x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
"სურამი დაბინძურებულ ზონად იქცა„ - თამუნა თაბუკაშვილი

image

ჟურნალისტი, თამუნა თაბუკაშვილი, სოციალური ქსელით, ხაშურის მუნიციპალიტეტს მიმართავს და სურამის პრობლემებისთვის ყურადღების მიქცევას სთხოვს:


დანაშაული რა არის, რომ იტყვი და შეიძლება შენი წვლილი შეიტანო დანაშაულის გამოსწორებაში, თუ, რომ არ იტყვი და უარესი დანაშაული არ გამოსწორდეს?
არასოდეს მიყვარდა ასეთ მიყრუებულ ადგილებში დასვენება, მაგრამ პატარას გამო ვერ იტყვი უარს. მთავარი ეს კი არ არის, მთავარია, რა ხდება იქ და რა პირობებში უწევთ დასვენება პატარა ბავშვიანებს. მასპინძელზე არ მაქვს პრეტენზია. გამქირავებელია და მქირავებლის კომფორტზე თავისთავად ზრუნავს. მითუმეტეს, რომ არაჩვეულებრივ დიასახლისებთან ვიყავი და ახლად შეძენილ მეგობრებთან ერთად, ლამაზი მოგონებები მათგან მაინც წამოგყვება.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უყურადღებობაზე და უსაქმურობაზე მაქვს აქცენტი გადატანილი.
პირველი ის, რომ სასმელი წყალი არ აქვთ. რაც ონკანში მოდის, დასალევად კი არა, საჭმლის მოსამზადებლადაც უვარგისია. ისეთი ფერის მოდის, ვერ აღვწერ და ასეა წლებია. მასში გარეცხილი ჭურჭელიც კი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, შავ ლაქებს ტოვებს. შემოწმებულია და უსაფრთხოაო, მაგრამ როგორ გინდა დაიჯერო თეფშზე დარჩენილი წრიული ლაქებით???
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სრული კატასტროფაა! ტყე-პარკი, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ ბავშვები და არა მხოლოდ... სრული ანტისანიტარია!
ერთდროს (საბჭოთა პერიოდზე მაქვს საუბარი) ეს ადგილი საუკეთესო ზონად ითვლებოდა თურმე, რადგან ყველაზე სასარგებლო ზოლია იმისთვის, რისთვისაც დამსვენებელი ჩადის სურამში. დღეს და როგორც მივხვდი, უკვე ძალიან ბევრი წელია, ეს ადგილი ყველაზე დაბინძურებულ ზონად გადიქცა, ან გადააქციეს. ფაქტია, რომ, რასაც ერთ დროს უვლიდნენ, დღეს კატასტროფულ მდგომარეობაშია! არანაირი ნაგვის ურნები, არანაირი ტუალეტი. პირველი, რაც ვიგრძენი იქ მისვლისას, განავლის საშინელი სუნი იდგა. ეს არ არის საქონლის ფუნის სუნი (მგონი, უფრო ასატანია) და როცა ამ საშინელ სუნზე პრეტენზია გამოვთქვი, ვიღაც საშინელმა, მყვირალა კაცმა აქეთ შემომიტია, წადი და სხვაგან დაისვენეო. ალბათ, მანამდე არავის ამოუღია ხმა ამ საშინელებაზე და გაუკვირდა, რომ მე ამოვთქვი (ჩემი ბრალია, თავის შეკავება და შეგუება ვერც ამჯერად შევძელი). ჩემი ხმის ამოღების შემდეგ, ამოიღეს ხმა დანარჩენებმაც. ხმამაღლა არა ჩემსავით, ანუ ჩხუბის გარეშე, მაგრამ ღიად გამოთქვეს პრეტენზია. პარკის გვერდით დევნილთა საცხოვრებელია. ზოგი აფხაზეთიდან და ზოგიც ოსეთიდან. აფხაზეთიდან დევნილებს, ბიზნესი აქვთ პარკში გამართული - ატრაქციონების ვარიანტში და დაბინძურებას დამსვენებლებს აბრალებენ. არადა, რა პირობებშიც არიან დამსვენებლები, ისეც იქცევიან. ადამიანს ტუალეტის საშუალება, რომ არ აქვს და ნახევარი კილომეტრის გავლა შეიძლება დასჭირდეს ბინამდე მისვლაში, მას რა პასუხი უნდა მოსთხოვო? ბავშვებს მითუმეტეს? კითხვაზე, ვინ არის თქვენი მერი, ან გამგებელი, ან დეპუტატი და არც სახელები იციან და არც გვარები. თვითონ მათ კი, ერთდროს სანატორიუმის შენობები, ისეთ მდგომარეობაში აქვთ, რომ .....
პარკში იქვე ნახევრად დანგრეული შენობაა, რომელიც ადრე ამბულატორია ყოფილა და ახლა, ღმერთმა უწყის, მის შიგნით რა შეიძლება ბუდობდეს. ღორები ისე დაღრუტუნებენ და დინგით "ამუშავებენ" პარკის ტერიტორია, გავლაც კი გიჭირს და მითუმეტეს, თუ ნაწვიმარია.
რამდენიმე ადგილზე, პარკის მთელი სიგრძის დაყოლებაზე
ატალახებული თხრილებია, სადაც წყალი მოედინება. მოსახლეობას წყალი გაუფუჭდაო და ამიტომ არისო. რომელ მოსახლეობას? ზემოთ მხოლოდ ტყის ზოლია წყალი აშკარად იქვე ამოდის. მე ვფიქრობ, სუნის წყარო ეგეც შეიძლება იყოს, მაგრამ ბავშვი, რომ ვერ დავსვი საქანელაზე და ლამის გავიგუდე სუნში, ფაქტია...
შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ტრასის იქით დიდ ტყეში, მაგრამ მანძილია დიდი და რთულია ბავშვებთან ერთად წასვლა. მითუმეტეს, რომ გზაზე ხომ ვერ გადახვალ, ისეთი მოძრაობაა და არც ზებრებია ად არც სხვა შემაჩერებელი. სადაც არის, იქ არ მოძრაობენ მანქანები ნელა და ხომ წარმოგიდგენიათ, მათ გარეშე რაც ხდება. მეორე მხარეს მაღაზიაში მითხრეს: რა გითხრათ ჩემო კარგო? სადაც არ იყო საჭირო, იქ დახაზეს ზოლებიო და აქ სულ შიშით ვუყურებთ გადამსვლელ-გადმომსვლელებსო.
ვინ არიან სათავეში, ან რას აკეთებენ, ან საერთოდ რაზე ფიქრობენ ვერ გეტყვი, მაგრამ ამ რაიონის ზემდგომებს, მხოლოდ შუა ცენტრში დადგმულ შადრევანზე აღმართული ჯვარი, რომ ჰგონიათ საქმის გაკეთება, ფაქტია!image

2
92
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
92
  
12 ივნისი, 15:03
ჩვენა ვართ ღორები, ვერ გადავეჩვიეთ ნარჩენების ქუჩაზე და ბუნებაში დაყრას.
რა სამწუხარო ფაქტია!- ინერტულობასა და ნიჰილზმს ერი მიეჩვია საუბედუროდ თავიანთ ჩინოვნიკებთან ერთად!- მაღალ მთიანი რეგიონის ეკომუზეუმი გადავიღე ამ ბოლოს და ნახეთ როგორ გამოიყურება მოვლისაგან,სადაც ერთ ფოთოლს ვერ ნახავთ უნიათოდ შეზრდილსა და დაგდებულს!!!
0 1 2