x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საგუნდო კოლექტივების კონკურსში დედოფლისწყარომ ოქროს და ბრინჯაოს მედლები აიღო
image


მიმდინარე წლის 10 აპრილიდან 2 ივნისის ჩათვლთ მიმდინარეობდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდულ საგუნდო კოლექტივების კონკურსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით უკვე 5 წელია მიმდინარეობს. დასკვნით ღონისძიებას სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალა-კონცერტი გაიმართა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.


ეროვნული კონკურსი მიმდინარეობდა ორ ტურად რეგიონების მიხედვით. კონკურსში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდა სამი კოლექტივი. ყველა მათგანის გამოსვლები წარმატებული აღმოჩნდა:


B კატეგორია - ქართული ტრადიციული ხალხური სიმღერა - დედოფლისწყაროს კულტურის სახლთან არსებული გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „მანდილი" (ხელმძღვანელი დალი ელისაშვილი), C კატეგორია- ქართული ტრადიციული გალობა - დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძრის მგალობელ გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი თეონა ბენაშვილი) და C კატეგორია - ქართული ტრადიციული გალობა - წმინდა მეფე ვახთანგ გორგასალის სახელობის სკოლა-ინტერნატთან არსებული ვაჟ მგალობელთა გუნდი (ხელმძღვანელი ნინო ნიკვაშვილი). სამივე კოლექტივმა წარმატებით გაიარა პირველი და მეორე ტური და მიწვეული იყვნენ გალა-კონცერტზე და დაჯილდოებაზე - ქ.თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმჭიფო კონსერვატორიაში.



კოლექტივები ლაურეატის დიპლომებითა და მედლებით დაბრუნდნენ მუნიციპალიტეტში. კერძოდ: გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „მანდილი" - ბრინჯაოს მედლითა და პირველი ადგილით, საკათედრო ტაძრის მგალობელ გოგონათა გუნდი _ ოქროს მედლითა და პირველი ადგილით, ხოლო, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სკოლა-ინტერნატის ვაჟ მგალობელთა გუნდი - ბრინჯაოს მედლითა და მეორე ადგილით.


როგორც ანსამბლ „მანდილის“ ხელმძღვანელი დალი ელისაშვილი განმარტავს, ანსამბლის ორი წევრი საბავშვო ბანაკ „შაორში“ დაისვენებს, მათ 1 კვირიანი საგზური გადაეცათ.


„11 ბავშვი შეირჩა კახეთის რეგიონიდან და მათ შორის ორი ჩვენი ანსამბლის წევრია. ლიზი ყოჩიაშვილი და მარიამ ღორაკუდაშვილი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გაემგზავრებიან და საუკეთესო გარემოში უსასყიდლოდ დაისვენებენ. 1 კვირიანი პროგრამაა სპეციალურად მათთვის გათვალისწინებული. მათ შორის, შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერებს, ჩაუტარდებათ სხვადასხვა შინაარსის მასტერკლასები, დღის რეჟიმში შედის გასართობი და სპორტული აქტივობები თუ ღონისძიებები. ამ კონკურსში ასეთი შედეგი რომ არ გვეჩვენებინა, ბავშვებს ეს შესაძლებლობა არ მიეცემოდათ. ბედნიერი ვარ, რომ ანსამბლი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, “ - აღნიშნავს დალი ელისაშვილი.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრი ულოცავს ბავშვებს ამ დიდ მიღწევას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მათ.


image

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0