x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება დანიასთან მატჩში

image

საქართველოს ნაკრებმა 10 ივნისს დანიასთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სტუმრად გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.


ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო. გთავაზობთ Sportall.ge-ს რედაქციის მიერ მომზადებულ შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.
გიორგი ლორია - 4.5 - საქართველოს ნაკრების მეკარის "სინდისზე" გაშვებული 5 გოლიდან, ალბათ მხოლოდ მე-3 არის.
გურამ კაშია - 3.5 - რთულია თქმა, თუმცა, შესაძლოა გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის განმავლობაში ყველაზე ცუდად ამ მატჩში ითამაშა.
ჯაბა კანკავა - 4.0 - ყველაზე სუსტი რგოლი ამ შეხვედრაში ჩვენი ნახევარდაცვა იყო. დანიელებს არც ფლანგებიდან უჭირდათ შეტევა, არც ცენტრიდან. ამდენი ნახევარმცველის ფონზე ასეთი შედეგი არ უნდა დამდგარიყო.
ლაშა პარუნაშვილი - 3.5 - ყველაზე სუსტი ჩვენს ნაკრებში სწორედ ლაშა პარუნაშვილი იყო. "ესბიერგის" ნახევარმცველმა მოედანზე საკუთარი ადგილი ვერ იპოვა.
0
70
შეფასება არ არის
ავტორი:Sportall.ge
Sportall.ge
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0