x
image
კატაპულტი
მსოფლიოს ყველაზე გამაოგნებელი ნაგებობები (+ფოტოები)

თანამედროვე მსოფლიოს მრავალ ქალაქში ხშირად შეხვდებით ორიგინალურ შენობა-ნაგებობებს.ზოგი მათგანი უჩვეულო ფორმის, ფუტურისტული და ერთგვარად აბსტრაქტული ხასიათისაა.ასეთი ქმნილებები ყოველთვის იზიდავს ტურისტებს.ქვემოთ წარმოგიდგენთ თექვსმეტ ასეთ საოცარ ნაგებობას:

1. კალათის შენობა.აშშ.

image

აშშ-ის პატარა ქალაქ ნევარკში შეგიძლიათ იხილოთ ორიგინალური ნაგებობა, რომელიც ფორმით გიგანტურ მოწნულ კალათას მოგაგონებთ.მასში განთავსებულია ლონგაბერგერის საზოგადოების უზარმაზარი ოფისი.იდეის ავტორი თავად დეივ ლონგაბერგერია.პროექტის შედგენისა და მისი განხორციელებისათვის არქიტექტორებსა და მშენებლებს ორი წელიწადი დასჭირდათ და გაწეულმა ხარჯებმა 30 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შენობის ინტერიერი ისეთივე საოცარია, როგორც გარეგნული ფორმა, იგი მეტალისა და მინის კონსტრუქციებითაა გაწყობილი.

აღსანიშნავია, რომ 1997 წელს აგებული შენობის კარი ყოველთვის ღიაა ტურისტებისათვის.

2. Torre Galatea.ესპანეთი.

image

ესპანეთის ქალაქ ფიგერაში არსებული ეს ნაგებობა სამხრეთ ევროპის ქვეყანაში ჩასული ტურისტების მარშუტში ხშირად ხვდება.მისი ავტორი ცნობილი არქიტექტორი ემილიო პერეს პინეროა.შენობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეკორაცია კი სალვადორ დალის დამსახურებაა.კოშკის თავზე განთავსებული კვერცხები მხატვრის თქმით, სიცოცხლის სიმბოლოა.

შენობა იმითაც იზიდავს ტურისტებს, რომ იგი სალვადორ დალის საცხოვრებელი იყო და უკანასკნელი წლებიც იქ გაატარა დიდმა მხატვარმა, იქ შეიქმნა მსოფლიოსათვის კარგად ნაცნობი და აღიარებული არაერთი ტილო.

3. “შეშლილი სახლი" სასტუმრო.ვიეტნამი.

image

ვიეტნამის ქალაქ დალატის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ რამდენიმე დღე სასტუმრო “შეშლილ სახლში" გაატარონ. ის უცნაურ სასახლეს ჰგავს საშინელებათა ფილმიდან. იდეის ავტორი ახალგაზრდა არქიტექტორია, რომელმაც განათლება რუსეთში მიიღო, შინ დაბრუნებულმა კი ასეთი უცნაური და ტურისტებისათვის წარმოუდგენლად მიმზიდველი შენობა შექმნა. სასტუმროში ღამის გათევა არც ისე ძვირი, 35$ ღირს, თუმცა უნდა გაითვალისწინონ სტუმრებმა, რომ დღის 7-დან 17 საათამდე სასტუმროს ყველა ნომრის კარი დამთვალიერებლებისათვის იღება.

4. “მოცეკვავე სახლი".ჩეხეთი.

image

პრაღაში არსებული ეს შენობა მოდერნისტულ არქიტექტორებს, ვლადო მილუნიჩსა და ფრენკ ოუენ ჰარის, ეკუთვნით. შენობა შორიდან წააგავს მოცეკვავე წყვილს.ადგილობრივებმა შენობას “მთვრალი სახლიც" შეარქვეს.

შენობა ორი კონსტრუქციისაგან შედგება, მამაკაცის და ქალის ფორმის.

მასში განთავსებულია ოფისები, ბოლო სართულზე კი რესტორანია.

5. ბელორუსიის ეროვნული ბიბლიოთეკა.

image

მინსკში არსებული ეს შენობა ბელორუსიიის 23-სართულიანი ეროვნული ბიბლიოთეკაა.მისი სიმაღლე 73, 6 მეტრია, ფართობი კი დაახლოებით 113700 კვადრატული მეტრი, რომლის ნახევარზე მეტი წიგნის მაღაზიებს აქვს დათმობილი. შენობა განსაკუთრებით მიმზიდველია ღამით, როდესაც ის ათასობით ლედ-ნათურითაა განათებული.

გაგრძელება იქნება....

მანამდე კი იხილეთ მსგავსი სტატიები:

მსოფლიოს საუკეთესო მეტროს სადგურები (ფოტოებით)

ბევრისთვის უცნობი მსოფლიოს საოცარი ნაგებობები (+ფოტოები)

საინტერესო ფაქტები თბილისის მეტროს შესახებ

მსოფლიოს ყველაზე ექსტრემალური და სახალისო სელფები

უცნაური და საინტერესო ფოტოები თავისი ისტორიებით ( ნაწილი მესამე)

ყველაზე ყველაზე ... ქვეყნები

0
365
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0