x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
სახალისო ისტორიები ქერებზე

ქერები მხოლოდ პირველი კლასით მგზავრობენ

image


ნიუ-იორკის თვითმფრინავში, ბორტგამცილებელი მიუახლოვდა ქერას, რომელიც პირველი კლასის განყოფილებაში იჯდა და მოსთხოვა ეკონომ კლასში გადასვლა, რადგან მას არ ჰქონდა შესაფერისი ბილეთი. მგზავრმა უპასუხა: "მე ქერა და ლამაზი ვარ, ნიუ-იორკში მივფრინავ და არ ვაპირებ აქედან სადმე გადასვლას!"

რადგან ბორტგამცილებელს არ უნდოდა მომხმარებელთან კამათი, პილოტს სთხოვა მასთან დალაპარაკება. ის მივიდა ქალთან და ძალიან თავაზიანი ფორმით მოსთხოვა გადასვლა პირველი კლასიდან. მგზავრმა კი კვლავ იგივე გაიმეორა: "მე ქერა და ლამაზი ვარ, ნიუ-იორკში მივფრინავ და არ ვაპირებ აქედან გადასვლას!"

პილოტი დაბრუნდა კაბინაში და კაპიტანს ჰკითხა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. კაპიტანმა კი თქვა: "მე ქერაზე ვარ დაქორწინებული, ვიცი, ასეთ სიტუაციას თავი როგორ გავართვა." ის მივიდა ქერასთან და ყურში რაღაც უჩურჩულა. "აქამდე რატომ არავინ მითხრა ეს!" აყვირდა ქალი, წამოხტა მაშინვე და ეკონომ კლასის განყოფილებისკენ გაიქცა. გაოცებულმა ბორტგამცილებელმა და მეორე პილოტმა ჰკითხეს კაპიტანს, თუ როგორ მოახერხა ქალის დარწმუნება, დაეტოვებინა ადგილი. მან კი უპასუხა: " ვუთხარი, რომ პირველი კლასი ნიუ-იორკში არ მიფრინავდა."

image

ქერა პოლიციელი ქალები

image


პოლიციელი ასწავლიდა სამ ქერა ქალბატონს, რომლებიც გადიოდნენ წვრთნას, რათა დეტექტივები გამხდარიყვნენ. იმისათვის რომ შეემოწმებინა მათი უნარ-ჩვევა ეჭვმიტანილის ამოცნობაში, მან აჩვენა პირველ ქერას სურათი 5 წამით და შემდეგ დამალა. "ეს არის შენი ეჭვმიტანილი, როგორ ამოიცნობ მას?"

ნომერი პირველი პასუხობს: "ეს ხომ მარტივია, ჩვენ მას სწრაფად დავიჭერთ, რადგან მხოლოდ ერთი თვალი აქვს." პოლიციელმა უთხრა: "ჰმმ...კარგი, მაგრამ ეს სურათი ხომ მის პროფილს გიჩვენებს."

ცოტა აღელვებულმა ამ სასაცილო, სულელური პასუხით პოლიციელმა ახლა მეორე ქერას აუფრიალა 5 წამით სურათი და იგივე კითხვა დაუსვა:

"ეს არის შენი ეჭვმიტანილი, როგორ შეძლებ მის ამოცნობას?" ნომერმა მეორემ გადაიკისკისა, თმა ხელით შეისწორა და თავდაჯერებული ტონით უპასუხა: "უმარტივესი იქნება მისი დაჭერა, რადგან მას მხოლოდ ერთი ყური აქვს."

პოლიციელი გამოვიდა წყობიდან და გაბრაზებულმა თითქმის უყვირა: "რა გჭირთ თქვენ ორს? რა თქმა უნდა, ერთ თვალსა და ერთ ყურს დაინახავდით, რადგან სურათზე მისი პროფილია გამოსახული. ეს საუკეთესო პასუხია, რისი მოფიქრებაც მოახერხეთ?"

