x
მეტი
  • 22.07.2019
  • სტატია:92659
  • ვიდეო:341590
  • სურათი:454679
დაწყევლილი ადგილები, რომლებმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ტუტანჰამონის საფლავი, მკვლელი ჭა ინგლისში, მეფე კაზიმირის საფლავი, ირლანდიური რინგფორტები, ბიბლიური ხორაზინი - ამ ადგილებთან დაკავშირებულია ლეგენდები და საშინელი ისტორიები. ხალხმა მათ დაწყევლილი უწოდა. მათ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს...



image



პოლონელი მეფის კაზიმირ IV -ის საფლავი



image


როცა ეს სამარხი იპოვეს, მკვლევარები ხუმრობით ამბობდნენ, რომ ის, ისევე როგორც სხვა მეფეების (მაგალითად ტუტანჰამონის) საფლავები, შეიძლება დაწყევლილი იყოს და ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს. ბედის ირონიით, მათი წიანასწარმეტყველება გამართლდა. არქეოლოგები და მკვლევარები, რომლებმაც კაზიმირის საფლავი იპოვეს და ხის კუბოსა და მეფის ნეშტს შეეხნენ, გულის შეტევის, უეცრად გაჩენილი კიბოსა და უცნობი წარმოშობის ინფექციისაგან გარდაიცვალნენ. საერთო ჯამში დაიღუპა 15 ადამიანი იმ ჯგუფიდან, რომელმაც პოლონელი მეფის სამარხის აღმოჩენასა და მის კვლევაში მიიღო მონაწილეობა. ყველაფერი ეს მოხდა სულ რაღაც 6 თვეში. გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ კაზიმირ მეფის საფლავი დაწყევლილი იყო და სიკვდილი ელოდა ყველას, ვინც კი მას მიეკარებოდა, თუმცა სულ მალე მეცნიერებმა მიაგნეს "მკვლელს". ის აღმოჩნდა სპოროვანი სოკო Aspergillus flavus, რომელიც თავის დროზე გახდა სიკვდილის მიზეზი ტუტანჰამონის სამარხის გახსნაში მონაწილე ადამიანებისა. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უძველესი საფლავების გახსნით და მუმიების შესწავლით მხოლოდ ის ადამიანები უნდა დაკავდნენ, რომლებსაც შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ და გააჩნიათ ძლიერი იმუნიტეტი სოკოებისა და სპორების მიმართ, რათა არ გახდნენ მორიგი მსხვერპლი ფარაონებისა და მეფეების ''წყევლისა".



წმინდა ანას სახელობის შუა საუკუნეების ჭა ინგლისში



image


ლივერპულთან ახლოს მდებარეობს იდუმალი ჭა, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, წმინდა ანას სახელს უკავშირდება. ამავე ლეგენდის მიხედვით ჭის წყალს ნებისმიერი სნეულებისაგან განკურნება შეეძლო, განსაკუთრებით კი კანისა და თვალების დაავადებებისთვის იყო უებარი. ჭა 1066 წელს აუშენებიათ ღვთისმშობლის დედის, ანას პატივსაცემად.

ჭა მდებარეობდა უძველესი ეკლესიის ტერიტორიაზე და ბერების მზრუნველობის საგანს წარმოადგენდა. ერთხელაც ტაძრის წინამძღვარ მამა დელუანთან მისულა ადგილობრივი მიწათმფლობელი ჰიუ დარსი თხოვნით, მისთვის დაეთმო ტაძრის კუთვნილი მიწა, კერძოდ ის ტერიტორია, სადაც ჭა მდებარეობდა. წმინდა მამამ არათუ უარი უთხრა გაუმაძღარ ფეოდალს, არამედ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ წაერთმია მისთვის სხვა მიწები, თუმცა საქმე სულ სხვაგვარად დატრიალდა: სულ მალე ბერები ტაძრიდან გამოასახლეს მეფის ბრძანებით. როცა ეკლესიის გარეშე დარჩენილმა მამა დელუანიმ ყოფილ ტაძარს ჩაუარა, ჭასთან ახლოს დარსი დაინახა. მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სწორედ ამ ახლობლობის წყალობით მოახერხა ეკლესიის კუთვნილი მიწის მიტაცება. წმინდა მამა ძალიან განრისხდა, როცა მიხვდა, რომ ამ ყველაფრის უკან მიწათმფლობელი იდგა.

