x
image
Teklamaisuraze
რატომ დაიწყო იულიუს კეისარმა სამოქალაქო ომი და რა ხილვა ჰქონდა მას, რამაც სტიმული მისცა გაენადგურებინა მტრები
რომიდან გაქცეული კეისრის მომხრეები, მათ შორის მისი უერთგულესი მეგობარი, მარკუს ანტონიუსი და კიდევ ბევრი სხვა ვინმე. კეისრის ბანაკში აღმოჩნდნენ. მრგვალი მაგიდის გარშემო ძალიან დიდხანს ითათბირეს. და გადაწყვიტეს დაუყოვნებლივ იტალიისკენ დაეძრათ ლეგიონები.

image

ძვ. წ. 49 წ. იანვარში, კეისარმა და მისმა არმიამ გალიისა და იტალიის გამყოფი მდინარე რუბიკონი გადალახეს.

კეისარმა სამოქალაქო ომი დაიწყო.


გაჩნდა უამრავი მოსაზრება. რა მიზეზით დაიწყო ომი. პომპეუს მაგნიუსი ამტკიცებდა რომ, სამოქალაქო ომი ცეზარმა ომი მხოლოდ იმიტომ წამოიწყო, რომ მისი პირადი ქონება აღარ ჰყოფნიდა იმ დაპირებების შესრულებას რაც მან ასე უხვად გასცა და დააიმედა რომის მოსახლეობა.

ოპონენტების მეორე ჯგუფი კი იმას ამტკიცებდა, რომ კეისარმა რუბიკონი მხოლოდ იმიტომ გადალახა, და ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იმიტომ გაეხვია, რომ იცოდა რომში დაბრუნებულს სასამართლო პროცესი არ ასცდებოდა. და მტრები პასუხს მოსთხოვდნენ იმაზე, რაც მან გააკეთა და რაც არ გააკეთა.

რომის მონათმფლობელური დემოკრატიის მზე ჩადიოდა და მას ვეღარაფერი ამოიყვანდა. რომს წინ დიქტატურა ემუქრებოდა.

image


შემონახულია საინტერესო ცნობაც, რუბიკონთან კეისარსა და მის მეგობრებს დიდი ფიქრი დასჭირდათ, სანამ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

ამასობაში ცეზარს ასეთი ხილვა ჰქონდა. - ულამაზესი აღნაგობის ახალგაზრდა ვაჟი, ჩამუხლულიყო და ღვთაებრივად უკრავდა სტვირზე. ყველა გაირინდა მისი მელოდიით მოხიბლული. მებრძოლები შემობრუნდნენ და სულგანაბული უსმენდნენ ამ ღვთაებრივ ხმას. მოსასმენად მოვიდნენ ლეგიონების მესაყვირეებიც. ისინიც მოიხიბლნენ დიდებული ჰანგებით. უცებ ლამაზმა ყმაწვილმა დაკვრა შეწყვიტა, ახლომდგომ ლეგიონერს საყვირი გამოსტაცა, საოცარი ძალით დააგუგუნა სამხედრო განგაშის მელოდია და რუბიკონში გადაეშვა.

კეისარმა ეს მოქმედება ღვთის დასტურად ჩათვალა და ცხენი რუბიკონის ტალღებში შეაგდო.

მდინარის მეორე ნაპირზე გადასულმა კეისარმა ჯარისკაცები კიდევ ერთხელ დააფიცა, თავის ერთგულებაზე. და დაჰპირდა ყველაფერს რისი დაპირებაც შეიძლებოდა.


რიჩარდ ლომგული, ეს ის პიროვნება იყო, რომ მის მიმართ გულგრილი ვერავინ რჩებოდა ან აღმერთებდნენ ან სძულდათ

image

იულიუს კეისარის მეგობარი, პომპეუსი, ეს ის მხედართმთავარია რომელმაც მტკვარზე ხიდი ააშენა

image

რა მოხდა სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძის ტერაქტის დროს, ეს იყო МИ 24 რუსული ვერტმფრენი

image

2
395
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
395
  
2019, 12 ივნისი, 10:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2