდა?

როგორც გამოძიებამ დაადასტურა, შეთქმულებაში მონაწილეობდნენ პირები ხელისუფლების მაღალი ეშელონიდან. მასალების მიხედვით, ტერაქტზე უსიტყვო თანხმობა მისცა ჯაბა იოსელიანმა, კაცმა რომელმაც ყველაფერი გააკეთა საქართველოში ჩემი ჩამოსვლისთვის და თავგანწირვით იბრძოდა აფხაზეთში.

image


მაგრამ, ვერ შეეგუა პარლამენტის არჩევის შემდეგ სახელმწიფო აპარატში თავისი უფლებების კანონიერ შეზღუდვას. გაუტკბა, რომ რასაც იტყოდა უსიტყვოდ ასრულებდნენ. ძალაუფლების ბანგით მოიწამლა და იფიქრა, რომ სახელმწიფო თვითონ იყო. მე მას რა თქმა უნდა ხელს ვუშლიდი.

ძნელია ძალაუფლებით თრობას გაუძლო, ეს ბევრს ემართება და როგორც წესი ცუდად მთავრდება.

როდესაც საქართველოში ჩამოხვედი, ვიცოდი, რომ თუ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება გვსურდა, თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი ან უნდა ჩამომეშორებინა სახელმწიფოს ან კანონით უნდა შემეზღუდა მათი ანარქიული აზროვნება.

მე და ჯაბას განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნა მაინც შეუძლებელი იყო. ამიტომაც, უხმოდ თავის დაკვრით დაეთანხმა ჩემი ლიკვიდაციის გეგმას.

ორიოდე წლით ადრე, ჯაბასთან მწვავე უთანხმოების გამო გადადგომაც კი ვცადე, მაგრამ ქუჩაში შეკრებილი ხალხის თხოვნით დავრჩი. სხვაგვარად თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის ხელში, ყველასგან იზოლირებული და ზურგშექცეული ქვეყანა ძალადობის ქაოსში დაინთქმებოდა.

image

შეიქმნა ტერაქტის გამოსაძიებელი კომისია. უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძის ხელმძღვანელობით. თითქოს რაღაც ჯგუფს მიაგნეს კიდეც, მაგრამ მალე გიორგაძის ავღანეთში ნაბრძოლი და რუსეთის ნდობით აღჭურვილი პირის გადაყენება მომიხდა. თავად ის იმხილებოდა ტერაქტის ხელშეწყობაში, შემდეგ ძიებას დაემალა ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავით გააპარეს.

/სტატია დაწერილია ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით /

ძველი ნივთების საცავი ქართველ მეფეთა კარზე იყო, არქეოლოგიის კვალდაკვალ

image


ღირს თუ არა შენთვის სასმელთან გაკარება, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი

image


სიცილიის განგსტერული ისტორიები 1, “ მაფია"

image

3
1026
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
1026
  
13 ივნისი, 11:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

13 ივნისი, 10:11
შევარდნაძე ჩამოსვლისთანავე, რომ მოეკლათ და ჩამოლაბორანტებული ყოფილი "კანონიერი ქურდი" იოსელიანი და კიტოვანი ზედ მიეყოლებინათ, აფხაზეთსაც არ დავკარგავდით და სამოქალაქო ომიც არ გაჩაღდებოდა.
ჩაამთავრებდა გამსახურდია პრეზიდენტობის პერიოდს და მშვიდად არჩევნების გზით მოვიდოდა ის ვისაც ხალხი აირჩევდა.
მოსკოვიდან იგეგმებოდა სხელმწიფო გადატრიალება, ქართული "წითელი ინტელიგენციის" მიერ იდეოლოგიურად ნიადაგის მომზადებით.
ხომ გამოჩნდა, ვინ იყო ვალერი კვარაცხელია, რეზო ამაშუკელი, ძმები შენგელაიები, სამხედრო გადატრიალებისას ავტომატით მორბენალი კოტე გაბაშვილი და გოგა ხაინდრავა.
რუსული ფულით, რუსული გეგმით, რუსული იარაღით და რუსი სამხედროების ჩარევით იქნა დამხობილი არა მხოლოდ გამსახურდიას ხელისუფლება, არამედ საქართველოს მომავალი.
0 1 3