მაშინ მამა დელუანიმ დაწყევლა ჭა და მისი ახალი მფლობელი ყველაზე საშინელი -"გველის წყევლით", რაც ნიშნავდა იმას, რომ ტაძრის კუთვნილ მიწას და წმინდა ანას ჭას მისთვის მხოლოდ უბედურება და სიკვდილი უნდა მოეტანა. არავინ იცის, წყევლის ბრალი იყო თუ უბრალოდ არ გაუმართლა დარსს. გადმოცემის თანახმად, ის მალე გაკოტრდა და მისი მიწები სხვებს ჩაუვარდათ ხელში. დარსი ჩიოდა, რომ დღე და ღამ დევნიდა უცნობი ბოროტი სული, რომ ის გრძნობდა, როგორ დაატყდებოდა თავზე უბედურება... ორიოდე თვის შემდეგ დარსს საყვარელი შვილი მოუკვდა რაღაც უცნობი სნეულებისაგან. მალე მას მიჰყვა ცოლი და მეორე შვილი. დარდისაგან ჭკუაზე შეშლილმა ყოფილმა მიწათმფლობელმა სმა დაიწყო და ერთ დღესაც ის წმინდა ანას ჭასთან ნახეს მკვდარი - საცოდავს რაღაც მახვილი საგნით თავი ორად ჰქონდა გაჩეხილი.



ირლანდიური რინგფორტები


image



წრიული ფორმის სიმაგრეები - უძველესი ირლანდიური დასახლებების ერთ-ერთი ტიპია. დროთა განმავლობაში ეს ნაგებობები უსარგებლო გახდა, მათი გამოყენება შეწყვიტეს და ხალხში დაიბადა ლეგენდა, თითქოსდა ეს ჭები ფერიების საკუთრებას წარმოადგენდა. ამიტომ ნაგებობებს ტაბუ დაედო, რათა არ გაენაწყენებინათ პატარა ჯადოსნური არსებები. მეორე მხრივ, რინგფორტები ავანტიურისტების და სწრაფად გამდიდრების მოყვარულთა ინტერესის საგნად იქცა, რადგან ლეგენდის თანახმად, ლეპრეკონები (ფერიები) სწორედ აქ მალავდნენ თავიანთ ოქროს.

ზუსტად ასევე აღიქმება ირლანდიაში მდებარე სხვა წრიული ფორმის ნაგებობებიც. ასტრალური წარმოდგენით, წრე ითვლება სხვა სამყაროში გამავალ პორტალად. ამასთან ერთად, მათ თვლიან ბნელი ძალების და ნეგატიური ენერგეტიკის მატარებელ ბნელ ადგილებად.

ლეგენდის მიხედვით, თუ ადამიანი რინგფორტის წრეში აღმოჩნდებოდა, ის დასაღუპად იყო განწირული. ირლანდიაში ადგილობრივები იხსენებენ უამრავ შემთხვევას, როცა რინგფორტში მოხვერილი ადამიანი უკვალოდ გამქრალა. ლეპრეკონების წყევლა მხოლოდ ავბედით წრეში მოხვედრილ ადამიანს კი არა, მთელ მის ოჯახს დაატყდებოდა ხოლმე თავზე. ასე მაგალითად, 2011 წელს ფერიების რისხვა თავს დაატყდა ირლანდიელ ფერმერ შონ კუინს. მან განიზრახა რინგფორტის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე, რადგან ნაგებობა მის კუთვნილ მიწაზე მდებარეობდა და ახალი პლანტაციის გაშენებაში ხელს უშლიდა. შონი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანად ითვლეობდა, თუმცა ამის გაკეთების შემდეგ ის ბოლო გროშამდე გაკოტრდა. ამას დაემატა ისიც, რომ სულ მალე ის უკურნებელი სენით დაავადდა. ადგილობრივებს ღრმად სწამდათ, რომ ფერმერის უბედურების უკან რინგფორტის წყევლა იდგა.



