x
მეტი
  • 18.10.2019
  • სტატია:95746
  • ვიდეო:343064
  • სურათი:457692
ნიკოლ შერზინგერის პიკანტური ფოტოები მის 27 წლის რჩეულთან ერთად

ნიკოლ პრესკოვია ელიკოლანი ვალიენტე შერზინგერი 1978 წლის 29 ივნისს ჰავაიზე დაიბადა. ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და მსახიობი, ფართო მასებში უფრო ცნობილია, როგორც Pussycat Dolls-ის წამყვანი ვოკალისტი.



image



დედ-მამის დაშორების შემდეგ საცხოვრებლად ლუიზვილში, კენტუკში გადავიდა. განათლება მეიზიკის საშუალო სკოლაში მიიღო. შემდეგ მან შემსრულებლური ცხოვრება დაიწყო ლუიზვილში, სადაც გაკვეთილებს იღებდა ახალგაზრდა შემსრულებელთა ხელოვნების სკოლაში DuPont M anual High School-ასთან და ამავე დროს გამოდიოდა ლუიზვილის მსახიობთა თეატრში. შერზინგერს თეატრალურ გამოსვლებში წამყვანი ადგილი რაითის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ეჭირა, მაგრამ მან 1999 წელს სწავლას თავი დაანება და რპკ-ჯგუფ Days of the New-ში ბეკ-ვოკალს ასრულებდა.



image


ნიკოლი, ცნობილების იმ რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც პრესისგან იზოლირებული ცხოვრება მოსწონს, მაგალითად, მის Instagram-ზე ვერასდროს ნახავთ მისი და მისი რჩეულის ერთობლივ ფოტოს. ანუ, ის არასოდეს ააშკარავებს პირად ცხოვრებას და მისი გულშემატკივრები, კმაყოფილები არიან მისი იშვიათი პაპარაცული ფოტოებითაც.


არც ისე დიდი ხნის წინ პაპარაცებმა მაინც მოახერხეს ნიკოლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება და ის ბულგარელ ჩოგბურთელთან, გრიგორი დიმიტროვთან ერთად იახტაზე გამოიჭირეს. ვარსკვლავური წყვილი ერთად ისვენებდა. ისინი ძალიან ბუნებრივად იქცეოდნენ მას შემდეგაც, რაც პაპარაცების კამერები აღმოაჩინეს.



imageimageimage




გულშემატკივრებმა აღნიშნეს, რომ წყვილი ძალიან ბედნიერია ერთად და რომ ნიკოლი არაჩვეულებრივ ფორმაშია, ფოტოების ხილვის შემდეგ კი ძნელია მათ არ დავეთანხმოთ.



imageimage



შეგახსენებთ, რომ წყვილი მე-3 წელია ერთად არის და ნიკოლი გრიგორიზე 13 წლით უფროსია, თუმცა ასეთი ასაკობრივი სხვაობა მათ სიყვარულს სულაც არ უშლის ხელს.


image

0
1337
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0