x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ჟურნალისტი გიორგი მანჯავიძე „მასტერშეფში“: ვცდილობ, თავი არ შევიზღუდო კონკურენტებზე ნერვიულობით და იმაზე ფიქრით, რომ ვინმეს უნდა ვაჯობო“
image


კუ­ლი­ნა­რი­ულ შოუ „მას­ტერ­შეფ­ში“ ტემ­პე­რა­ტუ­რა იმა­ტებს. გა­სულ შა­ბათს შოუ გი­ორ­გი ჯაჭვლი­ან­მა და­ტო­ვა და ქვეყ­ნის ნო­მერ პირ­ვე­ლი მას­ტერ­შე­ფის ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლას 9 კონ­კურ­სან­ტი აგ­რძე­ლებს. მათ შო­რი­საა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი მან­ჯა­ვი­ძე, რომ­ლის კერძმაც ჟი­უ­რის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სამ სა­უ­კე­თე­სოს შო­რის და­სა­ხელ­და. რო­გორ ეხ­მა­რე­ბა „მას­ტერ­შეფ­ში“ თა­ვი­სი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რა და­უ­ტო­ვა დიდ­მა ბე­ბი­ამ და „გა­და­ი­წე­რა“ თუ არა შა­ი­ნი­ნას­გან - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი მან­ჯა­ვი­ძე გვე­სა­უბ­რა.


რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში კუ­ლი­ნა­რი­ას?


კუ­ლი­ნა­რია ჩემ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბაა. კერძს რომ ამ­ზა­დებ, იმით შენ თავს გა­მო­ხა­ტავ და რა­ღაც სათ­ქმელს ამ­ბობ. სტრე­სი და და­ძა­ბუ­ლო­ბა ჩემი პრო­ფე­სი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, სამ­ზა­რე­უ­ლო კი ის ად­გი­ლია, სა­დაც ვის­ვე­ნებ და გან­ტვირ­თვას ვა­ხერ­ხებ. ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის რომ ვამ­ზა­დებ­დი ხოლ­მე, სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მხო­ლოდ სახ­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო­თი არ დავ­კმა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი. ასე­ვე, ხში­რად ვუ­ყუ­რებ კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­და­ცე­მებს და სულ ვოც­ნე­ბობ­დი, რომ რამე მსგავსში მეც მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

image

გახ­სოვს, პირ­ვე­ლი კერ­ძი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ამ­ზა­დე?

ჩემი მე­უღ­ლის­თვის გა­ვა­კე­თე ტოს­ტი ერბო კვერ­ცხით და მო­ე­წო­ნა. სა­ერ­თოდ, მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი არი­ან ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კო­სე­ბი და სულ მე­უბ­ნე­ბი­ან, რა მო­ე­წო­ნათ ან არ მო­ე­წო­ნათ.


გა­და­ცე­მა­ში აღ­ნიშ­ნე, ასე ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ნერ­ვი­უ­ლი­აო...

რაც „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ვე­დი, სულ ვნერ­ვი­უ­ლობ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხში­რად ვყო­ფილ­ვარ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში, კონ­ფლიქ­ტებ­სა და სამ­ხედ­რო თე­მებ­საც ხში­რად ვა­შუ­ქებ­დი, ასე­თი ად­რე­ნა­ლი­ნი არ­სად არ მიგ­რძვნია. ვხვდე­ბი, რომ ამ კონ­კურ­სში ემო­ცი­ებს ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ. თავ­ში ყვე­ლა­ფე­რი მე­რე­ვა, მე­ში­ნია, არა­ფე­რი და­მაკ­ლდეს... მოკ­ლედ, ძა­ლი­ან რთუ­ლი ყო­ფი­ლა მზა­რე­უ­ლო­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, წა­მი­თაც არ ვნა­ნობ, რომ „მას­ტერ­შე­ფის“ მო­ნა­წი­ლე ვარ და ჯერ კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ, ასე­თი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში 9 სა­უ­კე­თე­სო კონ­კურ­სანტს შო­რის ვარ. ყო­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ რა­ღაც ახალს ვსწავ­ლობ და სა­დამ­დეც არ უნდა მი­ვი­დე, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში კმა­ყო­ფი­ლი ვიქ­ნე­ბი.


image


შა­ბა­თის გა­და­ცე­მის პირ­ველ ნა­წილ­ში შენი და შა­ი­ნი­ნას კერ­ძე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. შა­ი­ნი­ნა ფიქ­რობს, რომ მის­გან „გა­და­ი­წე­რე“...

