x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96579
  • ვიდეო:343680
  • სურათი:458451
ამოირჩიეთ კაბა და გაიგეთ რას ამბობს ის თქვენზე
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.


ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.

ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან.


ქალბატონებისთვის კაბის არჩევის პროცესი არამარტო ტენდენციებით ხელმძღვანელობაა, არამედ ის ქვეცნობიერად ცდილობს აირჩიოს ის, რომელიც აერთიანებს მას მის შინაგან სამყაროსთან. ამიტომ, კაბის სტილს შეუძლია განსაზღვროს მისი მფლობელის ხასიათი.



აირჩიეთ კაბა მოცემული ფოტოდან და წაკითხეთ მისთვის შესაფერისი ახსნა.



image



1. მარადიული რომანტიკოსი. თქვენს გარშემომყოფებზე ახდენთ იდეალიზირებას, რისი წყალობითაც მუხტავთ მათ დადებითად და შესაბამისად ცდილობენ აღარ შეამჩნიონ სიბოროტე. მგრძნობიარე და კეთილი ადამიანი ხართ და ცდილობთ იცხოვროთ ჰარმონიაში. ხალხს უყვარხართ და თქვენი მუხტით იზიდავთ მათ. არასოდეს ჩაიდენთ თქვენი სინდისის საწინააღმდეგო ქმედებებს.



2. "ნემსით ჩაცმული" - ეს გამოთქმა თქვენზეა. ცდილობთ თქვენი ცხოვრების იდეალიზირებას და არასდროს ყვებით სხვებთან თქვენი წარუმატებლობის შესახებ. თქვენი ჩაცმულობა, ყოველთვის გამოხატავს თქვენს შინაგან "მე"-ს. ყველაზე უხერხულ სიტაციაშიც კი ცდილობთ გამოიყურებოდეთ 100%-ით უბადლოდ.



3. იდუმალი უცნობი. ზოგადად, ჩაცმულობა გამოხატავს ადამიანის შინაგან სამყაროს, მაგრამ თქვენი შემთხვევა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. თქვენი ცხოვრება ერთი დიდი საიდუმლოა. ბოლომდე, ძალიან ახლობელ ადამიანებსაც კი არ შესწევთ უნარი გიცნობდეთ. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი, შეგიძლიათ გაანადგუროთ ნებისმიერი საზღვარი.



4. წვეულების დედოფალი. გარშემომყოფების ყურადღებით ცხოვრობთ, არ შეგიძლიათ ყოფა ქება-დიდების გარეშე. იცით როგორ დაარწმუნოთ ადამიანი, რომ შეასრულოს ის, რაც გსურთ. არ დაუშვებთ თქვენს მიმართ კრიტიკას. ღრმად ხართ დარწმუნებული თქვენს სრულყოფილებაში.



5. ოჯახის მფარველი. თქვენთვის ოჯახია ყველაფერია. საყვარელი ადამიანების გამო, ყველაფრისთვის მზად ხართ. ხართ ძალიან კეთილი და ღია ადამიანი. მთელს ცხოვრებას უანგაროდ უძღვნით მხოლოდ ოჯახს. შეგიძლიათ დაეხმაროთ სრულიად უცხოს, სრულიად უანგაროდ.



0
933
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
933
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0