x
image
მაკა ნიკვაშვილი
რატომ არ ეხება ფოტოს გადაღებისას კიანუ რივზი ქალებს ? პასუხი ბევრ თქვენგანს გააკვირვებს

image


ის, რომ ფოტოსურათზე "მატრიცას" ვარსკვლავი ქალბატონებთან პოზირებისას მათ ხელით არასდროს ეხება, მის თაყვანისმცემელ გოგონებს ბევრ კითხვას უჩენს. როგორც ჩანს, ლიბანში დაბადებულ 54 წლის მსახიობს, უცნობ ქალბატონებთან ფოტოს გადაღებისას, ქცევის საკმაოდ უცნაური მოდელი აქვს შერჩეული.


image


ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ როგორ ტოვებს მსახიობი ხელს ჰაერში, მის გვერდით მდგომი გოგონას უკან, ისე რომ არც მის ზურგსა და მხრებს ეხება. სოციალურ ქსელში ამ ფოტოების გამოქვეყნებას, მისი ერთგული თაყვანისმცემლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგიერთი მათგანი დარწმუნებულია, რომ მსახიობი სექსისტებისა და ფემინისტების მხრიდან შესაძლო თავდსხმებს თავს ამ გზით არიდებს. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ზემოთ მოყვანილ თეორიას უარყოფენ და მსახიობის ასეთ ქცევას მის ზედმეტ თავაზიანობას აწერენ.


imageimage

0
2634
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
2634