ხორაზინი



image


ალბათ გსმენიათ, რომ ბიბლიის თანახმად ხორაზინი თავად იესო ქრისტემ დაწყევლა. ლუკას სახარებაში მოხსენიებულია სამი ქალაქი, რომლებმაც ღვთის წყალობა დაკარგეს და დაწყევლილ იქნენ ქრისტეს მიერ. პირველი მათგანია ხორაზინი, მეორე - ბეთსაიდა და მესამე - კაპერნაუმი. ნაზარეთიდან წამოსვლის შემდეგ სამი წლის მანძილზე იესო ხორაზინში ცხოვრობდა და სჩადიოდა სასწაულებს, მაგრამ ქალაქის მცხოვრებლები ''ყრუები და მუნჯები აღმოჩნდნენ'' მისი ქადაგების და კეთილი საქმეების მიმართ. მათ არ მოისურვეს, უფრო მეტი- არც კი ეცადნენ ცოდვიანი გზიდან შემობრუნებას და ამისათვის იესომ ისინი დაწყევლა.

ხორაზინი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული იყო, როგორც იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქალაქი, მაგრამ III საუკუნის დასაწყისში ის უკაცრიელ და გაუდაბურებულ ადგილად გადაიქცა. დაახლოებით 330 წელს ხორაზინს თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელმაც იგი მიწასთან გაასწორა. დაიღუპა ათსობით ადამიანი. სტიქიური უბედურება ღმერთის მიერ მოვლენილად შერაცხეს და იესოს წყევლის აღსრულებად მიიჩნიეს მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს ცხოვრების და ხორაზინის დაღუპვის წლები ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც ჩანს, ღვთის ძის წყევლამ ცოდვილ ქალაქს სამი საუკუნის შემდეგ უწია.



ფორტი ბხანგარხი


image



ფორტი ბხანგარხი დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია ინდოეთში, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება კრძალავს მის მონახულებას ღამით და ამას თავისი ახსნა აქვს. საქმე იმაშია, რომ ამ ადგილთან დაკავშირებულია რამდენიმე საშიში ლეგენდა, რის გამოც ფორტი დაწყევლილ ადგილადაა მიჩნეული.


ბხანგარხი 1573 წელს დაარსდა მეფე ბხაგვანტა დალას მეფობის დროს. ის უნდა გამხდარიყო სამეფო რეზიდენცია ბხაგვანტას ვაჟისათვის. ფორტში აშენდა ტაძრები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, ბაღები და ტერასები. ერთი სიტყვით, მთელი ქალაქი, სადაც ცხოვრება დუღდა, თუმცა აღზევების პერიოდი სულ ორასიოდე წელი გაგრძელდა. 1773 წელს ფორტში ერთი სულიერიც კი აღარ იყო. აქაურობა მიტოვებულ ნასახლარს დაემსგავსა.

ლეგენდის თანახმად, ქალაქი დაწყევლა ბერმა ბაბა ბალნატხმა. როცა ფორტის მშენებლობა დაიწყო, იმ ტერიტორიაზე ერთადერთი შენობა უძველესი ტაძარი იყო. ამ ტაძრის წინამძღოლმა პირობა ჩამოართვა მეფეს, რომ სახლებსა და კედლებს ტაძარი არ უნდა დაეჩრდილა-არცერთი მათგანი არ უნდა ყოფილიყო ტაძარზე მაღალი, თუმცა მეფის ვაჟმა მალე დაივიწყა ეს დაპირება და კედლები და კოშკები დაგეგმილზე მაღალი ააშენა. მაშინ ბაბა ბალნახტმა დაწყევლა ქალაქი. ამბობენ, რომ ბერის ნეშტი ბხანგარხის ნანგრევების ქვეშაა დამარხული.

მეორე ლეგენდის მიხედვით, ჯადოქარ სინკხიას შეუყვარდა ფორტ ბხანგარხის მფლობელი პრინცესა რატნავატი. ჯადოქარმა ჯადო გაუკეთა ქალიშვილის საყვარელ სუნამოს: როგორც კი რატნავატი სუნამოს შეეხებოდა, მას თავდავიწყებით შეუყვარდებოდა მაგი, თუმცა საქმე სხვაგვარად შემობრუნდა: პრინცესამ შეიტყო ჯადოს შესახებ და ხელი შეუშალა სინკხიას გეგმას. შეურაცხყოფილმა და იმედგაცრუებულმა შეყვარებულმა დაწყევლა ფორტი და მისი მცხოვრებლები. ამბობენ, რომ წყევლის მოსახსნელად საჭიროა პრინცესა რატნავატის სულის პოვნა, რომელიც ჩასახლებულია სხვა გოგონაში. როდესაც პრინცესას რეინკარნაცია ფორტში დაბრუნდება, ქალაქიც აღდგება პირვანდელი სახით-აი ამას მოგვითხრობს ინდური ლეგენდა.



