x
მეტი
  • 15.10.2019
  • სტატია:95674
  • ვიდეო:343110
  • სურათი:457610
სალათები კორეულად - 5 წარმოუდგენლად გემრიელი რეცეპტი

კორეული სალათების მოყვარულებს შესანიშნავ რეცეპტებს გთავაზობთ.

image

1. სალათი ჭარხლით კორეულად

პროდუქტები:

  • 1 ჭარხალი
  • 2 ახალი კიტრი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ ქინძის თესლი
  • ხმელი ჩილის წიწაკა დანის წვერით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ ბალზამური ძმარი
  • 2 ჩ/კ სეზამის თესლი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ შაქარი

მომზადება:

1.ბოსტნეული გარეცხეთ, გააშრეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით.

2.ზეთი შეათბეთ.

3.ბოსტნეული დაქუცმაცებულ ნიორს, წიწაკას, ქინძს აურიეთ. ძმარი, მარილი და შაქარი დაუმატეთ.

4.ზეთი დაასხით, აურიეთ და 30 წუთით გააჩერეთ.

5.სუფრაზე გატანის წინ სეზამი მოაყარეთ.

6.გემრიელად მიირთვით!


2. სალათი დაიკონით და სტაფილოთი კორეულად

პროდუქტები:

  • 2 სტაფილო
  • 0, 5 თეთრი ბოლოკი დაიკონი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 1 ს/კ სეზამი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ ოხრახუში ან ქინძი
  • 1/3 ჩ/კ ცხარე წიწაკა
  • 0, 5 ჩ/კ მთელი ქინძი
  • მარილი გემოვნებით
  • 1, 5 ჩ/კ 5%-იანი ვაშლის ძმარი
  • 5-6 წვეთი სეზამის ზეთი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1.სტაფილო და ბოლოკი გარეცხეთ და კორეულად გახეხეთ.

2.ტკბილი წიწაკა ნაჭრებად დაჭერით.

3.მარილი მოაყარეთ და აურიეთ.

4.წიწაკა, ძმარი, დაქუცმაცებული ნიორი და ქინძი დაუმატეთ.

5.აურიეთ და 1 საათით მაცივარში შედგით.

6.შემდეგ ზეთით (სეზამის და მცენარეულის) მორთეთ, ოხრახუში და წინასწარ მოხალული სეზამი დაუმატეთ.

7.აურიეთ და სუფრაზე გაიტანეთ.


3. სალათი პომიდვრით და ნედლი ქამა სოკოთი

პროდუქტები:

  • 200 გრ ქამა სოკო
  • 2 პომიდორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • სოუსი:
  • 50 მლ სოიოს სოუსი
  • 1 ჩ/კ ბალზამური ძმარი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 0, 5 ჩ/კ ქინძის თესლი
  • 0, 5 ჩ/კ შაქრის ფხვნილი
  • 0, 5 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • სეზამი გემოვნებით

მომზადება:

1.სოკო გარეცხეთ, გააშრეთ და თხელ ფირფიტებად დაჭერით.

2.ოხრახუში წვრილად დაჭერით და სოკო დაუმატეთ.

3.სოუსის ინგრედიენტები აურიეთ.

4.სოკო და ოხრახუში სოუსით მორთეთ.

5.დეტალურად აურიეთ.

6.15 წუთით გააჩერეთ.

7.პომიდორი თხელ ნაჭრებად დაჭერით.

8.სოკოს დაუმატეთ, კარგად აურიეთ და კიდევ 15 წუთით დააყენეთ.

9.სუფრაზე გატანის წინ სეზამი მოაყარეთ.


4. ბოლოკი დაიკონი „კორეული მოტივები“

პროდუქტები:

  • 1, 5 კგ ბოლოკი დაიკონი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ ხმელი კოჭა
  • 1 ჩ/კ ხმელი ტკბილი პაპრიკა
  • 1 ჩ/კ ხმელი ქინძი
  • 1 მცირე ზომის ჩილის წიწაკა
  • 0, 5 ჩ/კ მარილი გემოვნებით
  • 4-5 ს/კ სამარხვო კარაქი
  • 1 თავი ხახვი

მომზადება:

1.ბოლოკი გარეცხეთ, ქერქი გაათავისუფლეთ, გახეხეთ.

2.გახეხილ ბოლოკს მარილი მოაყარეთ, აურიეთ და 30 წუთით გააჩერეთ, რომ წვენი გამოუშვას.

3.ბოლოკი კარგად გაწურეთ და ღრმა თასში მოათავსეთ, დაჭრილი ნიორი დაუმატეთ და აურიეთ.

4.მშრალი სანელებლები მშრალ ტაფაზე მოხალეთ. ბოლოკს დაუმატეთ და აურიეთ.

5.ტაფაზე, სადაც სანელებლები შეწვით სამარხვო კარაქი დაამატეთ და მასში ხახვი სასიამოვნო არომატის მიღებამდე შეწვით, ხახვი გვერდზე გადადეთ, ხოლო კარაქი ბოლოკს მოასხით, აურიეთ, და მაცივარში შეინახეთ.

6.სუფრაზე გატანის წინ ახალი ქინძი მოაყარეთ.


5. ბადრიჯანი თითქმის კორეულად

პროდუქტები:

  • 4 საშუალოს ზომის ბადრიჯანი
  • 2 ტკბილი წიწაკა
  • 1 დიდი ზომის სტაფილო
  • 1 დიდი ზომის ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • დაფქული წითელი და შავი წიწაკა
  • კამა და ოხრახუში
  • 2 ჩ/კ ქინძი ან 2 ჩ/კ ნარევი კორეული სტაფილოსთვის
  • 2 ს/კ ღვინის ძმარი ან ლიმონის წვენი
  • ზეთი შესაწვავად და მოსართავად
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • სოიოს სოუსი

მომზადება:

1.ბადრიჯანი კანიანად გრძელ ნაჭრებად დაჭერით.

2.მარილი მოაყარეთ და მაცივარში მინიმუმ 1 ღამით გააჩერეთ.

3.ბადრიჯანი ოდნავ გარეცხეთ და ძალიან კარგად გაწურეთ.

4.მცენარეულ ზეთში შეწვით.

5.ბადრიჯანი თასზე გადაიტანეთ.

6.წიწაკა, სტაფილო და ხახვი ფენებად დაჭერით.

7.ნიორი მწვანილებიანად გახეხეთ.

8. თაფლი ძმარს აურიეთ.

9.ბოსტნეული და ბადრიჯანი აურიეთ.

10.ძმარი მოასხით, ქინძი ან ნარევი, ნიორი მწვანილებიანად, წიწაკა, სოიოს სოუსი დაუმატეთ და აურიეთ.

11.მაცივარში შეინახეთ - რაც უფრო დიდხანს, მით უფრო გემრიელად!


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ

image

2. ასე მომზადებულ ღვიძლს ჭამს ყველა მაშინაც კი, თუ არ უყვარს

image

3. სალათი „წვრილი წელი“: 100 გრ კერძი მხოლოდ 38 კალორიას შეიცავს

image

4. ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი

image

5. 7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
255
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
255