x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95723
  • ვიდეო:343051
  • სურათი:457649
"კაცის სიყვარულის არსი ეწინააღმდეგება ერთგულებას" - ფრიდრიხ ნიცშეს "ცრურწმენები სიყვარულის შესახებ"

image

ქალს და კაცს სხვადასხვაგვარად ესმით სიყვარული, სიყვარულის შესახებ სხვადასხვა ცრურწმენა აქვთ...

სიყვარულის ქალისეული გაგება საკმაოდ ნათელია: სრულყოფილი ერთგულება სულით და სხეულით, ყოველგვარი უკანდახევის, ყოველგვარი პირობების გარეშე. მისთვის საშინელება და სირცხვილია იმის გაფიქრებაც კი, რომ ერთგულება რაიმე პირობებთან იყოს კავშირში. სწორედ ამ პირობების არ არსებობით, მისი სიყვარული იგივდება რწმენასთან. ქალს სხვა რწმენა არ გააჩნია.

შეყვარებულ მამაკაცს ქალისგან სწორედ ეს სიყვარული უნდა და მისი სიყვარული დიამეტრალურად საპირისპიროა ქალური სიყვარულის გაგებისა. რომ დავუშვათ ისეთი მამაკაცების არსებობის შესაძლებლობა, რომელთათვისაც უცხო არ იქნება სწრაფვა სრულიად "მიეცნენ" ქალს - ეს მამაკაცური ბუნება არ იქნება.

ქალი, რომელსაც უყვარს, როგორც ქალს, ამისგან უფრო სრულყოფილი ქალი ხდება, კაცი კი, რომელსაც უყვარს როგორც ქალს, იქცევა მონად. ქალის მიერ საკუთარი უფლებების სრული უარყოფა მსგავსი პათოსის არარსებობას გულისხმობს მეორე მხრიდანაც, თუმცა ორივეს რომ სიყვარულის გამო საკუთარ თავზე ეთქვა უარი, არ ვიცი რა გამოვიდოდა აქედან, ალბათ ვაკუუმი.

ქალს უნდა, რომ იყოს მფლობელობაში, უნდა, რომ გაიძრას "სამფლობელოს" ცნებაში, უნდა ვიღაც, ვინც საკუთარ თავს კი არ იძლევა, იღებს მას როგორც ბედნიერებას. ქალი მას საკუთარ თავს აძლევს, მამაკაცი კი იძენს.


image


ვფიქრობ, ამ ბუნებრივ საპირისპიროობას ვერ აღმოფხვრის ვერავითარი საზოგადოებრივი ხელშეკრულება, ვერანაირი სწრაფვა სამართლიანობისკენ. რაც არ უნდა დიდი იყოს სურვილი, მუდამ თვალწინ გვექნება ამ ანტაგონიზმის სიმაგრე, საშინელება, ამოუცნობობა და ამორალურობა, რადგან სიყვარული, როგორც მთლიანობა სიდიადესა და სისრულეში, არის ბუნება და როგორც ბუნება "არაზნეობრივია".

ამგვარად, ერთგულება ქალურ სიყვარულში მდგომარეობს, მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეობს, მამაკაცებში კი ის მხოლოდ მისი სიყვარულის შედეგად შეიძლება აღიძრას, მაგალითად, როგორც მადლიერების გრძნობა, ან გემოვნების იდეოსინკრაზია და ეგრეთ წოდებული არჩევითი დანათესავება, მაგრამ ეს არ მიეკუთვნება მისი სიყვარულის არსს - არ მიეკუთვნება იმდენად, რომ შეიძლებოდა გველაპარაკა მამაკაცის სიყვარულსა და ერთგულებაზე, როგორც სრულიად ერთმანეთის საპირისპირო რაღაცეებზე.

მამაკაცის სიყვარულის არსი არის ფლობის სურვილი და არა საკუთარი თავის უარყოფა და ერთგულება, მაგრამ ფლობის სურვილი ყოველთვის მთავრდება დაუფლების შემდეგ და გრძელდება უფრო დახვეწილი და უფრო საეჭვო ფლობის სურვილის ხარჯზე. ის კი არა და, უფრო მეტადაც იზრდება მას შემდეგ, რაც ქალი მისცემს საკუთარ თავს, - მისთვის ადვილი არ არის დანებდეს აზრს, რომ ქალს მეტი აღარაფერი აქვს "მისაცემი".


ასევე დაგაინტერესებთ:


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართთით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
2457
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2457
  
16 ივნისი, 18:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1