x
მეტი
  • 26.06.2019
  • სტატია:91599
  • ვიდეო:341049
  • სურათი:453606
იყავით ფხიზლად! – ყალბი ბანკის საიტები მომხმარებელს ფულს კვლავ პარავენ - როგორ დავიცვათ თავი თაღლითებისგან

image


ინტერნეტ სივრცეში კვლავ გაჩნდა თაღლითური საიტები, რომლებიც მსხვილი ბანკების რეალურ საიტებს ძალიან ჰგვანან. თაღლითური ჯგუფები ისევ ცდილობენ მოქალაქეების საბანკო მონაცემებით სარგებლობას, ამას კი შემდეგნაიარად აკეთებენ: ისინი ჯერ ყალბ საიტებს ქმნიან, რომლებიც ცნობილი ბანკების დიზაინს ვიზუალურად ძალიან ჰგვანან, მოტყუებული მომხმარებელი, აღნიშნულ საიტზე შედის, შეჰყავს საკუთარი მონაცემები, და თაღლითებიც სწორედ აი, ამ დროს აქტიურდებიან, მომხმარებლის უკვე მოპოვებული მონაცემების საშუალებით, ისინი ბანკის რეალურ საიტზე შედიან და მოქალაქეების თანხას პირადი მიზნებით იყენებენ. დღეის მონაცემებით "საქართველოს ბანკის" ყალბი საიტი კვლავ მოქმედებს, ამიტომ იყავით ფხიზლად!!!! გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ბანკის ყალბი გვერდი ნამდვილ საიტს ძალიან ჰგავს.


image


სპეციალისტები მოსახლეობას ბანკის საიტზე შესვლისას უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაციასაც აძლევენ.

1. ბანკის საიტზე შესვლისას, პირველ რიგში გადაამოწმეთ მისამართი და დარწმუნდით, რომ ეს არის ორიგინალი ვებ-გვერდი.

2. ვებ-მისამართის წინ არის სპეციალური დამცავი სერთიფიკატის მანიშნებელი, რომელიც გვატყობინებს, რომ ეს მისამართი ნამდვილად რეალურია. შეგვიძლია მასზე თითის ერთი დაჭერით მივიღოთ სრული ინფორმაცია, ვებ-მისამართის ნამდვილი მფლობელის შესახებ.


შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკის" გარდა, ასევე, "თიბისი" ბანკის ყალბი საიტებიც იქნა შექმნილი, რომელთა ბლოკირებაც დროულად განხორციელდა.




0
80
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
80