x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
ძველი ნივთების საცავი ქართველ მეფეთა კარზე იყო - არქეოლოგიის კვალდაკვალ

პირველი არქეოლოგიური გათხრა, ჩატარდა 1852 წელს. ნაქალაქარ უფლისციხეში.


image

აქ გათხრებს აწარმოებდა არქეოლოგი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი. ( 1815 - 1878 წწ.) სამწუხაროდ მასზე ძალიან მცირე ინფორმაციაა შემონახული.

საქართველოს არქეოლოგიის ნაკვალევზე

თანამედროვე არქეოლოგია, საისტორიო მეცნიერებაა. ნიადაგში არქეოლოგიის კვლევის საგანია “ კულტურული ფენა. "

საქართველოში ძველი ნივთების კოლექციონერობას დიდი ხნის ისტორია აქვს. შუა საუკუნეებში ძველი ნივთების საცავი ქართველ მეფეთა კარზე იყო. სულხან საბა ორბელიანი რომის მუზეუმის დათვალიერებისას იხსენებს, რომ ამგვარი ნივთების საცავი მას უნახავს მეფე ვახტანგ VI ის კარზე. საცავ სალაროს თბილისში, სადაც სამეფო ხაზინასთან ერთად ინახებოდა მიწაში ნაპოვნი მიწებიც, კერძოდ, ძველი მონეტები და იარაღ- საჭურველი. მოიხსენიებს თეიმურაზ ბაგრატიონიც. იქვე დასძენს, რომ სამწუხაროდ 1795 წელს სპარსელების მიერ საქართველოს დედაქალაქ თბილისის აოხრებისას მეფის სასახლე და მასთან ერთად ეს საცავიც დაურბევიათ და გაუძარცვავთ.

image


XIX საუკუნემდე საქართველოში სიძველეთა შესწავლას ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა. შემორჩენილია კანტი კუნტად ცნობები ზოგიერთი ცნობების შესახებ.

ასევე ამ დროისთვის სიძველეთა შესწავლა სისტემატიურ ხასიათს იღებს. ყურადღება იქნა გამახვილებული ყორღანების ტიპის სამარხების გამოვლენა - აღნუსხვა.

1832 წლის ეროვნულ- განმანათავისუფლებელ გამოსვლას მოყოლილი რეპრესიების შედეგად ჩამკვდარი კულტურული ცხოვრება ოდნავ გამოცოცხლდა. დაარსდა სამეცნიერო საზოგადოებები, გაიხსნა მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გაიხსნა სტამბა.

image

გამოქვეყნებულ წერილებში ფართოდ განიხილებოდა არქეოლოგია და მისი შესწავლები. იმ დროისთვის არქეოლოგია, როგორც მეცნიერება არ განიხილებოდა, როგორც დღეს აქვს მინიჭებული მნიშვნელობა.

image


1850 წელს ჩამოყალიბდა საზოგადოება და მოქმედება დაიწყო, რომელსაც უნდა შეექმნა მუზეუმი და არქივი. მისი აქტიური წევრები იყვნენ : რ. ერისთავი, პ. იოსელიანი, დ. ყიფიანი, გ. ორბელიანი, გ. ერისთავი, ა. ბერჭე, მ. ჭილაშვილი და სხვ.


0
219
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0