x
image
მაია 24
ავტო-ტესტი - გაიგე მძღოლის ხასიათი საჭის მართვის მანერის მიხედვით
image

საჭის მართვის ყველას თავისებური სტილი აქვს, რაც მძღოლის ხასიათზე ბევრს ამბობს. იმის მიხედვით, თუ როგორ აქვს განლაგებული საჭეზე ხელები, შეგიძლიათ ბევრი რამე გაიგოთ ადამიანის ფსიქოტიპზე. თქვენ როგორ დაგყავთ?


image


1. ეს დისციპლინის მოყვარული, ცივსისხლიანი და საკუთარ თავში დაჯერებული ადამიანების მართვის მანერაა. იგი ბევრს არ ლაპარაკობს და გზაშიც თავისთვის არის, წყნარად, ჩაფიქრებული. აუცილებლად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე, თანაც უსაფრთხოდ, მაგრამ თავის გართობა გზაში თავად მოგიწევთ.



2. ეს მერყევი ადამიანების ხელებია, სულ საფრთხეებზე ფიქრობს. ცოტა ნერვიულია, ჰგონია სულ ავარიის საშიშროება არსებობს. მას რომ ჰკითხოთ, ყველა მძღოლი პოტენციური მკვლელია. როგორც წესი, ტანი წინ აქვთ ხოლმე გადმოხრილი და ცოტა ქაოტური მანევრებით გამოირჩევიან გზაზე. მას სჯობს ნაკლები ელაპარაკოთ და ნაკლები რჩევები მისცეთ, თორემ ყურადღება ადვილად დაეფანტება და შეიძლება კარგად არ დამთავრდეს მოგზაურობა, კი არადა, შეიძლება საერთოდ დამთავრდეს...


3. მძღოლმა იცის, რაც სურს. მხიარული და ცნობისმოყვარეა. მსუბუქად დაჰყავს, კონტაქტშიც შემოდის, გელაპარაკებათ, ერთობა კიდეც და მაინც არ ეფანტება ყურადღება - რაც ხდება გზაზე, არ ეპარება. გზასაც მხიარულად, შეუმჩნევლად და უსაფრთხოდ გაივლით.


4. ხელების მსგავსი განლაგება თვითნებობის, თავქარიანობისა და რისკიანობის ნიშანია. ასეთებს სისწრაფე უყვართ და უკომენტაროდ არ ტოვებენ იმ მძღოლებს, რომლებიც "მიღოღავენ" და "ხელს უშლიან" გადაადგილებაში. ისინი რატომღაც ფიქრობენ, რომ ყველამ გზა უნდა დაუთმოს, ხშირად სიგნალებითა და ფარების ანთებით ითხოვენ გატარებას, გამუდმებით გასწრებაზე გადიან და ხშირად "ლიხაჩობენ" ხოლმე. მისთვის ჭკუის დარიგებას არ გირჩევთ. სჯობს, გზიდან ჩამოეცალოთ.


5. ასეთი მანერა პესიმისტებს ახასიათებთ. გზაშიც თანამოსაუბრე კი არა, მსმენელი სჭირდებათ, რომელსაც ბედის უკუღმართობაზე დაელაპარაკებიან.


6. ეს ტიპური, საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებული მძღოლის მართვის მანერაა. იგი ფიქრობს, რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ამით ძალიან იწონებს თავს. გზაზე არ რისკავს, თუმცა არც დამფრთხალია. დაგელაპარაკებათ მაშინ, როცა გზა თავისუფალია და არაფერი ხდება, თუმცა საგზაო შემთხვევებზე სწრაფად რეაგირებს და ცალყბა ღიმილით აკეთებს კომენტარს, როცა ყველაფერი ჩაივლის.


7. ასე საჭეს ხელს მეოცნებე, ემოციური ადამიანები ჰკიდებენ, რომელთაც ხანგრძლივად ყურადღებამოკრებილ მდგომარეობაში ყოფნა უჭირთ. გზად ალბათ ცოცხლად ისაუბრებენ, ხელსაც შეუშვებენ ხოლმე საჭეს, რომ თანამოსაუბრეს მოუბრუნდნენ და ჟესტები დაიხმარონ სათქმელის გადმოსაცემად.


8. ნერვიული, იმპულსური ადამიანი, რომელიც ადვილად იგზნება. ასეთი ადამიანები გზაზე ნამდვილი სასჯელია. ისინი ფიქრობენ, რომ სულ თავად არიან მმართლები. როგორც კი პატარა დისკომფორტი შეექმნებათ, თავს მოვალედ მიიჩნევენ, შეანელონ და ფანჯრიდან უღიალონ "დამნაშავეს".



ასევე დაგაინტერესებთ:


ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლად


პატარა ტესტი - აირჩიე კრისტალი და გაიგე, რისი თქმა სურს სამყაროს შენთვის


5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ


ფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებას


აირჩიე ტაროს კარტი და გაიგე, როგორია შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა


ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ


ტესტის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
444
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაია 24
მაია 24
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0