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, სამი იდეა გა­მიჩ­ნდა: ატ­რია, მეგ­რუ­ლი კვე­რე­ბი და მე­სა­მე ვა­რი­ან­ტად გან­ვი­ხი­ლავ­დი ხინ­კალს. თან მე­ში­ნო­და, რად­გან ხინ­კალს რომ არ­ქმევ რა­ღაც კერძს, უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე მისი მომ­ზა­დე­ბა და შა­ი­ნი­ნა არა­ფერ შუ­ა­ში არ იყო. რომ და­ვი­ნა­ხე, ისიც ხინ­კალს აკე­თებ­და, გული დამ­წყდა და ვი­ფიქ­რე, სხვა რა­მის გა­კე­თე­ბა ხომ არ ჯობ­და-მეთ­ქი, მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე და სა­უ­კე­თე­სო კერ­ძებს შო­რის მოხ­ვდა ჩემი პიტ­ნი­ა­ნი ნა­დუ­ღის ხინ­კლე­ბი.


ქარ­თუ­ლი კერ­ძის ტურ­ში ბად­რიჯ­ნის მომ­ზა­დე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

დიდი ბე­ბია მყავ­და სა­მეგ­რე­ლო­დან, კიკი ერ­ქვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მახ­სოვს მისი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა. როცა გვი­თხრეს, რომ ქარ­თუ­ლი კერ­ძი უნდა მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა, მა­შინ­ვე ბე­ბოს რე­ცეპ­ტი გა­მახ­სენ­და - ბად­რი­ჯა­ნი ხარ­ჩოს სუ­ნე­ლით და მი­სი­ვე რო­დი­ნი გა­მო­ვი­ყე­ნე. ვცა­დე, ძვე­ლი გე­მო­ე­ბი გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა და მი­მემ­სგავ­სე­ბი­ნა ბე­ბი­ის რე­ცეპ­ტის­თვის. რა თქმა უნდა, რა­ღა­ცე­ბი და­მაკ­ლდა და ჩემი დიდი ბე­ბია ცო­ცხა­ლი რომ იყოს, ქო­ქო­ლას და­მაყ­რი­და, მაგ­რამ მე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე.


image


ყვე­ლა­ზე სა­შიშ კონ­კუ­რენ­ტად ვის მი­იჩ­ნევ?

მარ­თლა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან და გა­მი­ჭირ­დე­ბა რო­მე­ლი­მეს გა­მო­ყო­ფა. მაკა ყო­ველ­თვის სტა­ბი­ლუ­რად ძლი­ე­რია, თინა არა­ორ­დნა­რუ­ლია, თა­თია ძა­ლი­ან მებ­რძო­ლია... ში­შით არა­ვის არ მე­ში­ნია. არა იმი­ტომ, რომ მე ძა­ლი­ან მა­გა­რი ვარ, უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ, თავი არ შე­ვი­ზღუ­დო კონ­კუ­რენ­ტებ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბით და იმა­ზე ფიქ­რით, რომ ვინ­მეს უნდა ვა­ჯო­ბო. უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ, ისე­თი კერ­ძი გა­ვა­კე­თო, რომ ჟი­უ­რის მო­ე­წო­ნოს და ურ­ნა­ში არ აღ­მოჩ­ნდეს. ბო­ლოს და ბო­ლოს ადა­მი­ა­ნებ­მა სა­უ­კე­თე­სო­ებს შო­რის გა­მო­გარ­ჩი­ეს, გენ­დნენ, ხალ­ხი გი­ყუ­რებს - ეს დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მა­კის­რებს.


„მას­ტერ­შეფ­ში“ მოს­ვლის შემ­დეგ რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

„მას­ტერ­შე­ფის“ შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რის შემ­დეგ ჩემს მე­გო­ბარ­თან ერ­თად სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტი გავ­ხსე­ნი. ნელი ნა­ბი­ჯე­ბით, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბუ­ლად მივ­დი­ვართ წინ.

რაც მთა­ვა­რია, თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვხდე­ბი. ერ­თია, როცა შენი მე­გობ­რე­ბის­თვის ამ­ზა­დებ და სულ სხვაა, როცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟი­უ­რი გა­ფა­სებს. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ იმა­ზე ბევ­რად მეტი შე­მიძ­ლია, ვიდ­რე მე­გო­ნა. ახლა მთა­ვა­რია, მე რო­გორ წარვმარ­თავ ჩემს უნა­რებს. ამ სფე­რო­ში არა­ნა­ი­რი გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, ჩემი პი­რის გე­მო­სა და ფან­ტა­ზი­ის იმე­დად ვარ.




0
61
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0