სერიოზულად იმედგაცრუებულმა პოლიციელმა სურათი ახლა მესამე ქერას აჩვენა და ძალიან ფიცხი ტონით ჰკითხა: "ეს არის შენი ეჭვმიტანილი, როგორ შეძლებ მის

ამოცნობას?" თან უცბად მოაყოლა "...ძალიან კარგად დაფიქრდი, სანამ რაიმე სისულელეს იტყოდე." ქერამ შეხედა სურათს ყურადღებით და შემდეგ თქვა: "ჰმმ... ეჭვმიტანილი კონტაქტურ ლინზებს ატარებს." პოლიციელს გაოცებისგან ენა ჩაუვარდა, რადგან თავადაც არ იცოდა, ეს სიმართლე იყო თუ არა. "ჰო.... ეს კარგი პასუხია. დამიცადე აქ რამდენიმე წუთი, ამ ინფორმაციას გადავამოწმებ და ახლავე დავბრუნდები." ის წავიდა თავის კაბინეტში და ეჭვმიტანილის ფაილი გადაამოწმა კომპიუტერით, შემდეგ კი გაცისკროვნებული ღიმილით უკან დაბრუნდა.

"პირდაპირ გამაოგნებელია!.. მიჭირს ამის დაჯერება...ეს სიმართლეა! ეჭვმიტანილი ნამდვილად ხმარობს კონტაქტურ ლინზებს! ყოჩაღ, კარგად იმუშავე! როგორ მოახდინე ასეთი შორსმჭვრეტელური დაკვირვება?" "ეს მარტივზე მარტივია" უპასუხა ქერამ. "ის ხომ სათვალის ტარებას ვერ შეძლებს, რადგან მხოლოდ ერთი თვალი და ერთი ყური აქვს."

image


ქერა არა მარტო კითხულობს, საყიდლებზეც დადის

image

image

ქერა შედის ფარდების მაღაზიაში და კონსულტანტ ბიჭს ეუბნება: "ლამაზი ვარდისფერი ფარდები მინდა შევიძინო."

თავის მხრივ კონსულტანტმა არწმუნებს, რომ ქალბატონისთვის სასურველი ფერის ფარდების ძალიან ფართო არჩევანი აქვთ. შემდეგ რამდენიმე ნიმუშს სთავაზობს, მაგრამ ქერას ძალიან უჭირს არჩევა. ბოლოს, საღამოსკენ როგორც იქნა შეარჩია ყვავილებიანი ფარდა ვარდისფერი ფონით. გამყიდველი შესაბამისად ეკითხება თუ რა ზომის უნდოდა.

"40სმ." სწრაფად პასუხობს ქალი.

"40 სმ?" უკვირს კონსულტანტს. "ეს ხომ ძალიან პატარაა. ისეთი რა ოთახი გაქვთ?"

ქერამ უპასუხა, რომ ფარდა ოთახისთვის კი არა და კომპიუტერის მონიტორისთვის უნდოდა.

ფარდების გამყიდველი ცოტა არ იყოს გაოგნდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა რომ ერჩია: "ქალბატონო, მინდა გითხრათ, რომ კომპიუტერს ფარდები არ ჭირდება."

ქერამ კი თავდაჯერებული ტონით უპასუხა: "ოე.... გამარჯობაააააააა! Windoooooows მაქვს!

image

ასევე დაგაინტერესებთ:

image

ინტრიგანი თუთიყუში და ილუზიონისტი – სახალისო ისტორია

image

უეცარი გარდასახვა – სახალისო ისტორიაimage

მტვერსასრუტების ყოჩაღი გამყიდველი – სახალისო ისტორიაimage

ევოლუცია თუ?... – სახალისო ისტორია

imageგართობის მოყვარულები – სახალისო ისტორია


ქმრები გასაყიდად – სახალისო ისტორია


თან ვერ წაიღებ – სახალისო ისტორია

0
61
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0