x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
Mountain set სტეფანწმინდის ნაცვლად ბიდარაში გაიმართება
image


Mountain set სტეფანწმინდის ნაცვლად ბიდარაში გაიმართება



მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი Mountain Set 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა და ის გუდაურიდან 5 კილომეტრის დაშორებით ბიდარაში გაიმართება. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბმა შეცვალეს ლოკაცია ადგილობრივების პროტესტის გამო, თუმცა ფესტივალისთვის მზადება არაჩვეულებრივად მიმდინარეობს უცვლელ დროს, უცვლელი ლაინაფით.


Mountain set ის გუნდი სტუმ­რებს გან­სხვა­ვე­ბულ სა­ფეს­ტი­ვა­ლო გა­რე­მოს სთა­ვა­ზო­ბენ, იქ­ნე­ბა ორი სცე­ნა და სა­სე­მი­ნა­რო სივ­რცე, სა­დაც 29 ივ­ნისს შეხ­ვედ­რე­ბის სე­მი­ნა­რის სტუ­მა­რი იქ­ნე­ბა Sandra Kowalskii თე­მით - „თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ხატ­ვა და ერო­ტი­კა ხე­ლოვ­ნე­ბის სტილ­ში“. 30 ივ­ნისს კი ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­სი­კო­სი Kordz [ალექ­სან­დრე კორ­ძა­ია] თე­მით - „ლაივ სეტი და მუ­სი­კის პრო­დუქ­ცი­ის მე­თო­დე­ბი Ableton Live-ში“.



რაც შეეხება განთავსებას, შესაძლებელია გუდაურის სასტუმროების დაჯავშნა. მათ კი, ვისაც წუთითაც არ სურს ფესტივალის ტერიტორიის დატოვება, ელით კომფორტული და კეთილმოწყობილი კარვების ქალაქი. გარ­და ამი­სა, კეთ­დე­ბა კვე­ბის სხვა­დას­ხვა ზო­ნე­ბი, მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი დაბევ­რი გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბა.



რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რე­ბის ტრას­პორ­ტი­რე­ბას, გაგაცნობთ განრიგს:

ავტობუსები: tkt.ge/mountainsetbus

თბილისი - ბიდარა, ყაზბეგი / ფასი 15 ლარი

28 ივნისი - 10:00 / 13:00 / 16:00 / 19:00

29 ივნისი - 10:00 / 13:00 / 16:00 / 19:00

30 ივნისი - 10:00 / 13:00 / 16:00 / 19:00


  • ვარდებისრევოლუციისმოედანი

ბიდარა, ყაზბეგი - თბილისი / ფასი 15 ლარი

29 ივნისი - 09:00 / 12:00 / 15:00 / 18:00

30 ივნისი - 09:00 / 12:00 / 15:00 / 18:00

1 ივლისი - 09:00 / 12:00 / 15:00 / 18:00


ბილეთები ხელმისაწვდომი ამხოლოდ tkt.ge-ზე, ბილეთის შეძენისას აუცილებელია მიუთითოთ სასურველ თარიღი და დრო.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსის ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ონლაინ 26 ივნისამდე.

Mountain Set: Kazbegi- ის პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­აა Mixmag, რო­მე­ლიც წარ­მო­გიდ­გენთ ონ­ლა­ინ ტრანსლა­ცი­ას ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი სცე­ნი­დან.



0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0