x
image
ვიზა კოხაძე
"ვინ იცის ამ დიპლომს სულელს ვაძლევთ თუ გენიოსს? დრო გვიჩვენებს" - რას ამბობდნენ ლექტორები ანტონიო გაუდზე, რომელმაც მსოფლიო ფენომენი შექმნა ( + ბევრი ფოტო )

imageადამიანი, რომელმაც მსოფლიოს საკუთარი ფენომენალური შემოქმედებით კიდევ უფრო ახლოს გააცნო კატალონიელთა ისედაც ულამაზესი დედაქალაქი ბარსელონა. ვინ იყო და რა გზა გაიარა ანტონიო გაუდი ი კორნეტიმ?გაუდი ლითონის მჭედელთა ოჯახში დაიბადა 1852 წელს ტარაგონას რეგიონში.მშობლებს ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი ანტონიო გაურბოდა ბავშვობაში თანატოლებთან თამაშს ხელის კიდურების ართრიტის გამო, რის გამოც თამაში არ შეეძლო და სულ სახლში იყო ჩაკეტილი ან ბუნებას აკვირდე3ბოდა. სწორედ ამას მიაწერენ მისი მიმდევრები მკვეთრად გამოკვეთილ ანალიზის უნარს.არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში (Escola Tècnica Superior d'Arquitectura) სწავლისას 1873 -1877 წლებში გაუდის მხოლოდ საშუალო ნიშნები ჰქონდა. ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ კი არქიტექტორის წოდება მიენიჭა. გაუდის დიპლომის ხელმოწერისას ელის როგენტს უთქვამს "Qui sap si hem donat el diploma a un boig o a un geni: el temps ens ho dirà" ("ვინ იცის ამ დიპლომს სულელს ვაძლევთ თუ გენიოსს: დრო გვიჩვენებს").და მართლაც მსოფლიოს უჩვენა გაუდმა საკუთარი შემოქმედებით, რომ დიპლომი გენიოსს მისცეს.image
imageimageimageადრეული შემოქმედები
პერიოდში როცა მასზე გავლენას ახდენდა ბარსელონას არქიტექტორი მარტორელი, შენდება მისი პირველი დეკორირებული "სტილისტური ტყუპები"სტილის კალვეტის სახლი (ბარსელონა) - ერთადერთი შენობა, რომელიც მისი სიცოცხლის პერიოდში ქალაქელებმა მიიღეს და შეიყვარეს. ასევე რამდენიმე პროექტი მკაცრ გოტიკურ, თითქმის ციხე-კოშკისმაგვარ, სტილში: წმინდა ტერეზას მონასტრის სკოლა (ბარსელონა) და ა. შ.imageimageimageimageimageთუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მის შეხვედრას ეუსებ გუელთან (ტექსტილის მაგნატი).კატალონიის ყველაზე უმდიდრესი ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილების ასრულებისთვის არაფერს იშურებდა. ამის უნიკალური მაგალითია სააგარაკო სახლის პავილიონის პროექტი ბარსელონასთან, რომელიც გაუდიმ გუელის ოჯახისთვის შექმნა. ღვინის სარდაფი გარაფში, გუელის კოლომის (სანტა კოლომა დე სერველიო) სამრეკლო და აკლდამა, ფანტასტიკური გუელის პარკი (ბარსელონა).ფაბრიკანტის სახლი ბარსელონაში "Palau Güell" - ნამდვილი სასახლე - იყო ხელოვანის საჩუქარი მეცენატისთვის.imageimageimageმისი დამთავრების შემდეგ გაუდი-ი-კორნეტი უკვე აღარ იყო უსახელო მშენებელი. პირიქით, ის მალე ყველაზე მოდური არქიტექტორი გახდა ბარსელონაში — "პრაქტიკულად ხელმიუწვდომი ფუფუნება".მოგვიანებით ანტონიო გაუდის გარშემო ერთმანეთის მიყოლებით ყველა გარდაეცვალა რასაც ეკონომიკური კრიზისიც დაერთო ესპანეთში და თავისთავად შეწყდა ლა საგრადა ფამილიას მშენებლობა, ასევე შენელდა ლა კოლონია გუელის გაგრძელებაც, რამაც აბსოლუტურად შეცვალა გაუდი. ის უფრო კარჩაკეტილი გახდა.1926 წელს უდიდეს შემოქმედს ტრამვაი დაეჯახა და ძველი ფეხსაცმელებისა და გაცვეთილი ტანსაცმლის გამო მისი საავადმყოფოში გადაყვანა არც ისურვეს.სიღარიბეში ამოხდა სული მსოფლიო დონის შემოქმედს, რომელიც გარდაცვალების შემდეგ მთელი ბარსელონა გლოვობდა.imageimageimage



0
313
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0