ტუტანჰამონის საფლავი


ტუტანჰამონი ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი იყო ძვ. წ. 1347 — ძვ. წ. 1337 წლებში. ეგვიპტის ყველაზე ახალგაზრდა ფარაონი 18 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სამარხს საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ, მაგრად უშედეგოდ. ბედმა ეს დიდი პატივი ინგლისელ მეცნიერს და არქეოლოგს ჰოვარდ კარტერს არგუნა. მან ფარაონის სამარხი 1922 წელს აღმოაჩინა. კარტერმა ხუთი წელი სამარხის ძიებას, ათი წელი კი განძის ამოღებას მოანდომა.

ჩვენამდე მოტანილ ამბებს თუ დავუჯერებთ, კარტერმა სამარხის შესასვლელთან იპოვა წარწერა: ''სიკვდილი სწრაფი ფრთებით მივა მასთან, ვინც დაარღვევს მეფის სიმშვიდეს''.

ტუტანხამონის საფლავის აღმოჩენა დიდი სენსაცია იყო, მაგრამ ამადროულად გაჩნდა შიში ძველ ეგვიპტურ წყევლასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის საბაბი საფლავის აღმოჩენის შემდგომ პერიოდში დატრიალებული უცნაური ამბები იყო. სულ პირველად ექსპედიციის დამფინანსებელი ლორდი კარნარვონი გარდაიცვალა. ბედის ირონიაა, მაგრამ ის კოღოს ნაკბენმა იმსხვერპლა. ქავილის შემდეგ ლორდ კარნარვონს ნაკბენი გაუმწვავდა, იგი დაინფიცირდა და გარდაიცვალა. საოცარი იყო ის, რომ მისი გარდაცვალების მომენტში კაიროში მზე დაბნელდა.

სწო­რედ ამის შემ­დეგ შე­იქ­მნა ლე­გენ­და "ფა­რა­ო­ნე­ბის წყევ­ლის" შე­სა­ხებ. მი­იჩ­ნე­ო­და, რომ მას, ვინც ფა­რა­ონ­თა აკ­ლდა­მებს ან ძვე­ლეგ­ვიპ­ტურ მუ­მი­ებს შე­ე­ხე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შემ­თხვე­ო­და უბე­დუ­რე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ კი ლე­გენ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­და უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში სხვა ადა­მი­ან­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო - 1929 წლის­თვის 22 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა - ისი­ნი, ვინც ძვე­ლეგ­ვიპ­ტურ აღ­მო­ჩე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ შო­რის იყო ტუ­ტან­ხა­მო­ნის აკ­ლდა­მი­სა და სარ­კო­ფა­გის გახ­სნის დამ­სწრე 13 ადამიანი. ამ ყვე­ლა­ფერს მე­ტად ეფექ­ტი­ა­ნად და­უ­კავ­შირ­და ეგ­ვიპ­ტუ­რი მი­თო­ლო­გი­აც. თუმცა ამის საპირისპიროდ მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ადამიანების ასეთი მასობრივი დაღუპვა საფლავის და აკლდამის კედლებზე არსებული ბაქტერიების და სპორების "დამსახურება" იყო.

ეგ­ვიპ­ტო­ლო­გე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ძვე­ლეგ­ვიპ­ტუ­რი რე­ლი­გი­უ­რი და მა­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და "წყევ­ლის" ცნე­ბას. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სხვა სა­მარ­ხე­ბის გახ­სნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და (სულ ნა­პოვ­ნია 800-მდე მუ­მია), მის­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მებს არ შე­ჩე­ხე­ბია. ლე­გენ­დის შექ­მნა, ძი­რი­თა­დად, პრე­სას მი­ე­წე­რე­ბა, რო­მე­ლიც აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის­გან სენ­სა­ცი­ას ქმნი­და.


0
234
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0